ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

„სუროს დღე“ (ინგლ. Ivy Day in the Committee Room) — ჯეიმზ ჯოისის მოთხრობა, რომელიც გამოქვეყნდა 1914 წელს გამოცემულ მოთხრობათა კრებულში დუბლინელები. სუროს დღე აღწერს მნიშვნელოვან ირლანდიელ ფიგურას და ნაციონალისტს ჩარლზ პარნელს.

„სუროს დღე“
ავტორი ჯეიმზ ჯოისი
ქვეყანა ირლანდია
ენა ინგლისური
ჟანრი მოთხრობა
გამოცემის თარიღი 1914

მოკლე აღწერა

რედაქტირება

კომიტეტის ოთახში მეთ ო'კონორი, მუნიციპალიტეტის მომავალ არჩევნებში რიჩარდ ტირნის კანდიდატურის მხარდამჭერი და აგიტატორი, მოხუც ჯეკთან საუბრობს ბავშვის აღზრდაზე. ოთახში შემოდის, მეორე აგიტატორი, ჯო ჰაინსი. ცხადია ისიც კუთვლისი გასამრჯელოს მისაღებად არის მისული. ოთახში მყოფებთან საუბრისას ის ახსენებს მეორე კანდიდატს კოლგენს და ხაზს უსვამს მის წარსულს და იმას რომ იგი მუშათა კლასის წარმომადგენელია. ჰაინსს ახსენდება რომ ის დღე სუროს დღეა, ჩარლზ სტიუარტ პენელის ხსენების დღე. ოთახში ცოტა ხნით ნოსტალგიური სიჩუმე ჩამოვარდება. ჰაინსის ოთახიდან გასვლის შემდეგ, სხვა აგიტატორი ჰენჩი, ჯოს მისამრთით ამბობს რომ იგი კალგენის ჯაშუშია.

ჩარლზ სტიუარტ პარნელის პოლიტიკურ მისწარფებებზე საუბრისას, ჰაინსი დაბრუნდა. ოთახში მყოფებმა მას პარნელისადმი მიძღვნილი საკუთარი პოემის წაკითხავა სთხოვეს. პოემას პარნელის მოწინააღმდეგეები და რომის კათოლიკური ეკლესია,სასტიკად აკრიტიკებდნენ. თუმცა, პოემის დასრულების შემდეგ ჰაინს ტაშით დააჯილდოვეს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სუროს_დღე“-დან