მერი (სპილო)
მერი (ინგლ. Mary; დ. დაახლ. 1894 — გ. 13 სექტემბერი, 1916, ერვინი, ტენესის შტატი, აშშ), დიდი მერი (ინგლ. Big Mary), აგრეთვე ცნობილია, როგორც მკვლელი მერი (ინგლ. Murderous Mary)[1] — დედალი აზიური სპილო, რომელიც გამოდიოდა ძმებ სპარქსების ცირკში (ინგლ. Sparks World Famous Shows). ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც სიკვდილით დასაჯეს ადამიანის მკვლელობისათვის.
მერი | |
---|---|
ინგლ. Mary | |
მერის სიკვდილით დასჯა | |
სახეობა | აზიური სპილო (ლათ. Elephas maximus) |
სქესი | დედალი |
დაბადების თარიღი | დაახლ. 1894 |
დაღუპვის თარიღი | 13 სექტემბერი, 1916 |
დაღუპვის ადგილი | ერვინი, ტენესის შტატი |
დასაფლავების ადგილი | იქვე |
ქვეყანა | აშშ |
აქტიურობის წლები | 1898–1916 |
მესაკუთრე | ჩარლი სპარქსი |
წონა | 4500 კგ |
1916 წლის 11 სექტემბერს, ტენესის შტატის ქალაქ კინგსპორტში, უსახლკარო კაცი, სახელად რედ ელდრიჯი, დაიქირავეს სპილოს მომთვინიერებლის თანაშემწედ, თუმცა მან არ იცოდა ცხოველებთან მოპყრობა. მეორე დღეს 12 სექტემბერს, ერთ-ერთი გამოსვლის წინ, როდესაც სპილო სცენაზე უნდა გამოეყვანა, ელდრიჯმა მას ყური გაუხვრიტა კაუჭით, რაზეც სპილო განრისხდა, შემოახვია ელდრიჯს ხორთუმი, ძირს დაანარცხა და თავზე ფეხი დაადგა (არსებობს ამ ამბის სხვადასხვა ვერსიები). ატყდა პანიკა. დაიწყეს სროლა სპილოს მიმართულებით, თუმცა მისი ლიკვიდაცია ვერ შეძლეს. საბოლოოდ ძლივს მოხდა მისი შეჩერება. ქალაქის შერიფმა „დააპატიმრა“ მერი და ციხესთან ახლოს მდებარე გალიაში გამოკეტა. მეზობელი ქალაქების მცხოვრებლებმა განაცხადეს, რომ არ მივიდოდნენ ცირკში, სანამ სპილო ცოცხალი იყო.
საზოგადოების ზეწოლის გამო ცირკის მფლობელებმა გადაწყვიტეს მისი სიკვდილით დასჯა — ჩამოხრჩობა. ჯაჭვი, რომლითაც სპილო ამწეზე ჩამოკიდეს, პირველ ჯერზე გაწყდა და ცხოველმა ბარძაყი მოიტეხა. იგი მეორედაც ჩამოკიდეს და საბოლოოდ დაიღუპა. დამარხეს სიკვდილის ადგილზე.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Murderous Mary. The Moonlit Road. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-07-23. ციტირების თარიღი: 2013-07-10.
- Mincha. По улицам слона водили. Румбур. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-07-23. ციტირების თარიღი: 2013-07-10.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Olson, Ted (2009) The Hanging of Mary, a Circus Elephant. Knoxville, Tennessee: University of Tennessee Press, გვ. 219–227.