ტიტუს მანლიუს იმპერიოსუს ტორკვატუსი
ტიტუს მანლიუს იმპერიოსუს ტორკვატუსი (ლათ. Titus Manlius Imperiosus Torquatus) — რომის სამგზის კონსული ძვ. წ. 347, ძვ. წ. 344 და ძვ. წ. 340 წლებში.
ბიოგრაფია
რედაქტირებაბავშვობა და ახალგაზრდობა
რედაქტირებატიტუს მანლიუსი დაიბადა პატრიციულ ოჯახში. მამამისი ლუციუს მანლიუსი სასტიკი პიროვნება იყო. ძვ. წ. 363 წელს იგი დიქტატორად აირჩიეს რელიგიური რიტუალის შესასრულებლად, მაგრამ იგი ისე მოიქცა თითქოს საომრად ყოფილიყო არჩეული. მან დაიწყო ჯარის შეკრება, ხოლო ვისაც არ სურდა ჯასრში მსახურობა, იგი სასტიკად სჯიდა, ამით მან გამოიწვია ხალხის სიძულვილი. მისი ხასიათის გამო მას იმპერიოზა შეარქვეს, რაც ლათინურად „მრისხანეს“ ნიშნავს.
შემდეგ ძვ. წ. 362 წელს სახალხო ტრიბუნმა მარკუს პომპონიუსმა მანლიუსი სასამართლოში გამოიძახა და სხვა ბრალდებებთან ერთად შვილთან, ტიტუსთან სასტიკ მოპყრობაში დასდო ბრალი. ტიტუსი წესიერი ახალგაზრდა იყო, მაგრამ არამჭერმეტყველი და ცოტა ენაბლუც, ამის გამო მამამისმა იგი სოფელში გაუშვა არ ზრდიდა რა მას სხვა მაღალგვაროვანი ახალგაზრდების წრეში.
როდესაც ამის შესახებ ტიტუსმა შეიტყო, მან გადაწყვიტა დაენახებინა ხალხისთვის, რომ მიუხედავად ყველაფრისა იგი თავის მამას უჭერს მხარს და არა მის მტრებს. დილით ადრე იგი დანით შეიარაღებული მივიდა ტრიბუნის სახლში და მუქარით აიძულა მამამისი წინააღმდეგ შეეწყვიტა საქმე.
რომაელებმა მოიწონეს შვილის ასეთი ერთგულება და იმავე წელს ჯარში სამხედრო ტრიბუნების არჩევისას ტიტუსმა ექვსიდან მეორე ადგილი მიიღო, მიუხედავად იმისა რომ მთელი ცხოვრება სოფელში გაატარა და არანაირი დამსახურებები ჯერ არ ჰქონდა.[1]
გალ მეომართან ბრძოლა
რედაქტირებაძვ. წ. 361 წელს გალები დაბანაკდნენ რომის სიახლოვეს, ანიენუმის ხიდთან. ხიდის მეორე მხარეს კი რომაელების ბანაკი იყო. ხიდის მფლობელობისთვის ხშირად ხდებოდა შეტაკებები, მაგრამ მაინც ცხადი არ იყო, თუ ვინ აკონტროლებდა მას.
ერთხელაც ცარიელ ხიდზე გამოვიდა უზარმაზარი გალი და გამოიწვია ყველაზე გულადი რომაელი მეომარი ორთაბრძოლაში. რომაელი ატრისტოკრატი ახალგაზრდები დადუმდნენ, ბრძოლაზე უარის თქმა სცხვენოდათ, ხოლო ასეთ გალთან შერკინებასაც ვერ ბედავდნენ. მაშინ ტიტუს მანლიუსმა სთხოვა დიქტატორს ნებართვა და გავიდა გალთან საბრძოლველად.
მეგობრებმა ტიტუსი შეაიარაღეს და გაუშვეს გალისკენ, გალი კი დამცინავად უყოფდა მას ენას. გალი უზარმაზარი იყო და მორთული იყო სხვადასხვა სამკაულებით, ტიტუსი კი საშუალო სიმაღლის და შეიარაღებულიც იყო უფრო მოხერხებულად ვიდრე ლამაზად. მეომრები ერთმანეთის პირისპირ დადგნენ, გალმა მთელი ძალით დაარტყა ხმალი ტიტუსის ფარს, მაგრამ უშედეგოდ, ტიტუსმა კი თავისი ფარით შეაკავა გალის ფარი და ორჯერ ჩასცა მას ხმალი მუცელში. გალი გაიშხლართა ხიდზე, ტიტუსმა მოხსნა მას სისხლიანი ყელსაბამი და თვითონ გაიკეთა. თავზარდაცემული გალები ჩუმად იდგნენ, ხოლო რომაელები ეცნენ ტიტუსს მოლოცვებით. მას ყელსაბამის გამო ტორკვატუსი[2] შეარქვეს. დიქტატორმა კი იგი ოქროს გვირგვინით დააჯილდოვა
[[ტიტუს ლივიუსი]] [[რომის ისტორია ქალაქის დაარსებიდან]] VII 10
.
პირველი და მეორე კონსულობა
რედაქტირებაძვ. წ. 361 წლიდან ძვ. წ. 349 წლამდე, ანუ 12 წლის მანძილზე ტიტუსის შესახებ ცნობები არ მოგვეპოვება. 349 წელს იკი ცოტა ხნით დანიშნეს დიქტატორად არჩევნების ჩასატარებლად, 347 კი იგი აირჩიეს კონსულად გაიუს პლავტიუსთან ერთად. ამ წელს არაფერი მნიშვნელოვანი არ მომხდარა.
მეორეც იგი კონსულად ძვ. წ. 344 წელს აირჩიეს გაიუს მარციუს რუტილუსთან ერთად. ამ წელს მხოლოდ ის მოხდა რომ რომში ქვიანი წვიმა წამოვიდა, გადაწყდა საყოველთაო ლოცვების ჩატარება, რისთვისაც დიქტარორი აირჩიეს.
მესამე კონსულობა და ლათინებთან ომი
რედაქტირებამესამედ მანლიუსი კონსული ძვ. წ. 340 წელს გარდა, ლათინური ომის დაწყების წინ პუბლიუს დეციუს მუსთან ერთად. პირველი სამნიტური ომი ახალი დასრულებული იყო, როდესაც ლათინური ქალაქების გაერთიანება რომის კონტროლიდან გამოვიდა. სენატორებმა მოიწვიეს ლათინების ბელადები მოსალაპარაკებლად. კაპიტოლიუმზე ისინი ტიტუს მანლიუსს შეხვდნენ, და რომაელებთან თანასწორი უფლებების გარდა მოითხოვეს რომ ერთ-ერთი კონსული მათი რიცხვიდან ყოფილიყო არჩეული. ტიტუსმა ეს მოთხოვნა დამამცირებლად და დამცინავად აღიქვა და ლათინებთან ომი დაიწყო.
ორივე კონსული ლეგიონებით კაპუასკენ გაემართნენ და იქ დაბანაკდნენ. ღამით ორივე კონსულმა ერთი და იგივე სიზმარი ნახა, მათ გამოეცხადათ ღმერთი და უთხრა რომ ერთი ჯარის მხედართმთავარი და მეორე ჯარი ქვესკნელის ღმერთებს უნდა შეეწიროს მსხვერპლად.
ამ ლაშქრობის ყველაზე დიდ სირთულეს ისიც წარმოადგენდა რომ რომაელები და ლათინები ერთი მოდგმის ხალხი იყვნენ, მათ საერთო ენა, წესჩვეულებები და საბრძოლო წესრიგი ჰქონდათ. ამიტომ კონსულებმა სასტიკად აუკრძალეს ყველას მოწინააღმდეგის ბანაკთან ნებისმიერი სახის კონტაქტები და თვითნებური შეტაკებები.
ისე მოხდა რომ დაზვერვის რაზმს ხელმძღვანელობდა ტიტუს მანლიუს უმცროსი, კონსულის ვაჟი. იგი მიუახლოვდა ლათინთა ბანაკს, სადაც ტიტუსი ერთ-ერთმა არისტოკრატმა ლათინმა იცნო. მათ შორის შელაპარაკება მოხდა და პროვოცირებული ტიტუსი ჩაება ორთაბრძოლაში. ტიტუსმა ბრძოლაში იმარჯვა და დაბრუნდა რომაელთა ბანაკში. იგი პირდაპირ მამის კარვისკენ გაემართა და მოუყვა მას ორთაბრძოლის შესახებ.
კონსულმა მაშინვე მოიწვია კრება და საყოველთაოდ განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა რომ სამხედრო დისციპლინის და კონსულის ბრძანების დამრღვევი მისი საკუთარი ვაჟია, იგი მას ისევე დასჯის, როგორც ნებისმიერ სხვა ჯარისკაცს დასჯიდა და უბრძანა ლიქტორს სიკვდილით დაესაჯა საკუთარი შვილი.
მეომრები ასეთმა სისასტიკემ გააოგნა, მათ დაიტირეს ახალგაზრდა მანლიუსი და დიდი პატივით დაკრძალეს იგი. მიუხედავად ყველაფრისა ბანაკში სამხედრო დისციპლინახე ამ შემთხვევამ დადებითად იმოქმედა.
ბრძოლის წინ კონსულებმა მსხერპლშეწირვა მოაწყეს. მანლიუსის მსხვერპლი უკეთესი აღმოჩნდა ვიდრე დეციუსის, ამაზე დეციუსმა თქვა: "რადგან ჩემს კოლეგას კარგად წაუვა საქმე, ესე იგი ყველაფერი კარგადაა".
ბრძოლა დაიწყო. მანლიუსი მარჯვენა ფრთას უძღვებოდა, დეციუსი მარცხენას. თავიდან ორივე მხარეს ძალთა თანაფარდობა იყო, შემდეგ მარცხენა ფრთაზე რომაელებმა დახევა დაიწყეს. პუბლიუს დეციუსმა შეასრულა მსხვერპლშეწირვის რიტუალი და მანლიუს ამის სამცნობად ლეგატი გაუგზავნა.
როდესაც მანლიუსმა შეიტყო კოლეგის დაღუპვის შესახებ, ჯერ დაიტირა იგი და შემდეგ რეზერვები გაუშვა ბრძოლაში. რომაელებმა ლათინები სასტიკად დაამარცხეს. დეციუსის ცხედარი მხოლოდ მეორე დღეს იპოვეს და მანლიუსმა იგი დიდი პატივით დაკრძალა.
ლათინებთან მეორე ბრძოლა ტრიფანუმთან გაიმართა. აქაც რომაელებმა მანლიუსის მხედართმთავრობით სძლიეს ლათინებს და ომიც დასრულდა. მანლიუსი რომში დაბრუნდა და როგორც ამბობენ მის შესაგებებლად მხოლოდ ასაკოვანი ხალხი გამოვიდა, ხოლო ახალგაზრდებმა მას თავი აარიდეს მაშინაც და შემდგომშიც.[3]
ამ გამარჯვების შემდეგ რომაელების წინააღმდეგ ანტიელები ამხედრდნენ. მანლიუსს ავადმყოფობის გამო არ შეეძლო მათ წინააღმდეგ ომის წარმოება, ამიტომ დაინიშნა დიქტატორი.
შენიშვნები
რედაქტირება- ↑ ტიტუს ლივიუსი რომის ისტორია ქალაქის დაარსებიდან VII 3-5
- ↑ ტორკვატუსი Torquatus - ლათინურად ყელსაბამს ნიშნავს.
- ↑ ტიტუს ლივიუსი რომის ისტორია ქალაქის დაარსებიდან VIII 4-12
წყაროები
რედაქტირებაიხილეთ აგრეთვე
რედაქტირებაწინამორბედი: მარკუს ვალერიუს კორვუსი, მარკუს პოპილიუსი ლენასი |
კონსული ძვ. წ. 347 (407) & გაიუს პლაუტიუს ვენოქსი |
შემდეგი: მარკუს ვალერიუს კორვუსი, გაიუს პოეტილიუსი ლიბო ვისოლუსი |
წინამორბედი: მარკუს ფაბიუს დორსუო, სერვიუს სულპიციუს კამერინუს რუფუსი |
კონსული ძვ. წ. 344 (410) & გაიუს მარციუს რუტილუსი |
შემდეგი: მარკუს ვალერიუს კორვუსი, ავლუს კორნელიუს კოსუსი |
წინამორბედი: გაიუს პლაუტიუს ვენოქსი, ლუციუს ემილიუს მარმეცინუს პრივერნასი |
კონსული ძვ. წ. 340 (414) & პუბლიუს დეციუს მუსი |
შემდეგი: ტიბერიუს ემილიუს მამერცინუსი, გაიუს პუბლილიუს ფილო |