ფუსი (ჩინ.: 伏羲), ასევე მოხსენიებული, როგორც ფუ-ჰსი — კულტურული გმირი ჩინურ ლეგენდებსა და მითოლოგიაში, იგი გვევლინება კაცობრიობის შექმნელად (მის დასთან - ნიუვასთან ერთად), ასევე მან გამოიგონა ნადირობა, თევზაობა, კულინარია და ჩინური ცანგძიეს იეროგლიფური დამწერლობის სისტემა. ის ცნობილია, როგორც პაოსი, ასევე პაო-ში. ფუსის თვლიან პირველ იმ სამ მონარქს შორის, რომლებიც ჩინეთის დინასტიური პერიოდის დასაწყისში მოღვაწეობდნენ.

უძველესი ფუსისა (მარჯვნივ) და ნიუვას ნახატი, აღმოჩენელი სინ ძიანგში.

წარმომავლობა

რედაქტირება

ფანკუ არის პირველი მგრძნობიარე არსება და შემოქმედი. თავდაპირველად სამყაროში სუფევდა უფორმო ქაოსი. ამ ქაოსში 18 000 წლის მანძილზე კვერცხში ეძინა ფანკუს. როდესაც ინი და იანი სამყაროში დაბალანსდა, ფანკუმ გამოიღვიძა. დააცილა ერთმანეთს ინი და იანი. ინი გადაიქცა დედამიწად, ხოლო იანი ცად. ფანკუ მათ შროის მოექცა და აკავებდა ცას. 18 000 წლის შემდეგ ფანკუ წამოწვა დასასვენებლად, ანუ გარდაიცვალა. მისი ამონასუნთქი გადაიქცა ნიავად, ხმა ჭექა-ქუხილად გაისმა, მარცხენა თვალი მზედ, მარჯვენა მთვარედ, თმა და წვერ-ულვაში - ცაზე გაბნეულ ვარსკვლავებად იქცა. მისი ხმა გახდა სამყაროს ოთხი პოლუსი, ტანი - გზებად და ბილიკებად, კუნთები - სახნავ მიწებად, ნაყოფიერ ნიადაგად, ხოლო კბილები, ძვლები და ძვლის ტვინი- თეთრ იასპად, მწვანე ნეფრიტად და სხვა ძვირფას თვლებად იქცა. ბალანი, რომელიც ტანს უფარავდა უღრან ტყეებად და გაუვალ ბარდებად იქცა, მისი ოფლი კი კეთილშობილ წვიმად გარდაიქმნა, ის პატარა არსებები კი, რომლებიც ტანზე დაცოცავდნენ, ადამიანებად გადაიქცნენ. ფანკუ გვევლინება სამყაროს შემქმნელად. მათ შორის ასევე ძლევამოსილია ხუა ხსუ. ხუა ხსუს შეეძინა ტყუპები ძმა და და, ფუსი და ნიუვა. ფუსი და ნიუვა ნახევრად გველ ნახევრად ადამიან არსებებად წარმოედგინათ.

ფუსი ასევე ცნობილია, როგორც „ორიგინალი ადამიანი“ (ტექნიკურად, რომ ვთქვათ ის არ იყო ადამიანი) და ის ამბობდა, რომ დაიბადა ყვითელი მდინარის ქვედა-შუა დინებაზე, ადგილზე სახელად ჩენგძი (შესაძლოა თანამეედროვე ლანთიანის, შაანსის პროვინციის ან თიანშუის და განსუს პროვინციაში).

სინამდვილეში, ბევრ ჩინელს სჯერა, რომ ხუა ხსუ იყო ლიდერი მატრიარქატის დროს, უფრო ადრეულ პერიოდში ფუსი და ნიუვა იყვნენ მატრიარქატის საზოგადოებისს ლიდერები, როდესაც ჩინელებმა დაიწყეს საქორწნიო რიტუალები.

შექმნის ლეგენდა

რედაქტირება

მთებისა და ზღვების წიგნის მიხედვით ფუსი და ნიუვა იყვნენ ორიგინალი ადამიანები, რომლებიც ცხოვრობდნენ მითოლოგიურ მთაზე კუნლუნზე (დღევანდელი ხუაშანი). ერთ მშვენიერ დღეს ორი გაყოფილი ცეცხლი გაერთიანდა. ცეცხლის ქვეშ ნიუვამ და ფუსიმ გადაწყვიტეს გამხდარიყვნენ ცოლ-ქმარი. ფუსიმ და ნიუვამ გამოიყენეს თიხა, რომ შეექმნათ შთამომავლობა და ღვთაებრივი ძალით თიხისგან შექმნილი ფიგურები გაცოცხლდნენ. ეს თიხის ფიგურები იყვნენ პირველყოფილი ადამიანები. ფუსი და ნიუვა იყვნენ სამიდან ორი იმპერატორები პატრიარქატის საზოგადოების დასაწყისში ჩინეთში, რომელიც ეფუძნება მითს ფუსის მიერ თავის ტომში საქორწინო რიტუალის დამყარების. ადამიანების შექმნა იყო სიმბოლური ამბავი დიდი ოჯახური სტრუქტურის, რომელიც შეიცავს მამის გამოხატულებას.

სოციალური მნიშვნელობა

რედაქტირება

ფუსის ტაძრის ერთ-ერთი სვეტი განსუს პროვინციაში შემდეგი კუპლეტის მიხედვით ფუსის მნიშვნელობას აღწერს: „იმ სამი წინაპრების ხუასია ცივილიზაციისა, ფუსი ხუაიანგში იკავებს პირველ ადგილს“. მისი წინამორბედის ნიუვას დროს (რომელიც რამდენიმე რესურსებზე დაყრდნობით მისი ცოლიც იყო და დაც) მატრიარქატი იყო.

 
„დასაწყისში ჯერ კიდე არ იყო ზნეობრივი ან სოციალური წესრიგი. კაცები მხოლოდ თავიანთ დედებს იცნობდნენ, მამებს კი არა. როდესაც მშივრები იყვნენ, ეძებდნენ საკვებს. როდესაც დაკმაყოფილდებოდნეენ, ნარჩენებს უბრალოდ ისვრიდნენ. ისინი შთანთქავდნენ საჭმელს, მალავდნენ თმას, სვამდენენ სისხლს და მოსავდნენ თავიანთ თავებს ტყავში და ბეწვში. მაშინ გამოჩნდა ფუსი, აიხედა მაღლა განჭვრიტა სურათები ზეცაში, დაიხედა დაბლა და განჭვრიტა მოვლენები დედამიწაზე. მან გააერთიანა კაცი და ცოლი და ჩაუდო კაცობრიობას კანონები. მან შექმნა რვა ტრიგრამი, რათა მოეპოვებინა ძალაუფლება მსოფლიოში.“

—ბან გუ, ბაიხუ თონგი

ფუსიმ ასწავლა თავის სუბიექტებს კულინარია, ბადეებით თევზაობა და ნადირობა ძვლის, ხისა და ბამბუკის იარაღებით. მან დააფუძნა ქორწინება და შესთავაზა ღია ცის ქვეშ პირველი მსხვერპლი ზეცას.

ტრადიციულად ფუსი ითვლება აი ჩინგის (აგრეთვე ცნობილი როგორც ი ძინგი ან ჭოუ ი) შემქმნელად, რომელსაც ჰე რუკის (ან ყვითელი მდინარისს რუკა) წასაკითხად იყენებდა. ფუსი ასევე ითვლება მუსიკალური ინსტრუმენტის გუ ცინის შემქმნელად, მიუხედავად იმისა, რომ მის შემქმნელად ასევე იწოდებიან შენნონგი და ყვითელი იმპერატორი.

პატარა ამოკვეთილ ფიგურებში ფუსი ჩანს, როგორც ენოჩი, ბიბლიური პატრიარქი. მირზა ტაჰირ აჰმადის მიხედვით, მეოთხე ხალიფა მუსლიმური ერთობის, ყველა ჩინური რელიგია დაფუძნებულია ფუსის სწავლებებზე.

 
ფუსი, ავტორი მა ლინი, სონგის დინასტია
 
ფუსი, რომელიც უყურებს ტრიგრამს, ავტორი გუო სუ, მინგის დინასტია

გარდაცვალება

რედაქტირება

თვლიან, რომ ფუსი ცხოვრობდა 197 წელი და გარდაიცვალა ადგილზე, რომელსაც უწოდებენ ჩენს (თანამედროვე ხუაიანგი, ჰენანი), სადაც დგას ფუსის ძეგლი. დღესდღეობით ტურისტებს შეუძლიაათ ეწვიონ ამ ადგილს.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ფუსი&oldid=4537252“-დან