გაიუს მარციუს რუტილუსი

გაიუს მარციუს რუტილუსი (ლათ. Gaius Marcius Rutilus) — რომის რესპუბლიკის ცენზორი ძვ. წ. 351 წელს, პირველი პლებეი დიქტატორი ძვ. წ. 356 წელს და ოთხგზის კონსული ძვ. წ. 357, ძვ. წ. 352, ძვ. წ. 344 და ძვ. წ. 342 წლებში.

გაიუს მარციუს რუტილუსი
Gaius Marcius Rutilus
რომის რესპუბლიკის კონსული
თანამდებობაზე ყოფნის დრო
ძვ. წ. 357 – ძვ. წ. 357
თანაკონსული: გნეუს მანლიუს კაპიტოლინუს იმპერიოსუსი
წინამორბედიამბუსტუსი და პროკულუსი
მემკვიდრეამბუსტუსი და ლენასი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
ძვ. წ. 352 – ძვ. წ. 352
თანაკონსული: პუბლიუს ვალერიუს პუბლიკოლა
წინამორბედიპეტიკუსი და პუბლიკოლა
მემკვიდრეპეტიკუსი და კრისპინუსი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
ძვ. წ. 344 – ძვ. წ. 344
თანაკონსული: ტიტუს მანლიუს იმპერიოსუს ტორკვატუსი
წინამორბედიდორსუო და რუფუსი
მემკვიდრეკორვუსი და არვინა
თანამდებობაზე ყოფნის დრო
ძვ. წ. 342 – ძვ. წ. 342
თანაკონსული: კვინტუს სერვილიუს აჰალა
წინამორბედიკორვუსი და არვინა
მემკვიდრევენო და პრივერნასი

მოქალაქეობარომის რესპუბლიკა
შვილებიგაიუს მარციუს რუტილუს ცენზორინუსი

ბიოგრაფია

რედაქტირება

პირველად კონსულად იგი ძვ. წ. 357 წელს აირჩიეს. მან პრივერნატების წინააღმდეგ დაიწყო ომი და წარმატებით დაასრულა, რისთვისაც ტრიუმფი გადაიხადა. თანამდბობაზე ყოფნისას მისი თანაკონსული იყო გნეუს მანლიუს კაპიტოლინუს იმპერიოსუსი.

პლებეი დიქტატორი

რედაქტირება

ძვ. წ. 356 წელს ეტრუსკებთან ომისას იგი გახდა პირველი პლებეი დიქტატორი. მხედრების მეთაურად მან ასევე პლებეი გაიუს პლავტიუსი დანიშნა. დიქტატურის საყოველთაოდ ხელმისაწვდომოობამ შეაშფოთა სენატორები და ისინი ყოველგვარად ცდილობდნენ დიქტატორის ბრძანებების შესრულებისთვის ხელი შეეშალათ, ხალხი კი პირიქით, უფრო დიდი მონდომებით ასრულებდა დიქტატორის განკარგულებებს.

დიქტატორმა მოსპო რომის შემოგარენში მოთარეშე ბანდიტები და უეცარი თავდასხმით აიღო მტრის ბანაკი, რის შედეგადაც სენატის თანხმობის გარეშე, ხალხის მოთხოვნით მან ტრიუმფი გადაიხადა.

ცენზორი და კონსული მეორე ვადით

რედაქტირება

მეორედ კონსულად გაიუს მარციუსი ძვ. წ. 352 წელს აირჩიეს პუბლიუს ვალერიუს პუბლიკოლასთან ერთად. მათ განიძრახეს რომში არსებული ერთ-ერთი ყველაზე ძველი და გადაუჭრელი პრობლემის მოგვარება. ეს პრობლემა მოსახლეობის დავალიანებასი მდგომარეობდა. ვალების საკითხის შესასწავლად მათ შეადგინეს კომისია, რომლებიც ფორუმზე მაგიდებთან ისხდნენ და სწავლობდნენ თითოეული მოქალაქის დავალიანების ამბავს და მის ქონებრივ შესაძლებლობებს. ვისაც შეეძლო ვალების დაფარვა, დაფარეს, ვისაც არა, მათ სახელმწიფო დაეხმარა. ამ კომისიასი პუბლიუს დეციუს მუსიც შედიოდა. კონსულთა ამ წამოწყებას დიდი წარმატება ჰქონდა.

შემდეგ ძვ. წ. 351 წელს ცენზორთა არჩევნებისთვის გაიუს მარციუსმა ღიად გამოთქვა ცენზორობის სურვილი. ამ წელს ორივე კონსული პატრიციუსი იყო და ისინი ყველანაერად უშლიდნენ ხელს რუტილუსის არჩევას, მაგრამ სახალხო ტრიბუნების და ხალხის დახმარებით მან შეძლო ამ პოსტის დაკავებაც გნეუს მანლიუსთან ერთად.

კონსული მესამე და მეოთხე ვადით

რედაქტირება

მესამედ კონსულად გაიუს მარციუსი ძვ. წ. 344 წელს აირჩიეს ტიტუს მანლიუსთან ერთად. ამ წელს მხოლოდ ის მოხდა რომ რომში ქვიანი წვიმა წამოვიდა, გადაწყდა საყოველთაო ლოცვების ჩატარება, რისთვისაც დიქტარორი აირჩიეს.

მეოთხედ კონსულად არჩევისას ძვ. წ. 342 წელს მიმდინარეობდა პირველი სამნიტური ომი. სამნიტებისგან კამპანიის დასაცავათ იქ გაგზავნილ იყვნენ რომაული სადარაჯო რაზმები. ძვ. წ. 342 წელს, კამპანიაში განლაგებულ ჯარისკაცთა შორის დაიწყო უკმაყოფილება. ჯარისკაცები მიიჩნევდნენ რომ უკეთესი იქნებოდა კამპანიელებისთვის უხვმოსავლიანი მიწების წართმევა და მათი დაუფლება. გაიუს მარციუს რუტილუსს სწორედ ეს ჯარები ხვდა წილად და იგი კამპანიაში გაემართა. იგი უკვე არაერთგზის კონსული, დიქტატორი და ცენზორი იყო, ამიტომ ჩათვალა რომ აჯანყენა რომ დაწყებულიყო, იგი მას ვერ ჩაახშობდა, ამიტომ ხელი უნდა შეეშალა აჯანყებისთვის. უპირველეს ყოვლისა მან გაავრცელა ჭორი, რომ ჯარისკაცები მომავალ წელსაც იგივე ქალაქებში იქნებოდნენ დაბანაკებულნი. ზაფხულში კი გადაწყვიტა ჯარი გაეწმინდა უკმაყოფილოთაგან, ამიტომ მან ბუნტის თავებს რიგრიგობით მისცა ზოგს შვებულება, ზოგი რაღაც საქმეზე გაუშვა, ზოგი კი დაითხოვა ჯარიდან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. ჯერ ჯარისკაცები ვერ ხვდებოდნენ რომ მათი ზრახვები კონსულისთვის ცნობილია, ხოლო შემდეგ შენიშნეს რომ პირველად წასულები უკან აღარ ბრუნდებიან, რომში მათ იქ დარჩენილი კონსული სხვადასხვა მიზეზებით აკავებდა.

მეამბოხეთა ერთ-ერთი კაგორტა შეეფარა ტყეს რათა კამპანიიდან რომში გაგზავნილი მეამბოხეები შეეკავებინათ. რაზმი მალე გაიზარდა და მათ მხოლოდ მეთაური აკლდათ. მეთაურად მათ სოფელში მცხოვრები პატრიციუსი ტიტუს კვინკტილიუსი აირჩიეს, გაგზავნეს მასთან რაზმი და ძალით მოიყვანეს იგი ბანაკში.

სწორედ ამ ვითარების მოსაგვარებლად დანიშნეს ბრწყინვალე მხედართმთავარი მარკუს ვალერიუს კორვუსი დიქტატორად. მისი მხედართა მმართველი კი ლუციუს ემილიუს მამერკუსი გახდა. აჯანყებულთა ჯარი უკვე დაძრული იყო რომისკენ, როდესაც მათ დიქტატორის ლეგიონები შეეგებნენ. კვინკციუსი და კარვუსი წინ გამოვიდნენ მოსალაპარაკებლად. კორვუსმა თქვა რომ მას არ სურს საკუთარ მოქალაქეებთან ბრძოლა და მათი სისხლის დაღვრა, ამას ურჩევნია ნებისმიერ ფასად მშვიდობას მიაღწიოს.

კვინკციუსი არა მარტო დაეთანხმა კორვუსის ყველა სიტყვას, არამედ თვითონაც დაიწყო აჯანყებულთა დარწმუნება რომ საქმე მშვიდობით დასრულებულიყო. ამრიგად ჯარისკაცების ეს გახიზვნა ღალატში არ ჩაითვალა, სოციალურად გაჭირვებულებს დახმარებას შეპირდნენ და საქმე მშვიდობით დასრულდა. ამ ყველაფრის შემდეგ იგი გადადგა დიქტატორის პოსტიდან. ამ მოვლენების შემდეგ გაიუს მარციუსზე არაფერი აღარ არის ცნობილი.

ოჯახი და შვილები

რედაქტირება

გაიუსის ვაჟი გაიუს მარციუს რუტილუს ცენზორინუსი რომის ისტორიაში იყო ერთადერთი, რომელიც ორჯერ აირჩიეს ცენზორის თანამდებობაზე, ცენზორინუსი ერთ-ერთი პირველია იმ პლებეებს შორის, რომლებიც პონტიფიკების კოლეგიის წევრები გახდნენ, ცენზორინუსი მოღვაწენდა რომის კონსულის თანამდებობაზეც ძვ. წ. 310 წელს.

წყაროები

რედაქტირება
წინამორბედი:
ამბუსტუსი და პროკულუსი
რომის რესპუბლიკის კონსული
თანაკონსული: გნეუს მანლიუს კაპიტოლინუს იმპერიოსუსი
ძვ. წ. 357
შემდეგი:
ამბუსტუსი და ლენასი
წინამორბედი:
პეტიკუსი და პუბლიკოლა
რომის რესპუბლიკის კონსული
თანაკონსული: პუბლიუს ვალერიუს პუბლიკოლა
ძვ. წ. 352
შემდეგი:
პეტიკუსი და კრისპინუსი
წინამორბედი:
დორსუო და რუფუსი
რომის რესპუბლიკის კონსული
თანაკონსული: ტიტუს მანლიუს იმპერიოსუს ტორკვატუსი
ძვ. წ. 344
შემდეგი:
კორვუსი და არვინა
წინამორბედი:
კორვუსი და არვინა
რომის რესპუბლიკის კონსული
თანაკონსული: კვინტუს სერვილიუს აჰალა
ძვ. წ. 342
შემდეგი:
ვენო და პრივერნასი