კოლის ნახევარკუნძული
კოლის ნახევარკუნძული (რუს. Кольский полуостров) — ნახევარკუნძული რუსეთის შორეულ ჩრდილოეთში, მურმანსკის ოლქში. ჩრდილოეთით ესაზღვრება ბარენცის ზღვა, აღმოსავლეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით — თეთრი ზღვა.
კოლის ნახევარკუნძული | |
---|---|
კოორდინატები: 68° ჩ. გ. 36° ა. გ. / 68° ჩ. გ. 36° ა. გ. | |
ქვეყანა | რუსეთი |
უმაღლესი წერტილი | ჩასნაჩორი |
სიმაღლე | 1191 მ |
ფართობი | 100 000 კმ² |
სიგრძე | 370 კმ |
სიგანე | 244 კმ |
აკვატორია | ბარენცის ზღვა თეთრი ზღვა |
ნახევარკუნძულის ფართობია 100,000 კმ². მის დასავლეთ ნაწილში, მთის ორი მასივია წარმოდგენილი: ხიბინები და ლოვოზეროს მასივი. ნახევარკუნძულზე ბევრი ჭორომიანი სწრაფი მდინარეა წარმოდგენილი, მათ შორის — პონოი, ვარზუგა, ტერიბერკა, ვორონია და ა.შ.