ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ენ-მებარაგესი კიშის პირველი დინასტიის მეფე და პირველი შუმერი მეფე რომლის ისტორიულობაშიც ეჭვი არ ეპარებათ მეცნიერებს. ცხოვრობდა ძვ. წ. XXVII საუკუნეში.

შუმერების უძველესი მატიანე „მეფეთა სია“ იუწყება რომ ენ-მებარაგესმა დაამარცხა ელამი და დაბრუნდა დიდძალი ნადავლით. ნიპურში მან ააშენა ენლილის ტაძარი.

არქეოლოგებმა აღმოაჩინეს ენ-მებარაგესის სახელი ორ ალებასტრის ვაზის ფრაგმენტზე, რაც ამტკიცებს მის ისტორიულობას. იგი ასევე ნახსენებია შუმერულ ეპოსში გილგამეშის შესახებ, სადაც მის შვილად აგი არის დასახელებული.

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ენ-მებარაგესი“-დან