სიმა ციანი (ჩინ. 司馬遷) (ძვ. წ. 145 - ძვ. წ. 90) ხანის დინასტიის დიდი ნაწერების პრეფექტი, ჩინური ისტორიოგრაფიის მამა. ცნობილი ისტორიული ნაშრომის შიჯის (史記, ისტორიული ჩანაწერები) ავტორი, რომელიც სეიცავს ჩინეთის ისტორიის მიმოხილვას ლეგენდარული ყვითელი იმპერატორიდან იმპერატორ ჰან ვუდის (漢武帝) ეპოქამდე.

სიმა ციანი

ბიოგრაფია

რედაქტირება

სიმა ციანი დაიბადა ისტორიოგრაფის ოჯახში. მამამისი მსახურობდა იმპერატორ ჰან ვუდის კარზე "დიდი წარწერების" პრეფექტად. მის მოვალეობებში შედიოდა იმპერატორის ბიბლიოთეკის და კალენდრის მართვა. მამის გავლენით სიმამ 10 წლის ასაკისთვის უკვე კარგად ერკვეოდა ძველ წიგნებში. იგი სწავლობდა ცნობილ კონფუციანელთან კონგ ანგუოსთან (孔安國) და დონგ ჟონგშუსთან (董仲舒). ოცი წლის ასაკისთვის მამის ხელშეწყობით მან დაიწყო მგზავრობა ქვეყნის სხვადასხვა მხარეებში და აგროვებდა ისტორიულ დოკუმენტებს. იგი ასევე აგროვებდა და ამოწმებდა ძველ ლეგენდებსა და თქმულებებს და ნახულობდა ისტორიულ ძეგლებს, მათ შორის მოინახულა მეფეების იუს და შუნის საფლავები.

მოგზაურობის შემდეგ იგი დაინიშნა სასახლეში ვეზირად (郎中, Lang Zhong). მის მოვალეობებში შედიოდა იმპერატორთან ერთად ქვეყნის სხვადასხვა რეგიონების ინსპექტირება. ძვ. წ. 110 წელს 35 წლის სიმა ციანი გაგზავნილ იყო დასავლეთ საზღვრებისკენ ბარბაროსული ტომების წინააღმდეგ სამხედრო ექსპედიციაში. იმავე წელს მამამისი ავად გახდა და შვილს მოუწოდა უკან დაბრუნებულიყო, რათა გაეგრძელებინა ოჯახური ტრადიცია და დაესრულებინა მის მიერ დაწყებული ისტორიული ნაშრომი. ამრიგად ძვ. წ. 109 წელს სიმამ დაიწყო შიჯიზე მუშაობა.

ძვ. წ. 105 წელს სიმა არჩეულ იქნა სხვა მეცნიერებთან ერთად კალენდრის რეფორმის ჩასატარებლად. იგი ასევე იმპერატორის მრჩეველიც გახდა. ძვ. წ. 99 წელს ლი გუანგლი(李廣利) და ლი ლინგი (李陵) ხელმძღვანელობდნენ სამხედრო ექსპედიციას ქსიონგნუს (匈奴) წინააღმდეგ.ი ისინი დამარცხდნენ და ტყვედ იყვნენ აყვანილნი. იმპერატორმა დამარცხება ლი ლინგს დააბრალა. იმპერატორის ყველა მიახლოვებული პირიც ლი ლინგს ადანაშაულებდა. სიმა ციანი არ იყო ლი ლინგის მეგობარი, მაგრამ პატივს სცემდა მას და მან ერთადერთმა დაიცვა იგი. იმპერატორმა ჩათვალა რომ სიმას მეორე მხედართმთავრი მიმართ შური ამოძრავებდა და მისთვის ზიანის მიყენება სურდა. ამის გამო სიმა დააპატიმრეს.

სიმა ციხიდან მხოლოდ ძვ. წ. 96 წელს გამოვიდა. მან განაგრძო შიჯიზე მუშაობა, სანამ ძვ. წ. 91 წელს არ დაასრულა იგი.

 
შიჯის პირველი გვერდი

შიჯიმდე ჩინეთში არსებობდა არაერთი ისტორიული მატიანე, მაგრამ შემდეგი თაობების ჩინელი ისტორიკოსებისთვის შიჯი გახდა ნიმუში. შიჯი წარმოადგენდა ისტორიული ნაწარმოების სრულიად ახალ სახეს. სიმას ციანმა ისტორია გადმოსცა ბიოგრაფიების სერიის სახით. მის ნაშრომში არის 130 თავი, ისინი ისტორიულ თანმიმიმდევრობას კი არ წარმოადგენენ, არამედ ასახავენ სხვადასხვა თემატიკას, მათ შორის მატიანე, ქრონიკები, ტრაქტატები, მუსიკაზე, ეკონომიკაზე, კალენდარზე, რელიგიაზე, ცერემონიებზე და ამასთან ერთად ვრცელი ბიოგრაფიები.

სიმა ციანამდე იწერებოდა როგორც წესი დინასტიების ქრონიკები. ხოლო როგორც ასეთი ქვეყნის ისტორია ჯერ არ იყო დაწერილი. სიმა ციანის ნაშრომმა დიდი გავლენა იქონია შემდეგი თაობების ისტორიკოსებზე. მის სტილს მისდევდნენ ისტორიკოსები ჟენგქიაო (鄭樵) ტონგშის (通史) ავტორი და სიმა გუანგი (司馬光) ზიჟი ტონგიანის (資治通鑑) ავტორი.

შიჯი არა მხოლოდ ისტორიული, არამედ ლიტერატურული თვალსაზრისითაცაა ღირსშესანიშნავი. ბიოგრაფიები ძალიან ცოცხალი ენითაა დაწერილი, იგი ხშირად იყენებდა დიალოგებსაც რეალიზმის გასაზრდელად.

იგი ასევე პირველი იყო ვინც არა მხოლოდ ცდილობდა აესახა ისტორიული მოვლენები, არამედ გაანალიზებინა ისინი.

შიჯის გარდა სიმა ციანმა დაწერა რვა რაფსოდია (ფუ 賦).

ასტროლოგია და კალენდარი

რედაქტირება

სიმა ციანი, ისევე როგორც მამამისი, იყო ხანის დინასტიის ასტროლოგი. იმ დროს ასტროლოგის თანამდებობა კარზე ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ძვ. წ. 104 წელს სხვა მეცნიერებთან ერთად სიმამ შექმნა კალენდარი ტაიჯული (პირველი კალენდარი). ტაიჯული იყო ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი კალენდარი. მის მიხედვით წელიწადში 365,25 დღე იყო, ხოლო თვეში 29,53. ტაიჯულმა ჩინურ კალენდარულ ტრადიციაში რევოლუცია გამოიწვია.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
Wikisource
ვიკიწყაროში არის სტატიასთან დაკავშირებული ორიგინალური ტექსტი