ცა
ცა — ატმოსფეროს ან გარე კოსმოსის ნაწილი, დანახული ნებისმიერი ციური სხეულის ზედაპირიდან. მისი ზუსტი განსაზღვრა რამდენიმე მიზეზის გამო შეუძლებელია. ცა ზოგჯერ განმარტებულია, როგორც პლანეტის ატმოსფეროს ხშირი, აიროვანი ზონა.
ღამით, თუ ცა მოწმენდილია, ცის გუმბათის შიგა ზედაპირი ანუ ცამრგვალი ურიცხვი ვარსკვლავით მიმოფანტულ შავ ზედაპირად ჩანს.
დღისით მოწმენდილი ცა მტრედისფერია, რაც იმით არის გამოწვეული, რომ დედამიწის გარემომცველი ატმოსფეროს გაზის ანუ ჰაერის მოლეკულები არეკლავენ და განაბნევენ მზის სხივებს, უმეტესად ლურჯს, და ამნაირად მოლურჯოდ, მტრედისფრად „ღებავენ“ ცას. კოსმონავტს, რომელიც ატმოსფეროს გარეთ ან ატმოსფეროს შედარებით მკვრივი ფენების ზემოთაა მოქცეული, სადაც ნაკლები სიმკვრივის გამო სხივების გაბნევაც ნაკლებია, ცა დღისითაც შებნელებულად წარმოუდგება. ამიტომაც შეუძლია ცაზე მზის კაშკაშა დისკოსა და ვარსკვლავებს ერთდროულად ხედავდეს.
ღამით მოწმენდილ ცაზე შეუიარაღებელი თვალით ათასობით ვარსკვლავის დანახვა შეიძლება. მათი ხილული განაწილება მოკლებულია ყოველგვარ სიმეტრიასა და წესრიგს; მაგრამ უკვე უძველესი დროიდან ცის სხვადასხვა მონაკვეთზე ერთ ოჯახად დაჯგუფებული ვარსკვლავებისათვის ცხოველებისა და მითოლოგიური პერსონაჟების სახელები დაარქვეს. ვარსკვლავთა ასეთ ცალკეულ ჯგუფებს თანავარსკვლავედები ეწოდებათ.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ე. ხარაძე, „ასტრონომია“ (მე-11 კლასის სახელმძღვანელო), თბ., 1989