აპატიტი
აპატიტი [ბერძ. ἀπάτη — „ვატყუებ“ (წინათ ადვილად ერეოდათ სხვა მინერალებში)] — ფოსფატების კლასის მინერალთა ჯგუფი. ქიმიური შედეგნილობა . თუ ჭარბობს , ეწოდება ფტორაპატიტი, თუ — ქლორაპატიტი, თუ — ჰიდროქსილაპატიტი; ხშირად ჩანაცვლებულია -ით (11%-მდე) ან იშვიათმიწა და სხვა ელემენტებით. კრისტალდება ჰექსაგონურ სინგონიაში. აქვს ნემსისებრი, სვეტისებრი და ფირფიტისებრი კრისტალები. ზოგიერთი კრისტალი 1 მ აღწევს და 160 კგ-ზე მეტს იწონის. გავრცელებულია მარცვლოვანი, მკვრივი და მიწისებრი აგრეგატები. დანალექ ქანებში გვხვდება აპატიტის დანაგროვები, რომელთაც ფოსფორიტები ეწოდებათ. ფერად ხშირად მომწვანო ცისფერი, მწვანე, იისფერი, მურა, ზოგჯერ უფეროა. ელვარება მინისებრი აქვს, ჩამონატეხს — ცხიმოვანი, სიმაგრე მინერალოგიური სკალით – 5. სიმკვრივე — 3200 კგ/მ³. იხსნება მჟავებში. წარმოშობა — მაგმური (დაკავშირებულია ტუტე ქანებთან) და პნევმპატოლითურ-ჰიდროთერმული. აპატიტის მსოფლიოში უდიდესი საბადოა ხიბინის მთებში, კოლის ნახევარკუნძულზე. აპატიტს იყენებენ ფოსფორიანი სასუქების (სუპერფოსფატის) დასამზადებლად, ფოსფორისა და ფოსფორმჟავას მისაღებად.
აპატიტი | |
---|---|
საერთო | |
კატეგორია | ფოსფატების კლასის მინერალთა ჯგუფი |
ქიმიური ფორმულა | |
იდენტიფიკაცია | |
ფერი | მომწვანო ცისფერი, მწვანე, იისფერი, მურა, ზოგჯერ უფეროა |
კრისტალის სინგონია | ჰექსაგონური |
სიმაგრე მოოსის სკალით | 5 |
სიმკვრივე | 3200 კგ/მ³ |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 508.