ნიუვა (ჩინ.: 女媧), აგრეთვე ცნობილი როგორც ნიუგუა — ქალღმერთი ძველ ჩინურ მითოლოგიაში. ყველაზე ცნობილი, როგორც კაცობრიობისა და სამოთხის სვეტის შემქმნელი.

ნიუვას მიერ სამოთხის სვეტის შექმნა

ხუაინანძი მოგვითხრობს ნიუვაზე, როდესაც სამოთხე და დედამიწა დანგრეული იყო:

„უფრო ძველად, ოთხი სვეტი ჩამტვრეული იყო, ცხრა პროვინცია კონკებით იყო მოსილი. სამოთხე მთლიანად არ ფარავდა (დედამიწას), დედამიწა არ ჩანდა (სამოთხიდან) თავისი მთლიანი გზით (მისი გარშემოწერილობა). ხანძარი უკონტროლო იყო და მისი ჩაქრობა შეუძლებელი იყო. წყალმა დატბორა დიდი სივრცეები და არა და არ შრებოდა. სასტიკი ცხოველები ჭამდნენ უდანაშაულო ხალხს. მტაცებელი ფრინველები იტაცებდნენ მოხუცებსა და სუსტებს. ამის გამო ნიუვამ შეალღო ერთმანეთთან ხუთი ფერის ქვა, რათა მოეწესრიგებინა ლაჟვარდოვანი ცა, დიდებულ კუს ფეხები მოაჭრა, რომ შეექმნა ოთხი სვეტი, მოკლა შავი დრაკონი, რათა გაენთავისუფლებინა ძის პროვინცია, დააგროვა ლერწამი და ნაცარი, რომ შეეჩერებინა გაზრდილი წყალი. ზურმუხტისფერი ცა შეიქმნა, ოთხი სვეტი აღიმართა, გაზრდილი წყალი დაშრა, ძის პროვინცია დამშვიდდა, ცბიერი მავნებლები დაიღუპნენ, უდანაშაულო ადამიანებმა (გადარჩნენ) ცხოვრება განაგრძეს.“

 
ფუსი და ნიუვა

კატასტროფები სავარაუდოდ გამოწვეული იყო ორი ღვთაების გონგგონგისა და ჭუანსუს ბრძოლის გამო (მოვლენა, რომელიც აჭწერა ხუაიანძაიმ), ხუთი ფერადი ქვა არის სიმბოლო ხუთი ფაზის (ხე, ცეცხლი, დედამიწა, მეტალი და წყალი), შავი დრაკონი იყო არსი წყლისა და წყალდიდობის, ძის პროვინცია წარმოადგენს ცენტრალურ რეგიონს. ამის შემდეგ ხუაინანძი მოგვითხრობს, თუ როგორ დაამყარეს ბრძენმა მმართველებმა ფუსიმ და ნიუვამ მმართველობა სამეფოში, გზისა (道) და ძალის (德) მიყოლით.

შანხაიძინგის მიხედვით მებრძოლი სამეფოების პერიოდსა და ხანის დინასტიას შორის, ნიუვას ნაწლავები დაფანტული იყო ათ სულად.

ლიეძიეში, თავი 5 „თანგის კითხვები“ ( 卷第五 湯問篇), ავტორი ლიე იუკოუ აღწერს ნიუვას მიერ შექმნილ სამოთხეს ხუთი ქვის გამოყენებით, ასევე იმას თუ როგორ ჭრის დიდებულ კუს ფეხებს, ცის გასასწორებლად.

 
ნიუვა გამოსახული ხანის დინასტიის დროინდელ აბრეშუმის ალამზე

ჩუს სტროფებში, თავი 3 „კითხვა სამოთხეს“ (问天), ავტორი ციუ იუანი წერს, რომ ნიუვამ გამოძერწა ფიგურები ყვითელი დედამიწისგან, მისცა მათ ცხოვრება და უნარი გაეჩინათ ბავშვები. დემონებთან ბრძოლისა და სამოთხის სვეტების დანგრევის შემდეგ, ნიუვა უწყვეტად მუშაობდა დანგრეულის აღსადგენად, ამიტომ ცდილობდა დაედნო ხუთი ფერის ქვა, რომ შეეკეთებინა ზეცა.

შუოვენ ძიეძ-ში, ჩინეთის ადრეულ ლექსიკონში, ავტორი სუ შენი ნიუვას აღწერს, როგორც ფუსის დასაც და მეუღლესაც. ის აღწერს, რომ ნიუვას და ფუსის ჰქონდათ გველის კუდები. დუი ჭ-ში (獨異志), თავი 3, ავტორი ლი რონგი მოგვითხრობს:

„დიდი ხნის წინ, ახლად შექმნილ სამყაროში ცხოვრობდა ორი ადამიანი, ნიუ კუა და მისი უფროსი ძმა. ისინი ცხოვრობდნენ მთა კ'უნ-იუნზე. იქ ჯერ არ არსებობდა ჩვეულებრივი სხვა ადამიანი. ისინი საუბრობდნენ იმაზე, რომ გამხდარიყვნენ ცოლ-ქმარი, მაგრამ მათ შერცხვათ. ერთხელაც ძმა დასთან ერთად ავიდა კ'უნ-იუნის მწვერვალზე და დაიწყო ლოცვა: „ოჰ სამოთხე, თუ შენ ინებებ და გამოგვიგზავნი კაცს და ცოლს, მაშინ შეკარი ნისლი ერთად, თუ არა, მაშინ გაფანტე ის“. ამ სიტყვების დასრულების შემდეგ ნისლი მაშინვე შეიკრა. როდესაც და გახდა ინტიმური ძმის მიმართ, მათ დაწნეს ბალახი მარაოს გასაკეთებლად, რათა დაეფარათ სახეები. დღესაც კი, როდესაც კაცს ხელში აყავს ცოლი, მათ უკავიათ მარაო, რომელიც არის დიდი ხნის წინ მომხდარი ამბის სიმბოლო.“ იუჩუან ძიში (玉川子集) თავი 3 ("與馬異結交詩" 也稱 "女媧本是伏羲婦") ავტორი ლი თონგი ნიუვას აღწერს, როგორც ფუსის მეუღლეს.

კრებულში სონგის ოთხი დიდებული წიგნი, ლი ფენგისა და სხვების მიერ შედგენილი, 78 ტომი საიმპერატორო საკითხავი წიგებისა ტაიპინგის ერაში არის თავი, სადაც დაწერილია, რომ, როდესაც ცა და დედამიწა გაიყო იქ არ არსებობდა არცერთი კაცი. ამრიგად ნიუვამ გამოიყენა ყვითელი თიხა ადამიანების შესაქმნელად. მაგრამ თიხა არ იყო საკმარისად მყარი, ამიტომ მან თიხას შეურია თოკები, რომ სხეული აეწყო. იქ ასევე წერია, რომ ნიუვა ლოცულობდა და ღმერთს შესთხოვდა ნება მიეცა მისთვის ოჯახური საქმეების ქალღმერთი ყოფილიყო.

ფენგშენ იანიში გამოჩენა

რედაქტირება
 
ნიუვას რელიეფი პინგ სიენ სი ტაძარზე პერაკში, მალაიზია

ნიუვა ცნობილია მინგის დინასტიის დროინდელ განთქმულ რომანში ფენგშენ ბანგი. როგორც გამორჩეული გმირი ამ რომანში, ნიუვა არის ღრმად პატივსაცემი სიას დინასტიის იმპერატორ ძადეს ქალიშვილი. ნიუვა ასევე ხშირად მოიხსენიება, როგორც „გველი ქალღმერთი“. შანგ-ინის დინასტიის შექმნის შემდეგ, ნიუვამ შექმნა ხუთი ფერის ქვა, რათა დაეცვა დინასტია სეზონური წვიმებისაგან და სხვა საშიშროებებისგან. ამრიგად შანგ რონგმა სთხოვა მეფე ჭოუს, რომ მისი ვიზიტი მიეღო ღრმა პატივისცემად. მას შემდეგ, რაც ჭოუ ულამაზესი ქალღმერთის ნიუვას ყოველ დანახვაზე ვნებით ივსებოდა, მან დაწერა პატარა ლექსი. როდესაც ნიუვა დაბრუნდა თავის ტაძარში ყვითელი იმპერატორის მონახულების შემდეგ, ნიუვამ დაინახა ჭოუს სიტყვების სიბინძურე. აღშფოთებულმა ფიცი დადო, რომ შანგ-ინის დინასტია ამ სიბინძურისთვის პასუხს აგებდა. ნიუვა პირადად ავიდა სასახლეში, რათა მოეკლა მეფე, მაგრამ უეცრად თავში ორი დიდი წითელი სხივი მოხვდა.

მას შემდეგ, რაც ნიუვამ გააცნობიერა, რომ მეფე ჭოუ უკვე წინასწარ იყო დანიშნული სამეფოს მმართველად ოცდაექვსი ან უფრო მეტი წლით, ნიუვამ გამოიძახა მისი სამი ხელქვეითი - ათასწლოვანი ვიქსენი (შემდგომში დაიძი), ჯადე პიპა და ცხრათავიანი ხოხობი. ამ სიტყვებით ნიუვამ შეიტანა ქაოსი შანგ-ინის დინასტიაში, „წარმატება, რომელიც ჩენგ თანგმა ექვსასი წლის წინ მოიგო დაბნელდა. მე გესაუბრებით თქვენ, როგორც ახალი სამოთხის მანდატი, რომელიც ადგენს ყველა თქვენგანის ბედს. თქვენ სამი უნდა შეხვიდეთ მეფე ჭოუს სასახლეში, რათა მოაჯადოვოთ ის. რასაც თქვენ გააკეთებთ, სხვას არ დააზარალებს. თუ შეასრულებთ ჩემს ბრძანებას კარგად, თქვენ ნებას დაგრთავთ ადამიანებად რეინკარნაციის. ამდენად, ამ სიტყვებით ნიუვა აღარასდროს გამოსულა, მაგრამ მაინც რჩება არაპირდაპირ ფაქტორად შანგ-ინის დინასტიის დაცემის.“

ლიტერატურა

რედაქტირება