ყვითელი იმპერატორი (ჩინ.: 黄帝; ფინინი: Huángdì) — ასევე ცნობილი, როგორც ყვითელი თეარქი ან ხუანგ ტი. ჩინური კულტურის გამორჩეული გმირი და სუვერენი. რომელიც ლეგენდარულ სამ სუვერენსა და ხუთ იმპერატორს (ჩინ.: 三皇五帝; ფინინი: sānhuáng wǔdì) შორის ერთ-ერთია. ჩინურ რელიგიაში წარმოადგენს ცალკეულ ღვთაებას (ჩინ.: ; ფინინი: shén) ან შედის ხუთი რეგიონის უმაღლეს ღვთაებათა (ჩინ.: 五方上帝; ფინინი: Wǔfāng Shàngdì) რიცხვში.[1] იეზუიტმა მისიონერებმა, ჩინური ქრონიკებისა და მეოცე საუკუნეში უნივერსალური კალენდრის გამოყენებით გამოიანგარიშეს იმპერატორი ხუანგ ტის მეფობის თარიღები, რომელიც ემთხვევა ძვ.წ. 2697–2597 ან 2698–2598 წლებს.

ყვითელი იმპერატორი
黃帝

ყვითელი იმპერატორი, სამარხში აღმოჩენილი გამოსახულება, ახ.წ II საუკუნის შუა ხანები. წარწერაში ნათქვამია: „ყვითელმა იმპერატორმა შექმნა და შეცვალა ბევრი რამ; მან გამოიგონა იარაღი და ჭაბურღილის სისტემა; მან შექმნა ზედა და ქვედა სამოსი, დააარსა სასახლეები და სახლები.“
ჩინეთი
წინამორბედი: ფუსი
მემკვიდრე: ჭუან სუ ან შაო ხაო
დაბ. ადგილი: გონგსუნი ან სუეიუენი
მამა: შაო ტიენი
დედა: ფუ პაო
როგორც ასახავს გან ბოზონგს, ხის ნამუშევარი, ტანგის დინასტია (618–907)

ხუანგ ტის კულტის არსებობის პირველ დადასტურებულ ცნობებს მეომარი სახელმწიფოების პერიოდში (ძვ.წ. 481/403ძვ.წ. 221 წწ.) ვხვდებით და ფართო ფენებში პოპულარული ადრეული ხანის დინასტიის დასაწყისში ხდება, როდესაც იგი აღქმულ იქნა, როგორც ცენტრალიზებული სახელმწიფოს დამფუძნებელი, კოსმიური მმართველი და ეზოთერული ხელოვნების მფარველი. ყვითელი იმპერატორის სახელს მიეწერება მრავალი კრებული, როგორიც არის ხუანგ ტი ნეიძინგი — ჩანაწერები სამედიცინო სფეროზე და პოლიტიკური ტრაქტატები — ხუანგ ტი სიძინგი. ჩინეთის იმპერიული პერიოდის განმავლობაში კულტის გავლენა მცირდება, მეოცე საუკუნის დასაწყისში, ცინგის მანჯურიელთა დინასტიის წინააღმდეგ ბრძოლის დროს იმპერატორი ხუანგი გახდა ხანელი მოსახლეობის გმირად. ყვითელი იმპერატორი დღემდე რჩება ჩინური ნაციონალიზმის სიმბოლოდ.[2]

მის სახელს მიაწერენ მრავალ გამოგონებას, დაწყებული მთვარისმიერი კალენდრით (ჩინური კალენდარი), ტაოიზმით,[3] ხის სახლებით, ნავებით, ურმებით,[4] კომპასის ნემსით,[5] დამწერლობის ადრეული ფორმებით,[6] ცივილიზაციით,[7] ფეხბურთის ადრეული ფორმით და სხვა. ყვითელი იმპერატორი მიჩნეულია ხანის (მოგვიანებით ჩინური) კულტურის სულისჩამდგმელად.

სახელები

რედაქტირება

ხუანგ ტი, ყვითელი იმპერატორი, ყვითელი თეარქი

რედაქტირება
 
ხუანგ ტის ტაძარი სინჭენგი, ჭენგჭოუ, ხენანი

ცინის დინასტიის იმპერატორი ცინ ში ხუანგი თავის ტიტულს ვანგი (ჩინ.: ; ფინინი: wáng) ცვლის, როგორც ხუანგ ტი (ჩინ.: 皇帝;ფინინი: huáng dì), რაც პირობითად ითარგმნება, როგორც იმპერატორი რათა საკუთარი თავი მოეხსენიებინა არა როგორც მიწიერ მმართველად, არამედ ზეციურ იმპერადორად შანგის დინასტიის (ძვ.წ. 16001046 წწ.) ღმერთთა პანთეონში.[8] მეომარი სახელმწიფოების პერიოდში (დაახლ. ძვ.წ. 475221 წწ.), ტერმინი ტი აღნიშნავდა ღთაებებს, რომლებიც ჩინეთის ხუთ წმინდა მთასთან და ფერებთან არიან კავშირში. ერთ-ერთი ამ უკანასკნელთაგანია ხუანგ ტი (ჩინ.: 皇帝ფინინი: huáng dì) ყვითელი ტი. ადრე იმპერიულ პერიოდში ტი-ს რელიგიური მნიშვნელობის ხაზგასასმელად ადრეული პერიოდის ჩინელი ისტორიკოსები ღმერთის სახელს თარგმნიდნენ როგორც ყვითელ თეარქი,[9]ხოლო პირველი იმპერატორის ტიტულს, როგორც აგვისტოს თეარქი, რომელშიც სიტყვა თეარქი აღნიშნავს ღვთისმოსავ მმართელს.[9] მეომარი სახელმწიფოების (ჩინ.: 战国时代; ფინინი: Zhànguó Shídài) გვიან პერიოდში, ყვითელი იმპერატორის კონცეფცია ინტეგრირებული იყო ხუთი ფაზის კოსმოლოგიურ სქემაში, რომელშიც ყვითელი ფერი წარმოადგენს დედამიწის ფაზას, ყვითელ დრაკონსა და ცენტრს.[10] ფერების კორელაციის ასოცირება სხვადასხვა დინასტიებთან ნახსენები იყო ლიუში ჩუნციუში (ძვ. წ. III საუკუნის ბოლოს), თომლის მიხედვითაც ყვითელი იმპერატორი დედამიწის მიერ იმართებოდა.

სუანიუენი და იოუ სიუნგი

რედაქტირება

დიდი ისტორიკოსის ჩანაწერებში — შიძი (ჩინ.: 史記; ფინინი: Shǐjì), სმა ციენი ძვ.წ. I საუკუნეში, იმპერატორს სუან იუენის (ჩინ.: 轩辕; ფინინი: Xuān Yuán) სახელით მოიხსენიებს.[11] III საუკუნით დათარიღებულ ჩანაწერებში, სადაც მოხსენიებულია ანტიკური ხანის სუვერენები, ჩინელი ისტორიკოსი ხუანგფუ მი წერს, რომ სუან იუენი იყო ბორცვი, სადაც ხუანგ ტი ცხოვრობდა და მოგვანებით სახელი სუან იუენი სწორედ ამიტომ დაირქვა. შან ხაი ძინგში (ჩინ.: 山海经; ფინინი: Shānhǎi jīng) მოხსენიებულია სუან იუენის ერი, რომლის მაცხოვრებლებს აქვთ ადამიანის სახეები, გველის სხეული და გრძელი, დახვეული კუდი.[12][13] ცინგის დინასტიის მეცნიერი ლიანგ იუშენგის (ჩინ.: 梁玉繩, 1745–1819 წწ.) მიხედვით, ბორცვს სახელი ზეციური იმპერატორის შემდეგ უწოდეს, და არა პირიქით.[14] ხუანგ ტის კიდევ ერთი სახელი იოუ სიუნგი (ჩინ.: 有熊; ფინინი:Yǒuxióng), ინტერპრეტირებულია ტერიტორიის ან კლანის სახელიდან. ბრიტანელი სინოლოგის ჰერბერტ ალენ ჯილის (1845–1935) თეორიით, იმპერატორის ეს სახელი საფუძველს იღებდა მემვიდრეობითი სამთავროდან. უილიამ ნიენჰაუზერი, შიძის მთარგმნელი ამტკიცებდა, რომ ხუანგ ტი, სინჭენგში, ხენანში, იოუ სიუნგის კლანის მეთაური იყო.

ჩინელი ისტორიკოსი, სმა ციენი ჩანაწერებში შიძი ყვითელ იმპერატორზე საუბრით იწყებს და საფუძველს უყრის ხუანგ ტის აღქმას, როგორც ისტორიული ფიგურის.[15] ტენდენცია მრავალი საუკუნის მანძილზე გაგრძელდა და პირველად ეჭვქვეშ 1920-იან წლებში დადგა. კუ ძიეკანგი, ჩინეთში საეჭვო ანტიკური სკოლის დამაარსებელი [16] და მისი მიმდევრები ამტკიცებდნენ, რომ ჩინეთის ისტორიის ადრეული პერსონაჟები არა რეალური, არამედ მითოლოგიური იყო, ამტკიცებენ რა, რომ ისინი თავდაპირველად ღმერთები იყვნენ, რომლებიც, მოგვიანებით მეომარი სახელმწიფოების პერიოდის (ჩინ.: 战国时代; Zhànguó Shídài) რაციონალისტმა ინტელექტუალებმა ადამიანებად გამოსახეს.[17] ამ ისტორიული მიმდინარეობის ერთ-ერთმა მიმდევარმა იანგ ქუანმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ყვითელი იმპერატორის, როგორც პირველი იმპერატორის[18] მოხსენიება მეომარ სამეფოთა ხანაში იწყება ამიტომ სავარაუდოა, რომ ჰუანგ ტი არის შანგის დინასტიის პანთეონის უზენაესი ღმერთის შანგ ტის ტრანსფორმაცია.[19][20]

წარმოშობა

რედაქტირება

ხუანგ ტის, როგორც მითოლოგიური პერსონაჟის წარმომავლობა გაურკვეველია, მაგრამ ისტორიკოსებმა საფუძველი ჩაუყარეს რამოდენიმე ჰიპოთეზას. იანგ ქუანი, საეჭვო ანტიკური სკოლის წარმომადგენელი (1920-40-იანი წლები), ამტკიცებდა, რომ ყვითელი იმპერატორი წარმოიშვა შანგ ტისგან, რომელიც შანგის დინასტიიის ღმერთთა პანთეონის უმაღლესი ღმერთია. იანგი ეტიმოლოგიას შემდეგნაირად აყალიბებს: შანგტი (ჩინ.: 上帝) → ხუანგ შანგტი (ჩინ.: 皇上帝) → ხუანგტი (ჩინ.: 皇帝) → (ხუანგტი ჩინ.: 黄帝), რომლითაც ის ამტკიცებს, რომ ხუანგ (ჩინ.: ქართ. ყვითელი) იყო ან ჩინური სიმბოლოს ხუანგ-ის (ჩინ.: ) ერთ-ერთი ვარიანტი ან ტაბუს თავიდან ასაცილებლად გამოიყენებოდა. იანგის ჰიპოთეზას მრავალი კრიტიკოსი გამოუჩნდა.[21]

ისტორიკოსი მარ ედუარდ ლევისი ეთანხმება მოსაზრებას, იმის შესახებ რომ იეროგლიფები huang 黄 და huang 皇 ხშირად ერთმანეთს ცვლიდნენ. იანგისგან განსხვავებით ამტკიცებს, რომ პირველად იეროგლიფი ყვითელის მნიშვნელობით გამოჩნდა. იეროგლიფის ძირფესვიანი შესწავლის შემდეგ, ნოველურ ეტიმოლოგიაზე დაყრდნობით ხუანგ-ს ფონეტიკურად ადარებს იეროგლიფს ვანგ (ჩინ.: (დამწვარი შამანი, გამოიყენებოდა შანგის დინასტიის დროს წვიმის მოსაყვან რიტუალებში). ვარაუდობს, რომ ხუანგ სახელ ხუანგტი-ში უნდა აღნიშნავდეს წვიმის მომტან შამანს ან წვიმის წარმოქმნის რიტუალს. იშველიებს გვიანი მეომარი სახელმწიფოებისა და ადრეული ხანის დინასტიის პერიოდის ხუანგტის მითის ვერსიებს, ის აგრეთვე ამტკიცებს, რომ ყვითელი იმპერატორის ფიგურა წვიმის წარმოქმნის უძველეს რიტუალებში წარმოიქმნა, რომელშიც ხუანგტი წარმოადგენდა წვიმისა და ღრუბლების ძალას და ჰყავდა მეტოქე, ჩი იუ (ან იმპერატორი იანი) რომელსაც ცეცხლისა და გვალვის ძალა ჰქონდა. [22]

იანგ ქუანის ჰიპოთეზის კრიტიკოსებს შორისაა სარა ალანი. მისი აზრით ნაკლებად სავარაუდოა ისეთი პოპულარული მითი, როგორიც არის ყვითელი იმპერატორი, ტაბუირებული პერსონაჟისგან მომდინარეობდეს. ალანი ამტკიცებს, რომ ხუანგ ტი თავდაპირველად იყო უსახელო ქვესკნელის ან ყვითელი წყაროების მბრძანებელი (ჩინური მეტაფორა, აღნიშნავს საიქიოს, იმიერი სამყაროს; ქვესკნელის სამეფოს ან მიცვალებულთა სასუფეველს), შანგის დინასტიის ცის ღვთაების შანგ ტის ანალოგი. შანგის დინასტიის მმართველთა აზრით, მითიურმა წინაპრებმა, რომლებიც გაიგივებულნი იყვნენ ათ მზესთან, ფრინველებთან, აღმოსავლეთთან, სიცოცხლესთან და უფალთან (ე.ი. შანგ ტი) დაამარცხეს ადრინდელი ხალხი, დაკავშირებულნი ქვესკნელთან, დრაკონებთან და დასავლეთთან.

  1. Storm, Rachel (2011). Myths & Legends of India, Egypt, China & Japan, 2nd, Wigston, Leicestershire: Lorenz Books, გვ. 176. 
  2. A History of Leadership (en). Routledge. 
  3. Tong Sing: The Book of Wisdom: Based on the Ancient Chinese Almanac. Barnes & Noble Books. 
  4. Huangdi en. Encyclopedia Britannica. ციტირების თარიღი: 2023-05-22
  5. World Religions: Eastern Traditions. Oxford University Press. 
  6. Readings in Classical Chinese Philosophy. Hackett Publishing Company. 
  7. World Religions: Eastern Traditions. Oxford University Press. 
  8. Allan 1984, p. 245: "Only after the 'First Emperor' of Qin styled himself Shi Huangdi, did huangdi come to refer to an earthly ruler rather than the August Lord"
  9. 9.0 9.1 Major 1993, p. 18: "Thearch captures well the character of ancient Chinese thought wherein divinities might be (simultaneously and without internal contradiction) high gods, mythical/divine rulers, or deified royal ancestors: beings of enormous import, straddling the numinous and the mundane."
  10. Walters 2006, p. 39.
  11. (2010) The Huainanzi: A Guide to the Theory and Practice of Government in Early Han China. Columbia University Press. ISBN 978-0231142045.  p. 117, note 11.
  12. Shanhaijing Ch. 7 quote: "軒轅之國 [...] 人面蛇身,尾交首上。"
  13. Richard E. Strassberg (translator). (2018) A Chinese Bestiary: Strange Creatures from the Guideways through Mountains and Seas, 1st edition. p. 173
  14. Ho Peng Yoke. Li, Qi and Shu: An Introduction to Science and Civilization in China. Courier Corporation, 2000. ISBN 0486414450. p. 135
  15. Wu 1982, p. 49–50, and chapter endnotes.
  16. Lewis 2007, p. 565; Sterckx 2002, p. 95.
  17. Puett 2001, p. 93 (description of Gu's general purpose); Lewis 2007, p. 545 (rest of the information).
  18. Allan 1991, p. 64.
  19. Allan 1991, p. 65.
  20. (2002) რედ. Willard Gurdon Oxtoby: World Religions: Eastern Traditions, 2nd, Don Mills, Ontario: Oxford University Press, გვ. 325. ISBN 0-19-541521-3. OCLC 46661540. 
  21. Falkenhausen 2006, p. 165 ("Warring States texts document a variety of attempts to coordinate all or most of the clans of the Zhou culture sphere under a common genealogy descended from the mythical Yellow Emperor (Huangdi), who may have been invented for that very purpose").
  22. Allan 1991, pp. 64, 73, 175: "In the Xia annals of the Shiji, the Xia ancestry is traced from Yu back to Huang Di, the Yellow Lord"; "the lord of the underworld and Yellow Springs and thus closely associated with the Xia"; "By the Han, their [the Xia] ancestor, the Yellow Emperor, originally the lord of the underworld, had been transformed into an historical figure who, with his descendant Zhuan Xu, ruled before Yao".