მარკუს ვალერიუს კორვუსი
მარკუს ვალერიუს კორვუსი (Marcus Valerius Corvus) (ძვ. წ. 370 - ძვ. წ. 270) — რომის ეროვნული გმირი, ოთხგზის კონსული და ორგზის დიქტატორი.
ბიოგრაფია
რედაქტირებამარკუს ვალერიუსი დაიბადა ძველ პატრიციულ ოჯახში. ცნობილია რომ მამამისი მარკუს ვალერიუს პუბლიკოლა არაერთგზის კონსული იყო. მის ბავშვობაზე და ყმაწვილობაზე ცნობები არ მოგვეპოვება.
გალი მეომრის დამარცხება
რედაქტირებაძვ. წ. 349 წელს რომაელებს კვლავ გალები დაესხნენ თავს. გალური ბანაკიდან გამოვიდა ძლიერი გალი მეომარი და თარჯიმანის საშუალებით მოითხოვა რომ მას სებრძოლებოდა რომაელთა რჩეული მეომარი. მარკუს ვალერიუსი მაშინ 21 წლის სამხედრო ტრიბუნი იყო. იგი კონსულ კამილუსის ნებართვით გავიდა გალთან შესარკინებლად. როდესაც მეომრები ერთმანეთს იუახლოვდნენ, მარკუსის მუზარადზე ყვავი დაჯდა. ბრძოლისას კი ყვავი გალს სახეში ეძგერა, რის შედეგადაც მარკუსმა იგი ადვილად დაამარცხა. ამის შემდეგ მას კორვუსი[1] შეარქვეს.
ორთაბრძოლის შემდეგ გაიმართა ნამდვილი ბრძოლაც, რომლის დროსაც კამილუსი რომაელთა გასამხნევებლად მარკუს ვალერიუსს მოიხსენიებდა და არწმუნებდა მათ ამ მაგალითით, რომ ღმერთები მათ მხარეს არიან. რომაელებმა გაიმარჯვეს და კონსულმა ტრიბუნი 10 ხარით და ოქროს გვირგვინით დააჯილდოვა.
პირველი კონსულობა
რედაქტირებაძვ. წ. 348 წლის არჩევნების ჩასატარებლად დიქტატორად დანიშნეს ტიტუს მანლიუსი. კონსულებად კი აირჩიეს 23 წლის კორვუსი და პლებეი მარკუს პოპილიუს ლენატუსი. ამ წელს კართაგენთან მეგობრული ხელშეკრულების აღდგენის გარდა არაფერი მნიშვნელოვანი არ მომხდარა.
მეორე კონსულობა
რედაქტირებამეორედ კორვუსი კონსულად ძვ. წ. 346 წელს აირჩიეს გაიუს პეტელიუსთან ერთად. ამ დროს ლათინები ვოლსკებს ამბოხებისთვის აგულიანებდნენ. რომაელებმა გადაწყვიტეს, სანამ მტრები იერიშისთვის მზად არ იყვნენ, მანამდე შეეტიათ. კორვუსი ლეგიონებით გაემართა სატრიკუმისკენ. აქ მოხდა ბრძოლა სადაც ვოლსკები დამარცხდნენ და სატრიკუმს შეაფარეს თავი. რომაელებმა დაიწყეს ქალაქის აღება, ვოლსკები მივხდნენ რომ ვერ შეძლებდნენ დაცვას და ჩააბარეს რომაელებს სატრიკუმი.
კონსული რომში ტრიუმფით დაბრუნდა. ნადავლი ჯარისკაცებს გაუნაწილა, ხოლო დატყვევებული მონები გაყიდა მირებული ფული კი ხაზინას ჩააბარა.
მესამე კონსულობა
რედაქტირებამესამედ კორვუსი კონსულად ძვ. წ. 343 წელს აირჩიეს ავლუს კორნელიუს კოსუსთან ერთად. ამ წელს დაიწყო პირველი სამნიტური ომი. კორვუსი ლეგიონებით კამპანიისკენ გაემართა. სამნიტთა ძირითადი ძალებიც მას შეხვდნენ. ვალერიუსი ჯერ არ ჩაერთო ბრძოლაში, იგი მოწინააღმდეგეს წვრილ შეტაკებებში ცდიდა. შემდეგ კი გაიმართა ბრძოლა, სადაც რომაელებმა მძიმე ბრძოლის შედეგად დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს.
კორვუსი მეომრებთან ძალიან პოპულარული იყო, იგი ჩოულებრივი ჯარისკაცების გასაჭირს იზიარებდა. იგი ყოველთვის უბრალო, თავმდაბალი და პირდაპირი იყო. სამხედრო შეჯიბრებებში მან გამარჯვებაც და დამარცხებაც ღირსეულად იცოდა. იგი არცერთ მეტოქეს არ ეუბნებოდა უარს შეჯიბრზე მეტოქის მდაბიო წარმოშვების გამო. თანამდებობაზე იგი ისეთივე იყო როგორც თანამდებობის მოპოვებისას.
სვესულასთან ბრძოლა მოხდა როდესაც მარკუს ვალერიუსის მიერ დამარცხებულმა სამნიტებმა მოიკრიფეს ძალები და კიდევ ერთხელ სცადეს შეტევა. კონსულმა იხელთა მომენტი როდესაც სამნიტები გარშემო ველებს ძარცვავენ და აიღო მათი ბანაკი, ნადავლი კი ჯარისკაცებს გაუნაწილა. ამ გამარჯვებას ფართო საერთაშო რეზონანსი მოყვა. ლათინებმა, რომლებსაც უკვე მზად ჰქონდათ ლეგიონები რომთან საობრად, გადააფიქრებინა ომის დაწყება, სხვა ერებმაც იჩქარეს რომთან მეგობრული ხელშეკრულებების გაახლება, კართაგენიდანაც მოვიდნენ ელჩები ამ გამარჯვების მოსალოცად.
ომის დასრულების შემდეგ ორივე კონსული ქალაქში ტრიუმფით დაბრუნდა, კონსულებზე არანაკლები დიდება ხვდა წილად პუბლიუს დეციუსსაც.
პირველი დიქტატურა
რედაქტირებასამნიტებისგან კამპანიის დასაცავათ იქ გაგზავნილ იყვნენ რომაული სადარაჯო რაზმები. ძვ. წ. 342 წელს, როდესაც კონსულებად გაიუს მარციუს რუტილუსი და კვინტუს სერვილიუსი იყვნენ არჩეულნი, კამპანიაში განლაგებულ ჯარისკაცთა შორის დაიწყო უკმაყოფილება. ჯარისკაცები მიიჩნევდნენ რომ უკეთესი იქნებოდა კამპანიელებისთვის უხვმოსავლიანი მიწების წართმევა და მათი დაუფლება. გაიუს მარციუს რუტილუსს სწორედ ეს ჯარები ხვდა წილად და იგი კამპანიაში გაემართა. იგი უკვე არაერთგზის კონსული, დიქტატორი და ცენზორი იყო, ამიტომ ჩათვალა რომ აჯანყენა რომ დაწყებულიყო, იგი მას ვერ ჩაახშობდა, ამიტომ ხელი უნდა შეეშალა აჯანყებისთვის. უპირველეს ყოვლისა მან დაავრცელა ჭორი, რომ ჯარისკაცები მომავალ წელსაც იგივე ქალაქებში იქნებოდნენ დაბანაკებულნი. ზაფხულში კი გადაწყვიტა ჯარი გაეწმინდა უკმაყოფილოთაგან, ამიტომ მან ბუნტის თავებს რიგრიგობით მისცა ზოგს შვებულება, ზოგი რაღაც საქმეზე გაუშვა, ზოგი კი დაითხოვა ჯარიდან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. ჯერ ჯარისკაცები ვერ ხვდებოდნენ რომ მათი ზრახვები კონსულისთვის ცნობილია, ხოლო შემდეგ შენიშნეს რომ პირველად წასულები უკან აღარ ბრუნდებიან, რომში მათ იქ დარჩენილი კონსული სხვადასხვა მიზეზებით აკავებდა.
მეამბოხეთა ერთ-ერთი კაგორტა შეეფარა ტყეს რათა კამპანიიდან რომში გაგზავნილი მეამბოხეები შეეკავებინათ. რაზმი მალე გაიზარდა და მათ მხოლოდ მეთაური აკლდათ. მეთაურად მათ სოფელში მცხოვრები პატრიციუსი ტიტუს კვინკტილიუსი აირჩიეს, გაგზავნეს მასთან რაზმი და ძალით მოიყვანეს იგი ბანაკში.
სწორედ ამ ვითარების მოსაგვარებლად დანიშნეს კორვუსი დიქტატორად. მისი მხედართა მმართველი კი ლუციუს ემილიუს მამერკუსი გახდა. აჯანყებულთა ჯარი უკვე დაძრული იყო რომისკენ, როდესაც მათ დიქტატორის ლეგიონები შეეგებნენ. კვინკციუსი და კარვუსი წინ გამოვიდნენ მოსალაპარაკებლად. კორვუსმა თქვა რომ მას არ სურს საკუთარ მოქალაქეებთან ბრძოლა და მათი სისხლის დაღვრა, ამას ურჩევნია ნებისმიერ ფასად მშვიდობას მიაღწიოს.
კვინკციუსი არა მარტო დაეთანხმა კორვუსის ყველა სიტყვას, არამედ თვითონაც დაიწყო აჯანყებულთა დარწმუნება რომ საქმე მშვიდობით დასრულებულიყო. ამრიგად ჯარისკაცების ეს გახიზვნა ღალატში არ ჩაითვალა, სოციალურად გაჭირვებულებს დახმარებას შეპირდნენ და საქმე მშვიდობით დასრულდა. ამ ყველაფრის შემდეგ იგი გადადგა დიქტატორის პოსტიდან.
მეოთხე კონსულობა
რედაქტირებაძვ. წ. 336 წელს რომის მიდამოებში სიტუაცია კვლავ არასტაბილური იყო. რომს ემუქრებოდნენ ავზონები და სიდიცინიელები. სიტუაციის გართულების ასაცილებლად სენატორებმა ყველაფერი იღონეს რათა ძვ. წ. 335 კონსული მეოთხედ გამხდარიყო იმ დროის უდიდესი მხედართმთავარი მარკუს ვალერიუს კორვუსი. მასთან ერთად კონსულად მარკუს ატილიუს რეგუუსი აირჩიეს. სენატორებმა კონსულებს სთხოვეს ყოველგვარი შემთხვევითობის გამოსარიცხად მოლაპარაკებულიყვნენ რათა წილისყრის გარეშე ომის წარმოება კორვუსს დავალებოდა.
კორვუსმა ჩაიბარა არმია და გაემართა ავზონების მთავარ ქალაქ კალასკენ. რომაელებმა ქალაქს ალყა შემოარტყეს. ამ დროს ქალაქიდან მოახერხა დატყვევებულმა რომაელმა მარკუს ფაბიუსმა გამოქცევა და უთხრა რომაელებს რომ ქალაქში ახლა დღესასწაულია, ამიტომ სჯობს შტურმის ახლავე დაწყება, სანამ ყველა ქეიფობს და სვამს. ქალაქი მართლაც სწრაფად აიღეს რომაელებმა, იქ დატოვეს საყარაულო რაზმი და უზარმაზარი ნადავლით ლეგიონები რომში დაბრუნდნენ.
სენატის დადგენილების თანახმად კორვუსი ქალაქში ტრიუმფით შევიდა. შემდეგ კი სენატმა ორივე კონსულს სიდიცინიელების წინააღმდეგ მოსთხოვა გალაშქრება. მაგრამ ლაშქრობის დაწყებამდე მათი უფლებამოსილების ვადა ამოიწურა და არჩეულ იყვნენ ახალი კონსულები.
ძვ. წ. 332 და ძვ. წ. 321 წლებში კორვუსი დანიშნული იყო ინტერექსად კონსულის ასარჩევად.
მეორე დიქტატურა
რედაქტირებამეორეთ დიქტატორად მარკუს ვალერიუს კორვუსი ძვ. წ. 301 წელს აირჩიეს ეტრუსკებთან განახლებული ომისთვის. რომაელები ქალაქ რუზელუმთან დაბანაკდნენ. ეტრუსკებმა გადაწყვბიტეს რომაელთა ეშმაკობით ძლევა. ამიტომ ბანაკთაბნ მდებარე დანგრეულ სოფელში მიიმალნენ მწყემსებად გადაცმული მეომრები, წინ კი ნახირი მიმოფანტეს. როდესაც რომაელები არ წამოეგნენ ამას, გადაცმული მწყემსები გამოვიდნენ და დაიწყეს რომაელთა დაცინვა. ლეგატმა ჰკითხა ერთ-ერთ თავის მეომარს, ვინც კარგად იცოდა ეტრუსკული ენა, თუ რას წარმოადგენდნენ ეს მწყემსები. მეომარმა თქვა რომ მათი მეტყველება არ ჰგავს სოფლურს და გარეგნობაც არ შეესაბამება მწყემსის გარეგნობას. მაშინ ლეგატმა ბრძანა გადაეცათ მწყემსებისთვის, რომ მათი ეშმაკობა რომაელებისთვის ცნობილია.
ამ ცნობის შემდეგ დიქტატორმა ბრძანა ბრძოლისთვის მომზადება. რომაელებმა ეტრუსკები სასტიკად დაამარცხეს. ეტრუსკებმა რომში ელჩები გაგზავნეს მშვიდობის სათხოვნელად, რაზეც უარი მიიღეს. დაიდო ორწლიანი ზავი.
მეხუთე კონსულობა
რედაქტირებაშემდეგ ძვ. წ. 300 წელს როდესაც კორვუსი გადადგა დიქტატორობიდან, იგი მეხუთედ აირჩიეს კონსულად კვინტუს აპულეიუსთან ერთად. ამ წელს ომები არ ყოფილა.
მეექვსე კონსულობა
რედაქტირებაუკანასკნელად მარკუს ვალერიუს კორვუსი კონსულად ძვ. წ. 299 წელს აირჩიეს დაღუპული ტიტუს მანლიუსის ნაცვლად. იგი ამ დროს უკვე 80 წლის იყო. მოხუცებულ კონსულს ეტრუსკებთან ომი ერგო. მან გადაწვა არაერთი ეტრუსკული სოფელი, მაგრამ ეტრუსკების ღია ბრძოლაში გამოწვევა ვერ შეძლო.
ამ კონსულობის შემდეგ კორვუსმა დატოვა პოლიტიკური არენა. ციცერონისა და პლინიუს უფროსის ცნობებით მან 100 წლამდე იცოცხლა და საკუთარ ვილაზე გარდაიცვალა.
წყაროები
რედაქტირებაშენიშვნები
რედაქტირება- ↑ Corvus ლათინურად ყვავს ნიშნავს.
წინამორბედი: ლუციუს ფურიუს კამილუსი, აპიუს კლავდიუს კრასუს ინრეგილენსისი |
კონსული ძვ. წ. 348 (406) & მარკუს პოპილიუსი ლენასი |
შემდეგი: გაიუს პლაუტიუს ვენოქსი, ტიტუს მანლიუსი |
წინამორბედი: გაიუს პლაუტიუს ვენოქსი, ტიტუს მანლიუსი |
კონსული ძვ. წ. 346 (408) & გაიუს პოეტილიუსი ლიბო ვისოლუსი |
შემდეგი: მარკუს ფაბიუს დორსუო, სერვიუს სულპიციუს კამერინუს რუფუსი |
წინამორბედი: გაიუს მარციუს რუტილუსი, ტიტუს მანლიუსი |
კონსული ძვ. წ. 343 (411) & ავლუს კორნელიუს კოსუსი |
შემდეგი: კვინტუს სერვილიუს აჰალა, გაიუს მარციუს რუტილუსი |
წინამორბედი: ლუციუს პაპირიუს კრასუსი, კესო დუილიუსი |
კონსული ძვ. წ. 335 (419) & მარკუს ატილიუს რეგულუს კალენუსი |
შემდეგი: სპურიუს პოსტუმიუს ალბინუსი, ტიბერიუს ვეტურიუს კალვინუსი |
წინამორბედი: დიქატორი |
კონსული ძვ. წ. 300 (454) & კვინტუს აპულეიუს პანსა |
შემდეგი: მარკუს ფულვიუს პეტინუსი, ტიტუს მანლიუს ტორკატუსი, suff. მარკუს ვალერიუს კორვუსი |
წინამორბედი: მარკუს ვალერიუს კორვუსი , კვინტუს აპულეიუს პანსა |
კონსული ძვ. წ. 299 (455) & მარკუს ფულვიუს პეტინუსი |
შემდეგი: ლუციუს კორნელიუს სციპიონ ბარბატუსი, გნეუს ფულვიუს მაქსიმუს ცენტუმალუსი |