დუბლინელები (ინგლ. Dubliners) — ჯეიმზ ჯოისის მოთხრობათა კრებული.

„დუბლინელები“
Dubliners

ავტორი ჯეიმზ ჯოისი
ქვეყანა დიდი ბრიტანეთი
ენა ინგლისური
ჟანრი მოთხრობა
გამოცემის თარიღი 1914
მთარგმნელი ლია იმერლიშვილი,
მზია შატბერაშვილი
ქართულად გამოიცა 1970
გვერდი 152
წინამორბედი Chamber Music და Giacomo Joyce
მომდევნო ხელოვანის პორტრეტი ახალგაზრდობაში

ჯეიმზ ჯოისის დუბლინელები აერთიანებს თხუთმეტ მოთხრობას. წიგნი პირველად 1914[1] წელს გამოქვეყნდა. ის წარმოადგენს მეოცე საუკუნის დასაწყისის ირლანდიელი და ირლანდიის მახლობლად მხცხოვრები საშუალო კლასის ხალხის ნატურალისტურ სურათს.

მოთხრობები დაიწერა მაშინ, როდესაც ირლანდიაში ნაციონალიზმი პიკში იყო და მძვინვარებდა სურვილი ეროვნული თვითმყოფადობის და მიზნის პოვნისა. ისტორიისა და კულტურის გზაჯვარედინზე, ირლანდია სხვადასხვა იდეისა და გავლენის ქვეშ მოექცა, რომლებიც ჯოისის ნათლისღების იდეის ცენტრს წარმოადგენენ: მომენტი, სადაც გმირები განიცდიან ცხოვრების ცვლილებას, საკუთარი თავის შეცნობას და გამორკვევას. მოგვიანებით კი, დუბლინელების ბევრი პერსონაჟი მეორე ხარისხოვან როლში გვევლინება, ჯოისის კიდევ ერთ ნოველაში, ულისე. თავდაპირველად ამბავს მოგვითხრობენ ბავშვები, როცა ამბები გრძელდება ვხედავთ როგორ უმკლავდებიან ცხოვრების სირთულეებს ზრდასრულები. ჯოისის ნოველების ძირითად ხაზს სწორედ სამნაწილად დაყოფა წარმოადგენს: ბავშვობაში, მოზარდობაში და ზრდასრულობაში.

გამოცემის ისტორია

რედაქტირება

1905 წლიდან, როცა ჯოისმა პირველად გააგზავნა ხელნაწერი გამომცემელთან, 1914 წლამდე, როცა ბოლოს და ბოლოს წიგნი გამოქვეყნდა,ჯოისმ 18 ჯერ გაგზავნა ხელნაწერი 15 გამომცემელთან. წიგნის გამოქვეყნებას მძიმე ისტორი აქვს. 1905 წელს გრანტ რიჩარდსის ლონდონ ჰაუსი დათანხმდა წიგნის გამოქვეყნებას. თუმცა, მოგვიანებით გამომცემლობამ უარი თქვა ერთი ნოველის („ორი რაინდის“) გამოქვეყნებაზე. რიჩარდსმა დაიწყო ჯოისის დარწმუნება, რომ კრებულიდან სხვა ნაწილებიც ამოეღო. ჯოისმა გააპროტესტა, მაგრამ საბოლოოდ დათანხმდა ზოგიერთ მოთხოვნილ ცვლილებას. თუმცა, რიჩარდსმა უკან დაიხია და გარიგება ჩაშალა. ჯოისმა ამის შემდეგ ხელნაწერი სხვა გამომცელობებში გააგზავნა და დაახლოებით სამი წლის შემდეგ (1909 წ.) მან იპოვნა მსურველი, დუბლინის მაუნსელ&რომერტსში. თუმცა, აქაც იგივე პრობლემამ იჩინა თავი. მაუნსელმა უარი თქვა ნოველების გამოქვეყნებაზე და დავა სასამართლომდეც მივიდა. ჯოისი თანახმა იყო თვითონ გადაეხდა ბეჭდვის საფასური თუ ფურცლებს უკან დაუბრუნებდნენ და იმის ნებას დართავდნენ, რომ სხვაგან დაებეჭდა და გაევრცელებინა წიგნი, მაგრამ ჯოისს გამომცემლობაში უარი უთხრეს ფურცლების დაბრუნებაზე და მეტიც, მეორე დღეს ისინი დაწვეს. ჯოისმა რაღაც „ხრიკების“ წყალობით მოახერხა ერთი ასლის შენახვა, რომელიც კვლავ გააგზავნა გამომცემლობებში. 1914 წელს, გრანტ რიჩარდსი კიდევ ერთხელ დათანხმდა წიგნის გამოცემას, იმის მტკიცებულებად, რომ მაუნსელს ერთი ასლი გადაურჩა[2].

მოთხრობები

რედაქტირება
  • "დები" — მას შემდეგ რაც, მღვდელი, მამა ფლინის გარდაიცვლება ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც ძალიან ახლოს იყო მასთან და მის ოჯახთან ცდილობს შეეგუოს მის გარდაცვალებას.
  • "შეხვედრა" — სკოლიდან შატალოზე გაპარული ორი ყმაწვილი ერთ მოხუც კაცს ხვდება.
  • "არაბეთი" — ბიჭს თავისი მეგობრის და უყვარდება, მაგრამ გოგონას დანაპირებს ვერ უსრულებს და არაბეთის ბაზრობაზე საჩუქარს ვერ ყიდულობს მისთვის.
  • "ევილინი" — ახალგაზრდა გოგონა ცდილობს აწონ-დაწონოს თავისი გადწყვეტილება, გაიქცეს თუ არა მეზღვაურთან ერთად.
  • "ავტორბოლის შემდეგ" — კოლეჯის სტუდენტო ჯიმი დოილი ცდილობს დაეთანხმოს თავის მეგობარს.
  • "ორი რაინდი"— ორი თაღლითი მამაკაცი, დაიქირავებს დამლაგებელს, რომელსაც მისი დამქირავებლების გაძარცვა სურს.
  • "პანსიონი" — მისის მუნი მოხერხებული ხრიკებით სარფიანად ათხოვებს თავის ქალიშვილ პოლი, პანსიონის მდგმურ მისტერ დორანზე.
  • "პატარა ღრუბელი" — ჩენდლერი თავის ძველ მეგობარ იგნატუს გალაჰერთან ერთად ვახშმობს და განუხორციელებელ ოცნებებზე ფიქრობს. ნოველაში ასევე აღწერილია ჩენდლერის ხასიათი და განწყობა, როდესაც ის აცნობიერებს რომ მისი პატარა ვაჟი მეუღლის სიყვარულში ეცილება და მეუღლის გულში მის ადგილს იკავებს.
  • „ასლები“ — ალკოჰოლიკი ნოტარიუსი ფარინგტონი, იმედგაცრუებას ბარებში ივიწყებს და ბოღმას თავის ვაჟზე ანთხევს.
  • „მიწა“ — მოხუცი სამრეცხაოს თანამშრომელი მარია, სტუმრად იმყოფება ყოფილი პატრონის ჯო დონელის ოჯახში.
  • „უბედური შემთხვევა“ — მისტერ დაფი მისის სინიკოსთან გაშორებიდან ოთხი წლის შემდეგ ხვდება რომ ამით საკუთარ თავს მარტოობის და სიკვდილის განაჩენი გამოუტანა.
  • „სუროს დღე“ — ნაკლებად მნიშვნელოვან პოლიტიკურ ჯგუფს ავიწყდება მნიშვნელოვანი მოვლენის აღნიშვნა.
  • „დედა“ — ქალბატონი კარნეი თავის ქალიშვილს, კეტრინს, მონწილეობას მიაღებინებს კონცერტების სერიში და უნდა რომ მან საამაყო ადგილი დაიკავოს, თუმცა ვერ ახერხებს.
  • „ღვთის წყალობა“ — მას შემდეგ რაც ბატონი კერნანი კიბეზე დაიგორებს თავს, მისი მეგობრები ცდილობენ მის ჭეშმარიტ კათოლიკედ გარდაქმნას.
  • „მკვდრები“ - გაბრიელ კორნოი წვეულებზე იმყოფება,მოგვიანებით ის ცოლთან საუბრის შემდეგ ცხოვრების არსს შეიცნობს და კვდება. ამ მოთხრობის მიხედვით ჯონ ჰიუსტონმა ფილმიც გადაიღო.

დუბლინელებში ჯოისი იშვიათად იყენებს ჰიპერბოლებს. ის მაქსიმალურად მარტივი ხერხებით გვიხატავს რეალურ სიტუაციას, რომ მკითხველისთვის კარგად გასაგები გახდეს გმირების ბუნება. გარდა ამისა, ჯოისი თავის ნაწარმოებებში არ ცდილობს აიძულოს გმირები იფიქრონ ჩვეულებრივად, პირიქით, მის გმირებს ყოველთვის საკუთარი და განსხვავებული აზრები აქვთ. ჯოისისთვის დამახასიათებელი ეს თვისება უფრო მეტად თვალნათელი ხდება, როდესაც მორალური თვალსაზრისით მის ნამუშევრებს ჩარლზ დიკენსის ადრეულ ნაშრომებს ვადარებთ.

ჯოისი იშვიათად წერს პირველ პირში და ხშირად მოვლენებს გმირების გადმოსახედიდან და მათი შეხედულებების მიხედვით აღგვიწერს. ეს ყველაფერი კი კარგად ჩანს ევილინში: „ის თავით ფარდას მიყრდნობოდა და ცხვირში მტვრიანი კრეტონის სუნი უღიტინებდა.“ აქ ჯოისი ემპირიულად აღგვიწერს განწყობსა და მოვლენას. იმისთვის, რომ გმირის პოზიცია გასაგები იყოს საჭიროა მისი შეხედულებების გაანალიზება. სწორედ ამ ხერხს მიმართავს ჯოისი „უბედური შემთხვევის“ დასაწყისში. სხვა მოთხრობებში ჯოისი პაროდიის ხერხსაც მიმართავს. „უბედური შემთხვევის“ გარკვეულ ნაწილს ის საგაზეთო სტატიის სტილში წერს. ქადაგების სტილში გვთავაზობს „ღვთის წყალობის“ ერთ–ერთ ეპიზოდს.

განსაკუთრებულ როლს ასრულებს და ძირითად ხაზად გასდევს ნოველებს დუბლინის გეოგრაფიული მდებარეობა. გმირების ხასიათების სხვადასხვაგვარობა მკითხველს გარკვეულ წარმოდგენას უქმნის იმ დროინდელ დუბლინში მცხოვრებ ხალხზე და მათ ხასითზე.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

„Dubliners“Project Gutenberg-ზე

 
ვიკიწყარო
ვიკიწყაროში არის სტატია:
  1. Osteen, Mark (1995-06-22). „A Splendid Bazaar: The Shopper's Guide to the New Dubliners“. Studies in Short Fiction. |access-date= საჭიროებს მიეთითოს აგრეთვე |url= (დახმარება)
  2. Jeri Johnson, "Composition and Publication History", in James Joyce, Dubliners (Oxford University Press, 2000).