ენლილი
ენლილი, ელილი — შუმერების უზენაესი ღვთაება. თავდაპირველად ითვლებოდა ჰაერის ღმერთად, ხოლო შემდეგ საყოველთაო ღმერთად იქცა. ენლილის ტაძარი ქალაქ ნიფურში შუმერებისთვის უწმინდეს ადგილად ითვლებოდა და შუმერული კულტურის ცენტრი იყო. მას მიაწერდნენ ქალაქების მცენარეული სამყაროს და სამიწათმოქმედო იარაღების გამოგონებას. მითებსა და ჰიმნებში კეთილ ღვთაებად იხსენიება.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 159.