ყვავი
ყვავი — ბეღურასნაირთა რიგის ცხრა[1] ფრინველის კრებითი სახელწოდება. შეფერილობის მიხედვით არჩევენ რუხ ყვავს (Corvus cornix), შავ ყვავს (Corvus corone). მათი არეალების სასაზღვრო ზონებში გვხვდება გარდამავალი შეფერილობის ნაჯვარი ინდივიდები. ყვავის სხეულის სიგრძე 44-56 სმ აღწევს, ბინადრობს ევროპაში, აზიასა (გარდა სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთისა) და ჩრდილო-აღმოსავლეთ აფრიკაში (ნილოსის შესართავი). საქართველოში ბინადრობს და ფართოდაცაა გავრცელებული რუხი ყვავი, შავი ყვავი კი შემჩნეულია მხოლოდ შემოფრენისას. ზამთარში ჩრდილოეთით მცხოვრები პოპულაციები უფრო სამხრეთით ნობადობენ. ყვავი პოლიფაგია (ყოვლისმჭამელი).
ყვავი | |
---|---|
აღწერა | |
ყორნის გვარის ფრინველთა კრებითი სახელი | |
მშობლიური ტაქსონი | |
ყორანი | |
სახეობები | |
დღეისათვის გამოყოფენ 9 სახეობის ყვავს:[1]
- შავი ყვავი (Corvus corone)
- რუხი ყვავი (Corvus cornix)
- ავსტრალიური ყვავი (Corvus coronoides)
- ბრინჯაოსფერი ყვავი (Corvus crassirostris)
- თეთრყელა ყვავი (Corvus cryptoleucus)
- მსხვილნისკარტა ყვავი (Corvus macrorhynchos)
- სამხრეთავსტრალიური ყვავი (Corvus mellori)
- ჯაგარა ყვავი (Corvus rhipidurus)
- ბანგაური ყვავი (Corvus unicolor)
ლიტერატურა
რედაქტირება- ჟორდანია რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 634.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 John M. Marzluff (2005). In the Company of Crows and Ravens. Yale University Press, გვ. 72–79. ISBN 0-300-10076-0.