თარგი:იცოდით, რომ.../ბიო
- ...ბერძენი ისტორიკოსი პოლიბიუსი მიიჩნევდა რომ ისტორიკოსმა კარგად უნდა იცოდეს გეოგრაფია, სამხედრო საქმე და პოლიტიკა, რათა მისი ნაშრომები მომავალი თაობის პოლიტიკური მოღვაწეებისთვის სახელმძღვანელოდ იქცეს...
- ...კუროსავა ტოსირო მიფუნეს ლომს ადარებდა მისი ტემპერამენტის გამო...
- ...მიუხედავად საერთაშორისო აღიარებისა, აკირა კუროსავა სამშობლოში ისეთივე დიდი პოპულარობით არ სარგებლობდა...
- ...ლეოპოლდ ბერხტოლდმა ალბანეთის ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი...
- ...სერგო ფარაჯანოვი ჰომოსექსუალიზმის ბრალდებით იყო დაპატიმრებული...
- ...პუბლიუს დეციუს მუსმა გალეთან ბრძოლაში რომაელთა უკან დახევის შემდეგ გადაწყვეტილება მიიღო ბრძოლა გადაერჩინა ისევე, როგორც ეს მისმა წინაპარმა გააკეთა 50 წლით ადრე - მან საკუთარი თავი შესწირა მსხვერპლად...
- ...თურქული პოსტმოდერნისტული ლიტერატურის წამყვანი მწერალი-ნოველისტი ორჰან პამუკი თურქეთის პირველი მოქალაქეა ვინც ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა...
- ...ანტონ I-ს გაკათოლიკებას დებდნენ ბრალად...
- ...კვინტუს ფაბიუსი ორჯერ აირჩიეს კონდულად მისი ნების წინააღმდეგ...
- ...მარკუს ვალერიუს კორვუსს თავისი მეტსახელი კორვუსი, რაც ლათინურად ყორანს ნიშნავს, ბრძოლის შედეგად ერგო, მას მუზარადზე ყორანი დააჯდა და მის მოწინააღმდეგეს ეძგერა...