ასლები
ასლები (ინგლ. Counterparts) — ჯეიმზ ჯოისის ნოველა, რომელიც შევიდა, ირლანდიელი მწერლის მიერ 1914 წელს გამოქვეყნებულ ნოველათა კრებულ დუბლინელებში.
„ასლები“ | |
---|---|
ავტორი | ჯეიმზ ჯოისი |
ქვეყანა | ირლანდია |
ენა | ინგლისური |
ჟანრი | ნოველა |
გამოცემის თარიღი | 1914 |
წინამორბედი | პატარა ღრუბელი |
მომდევნო | მიწა |
ნოველა
რედაქტირებანოველაში გადმოცემული ამბავი მოგვითხრობს ახალგაზრდა კაცის ფარინგტონის ცხოვრების ერთ საღამოზე. ფარინგტონი კლერკად მუშაობს,მისი პრობლემები სამსახურში კი მაშინ იწყება როდესაც უფროსი მისტერ ალეინი, გალანძღავს მას დაუმთავრებელი სამუშაოს გამო. სამუშაო დაასრულოს ნაცვლად კი ალკოჰოლიკი ფარინგტონი ტოვებს ოფისს და დასალევად მიდის. როდესაც მისტერ ალეინი ხელმეორედ უყვირებს, ფარინქტონი უხეშად შეეპასუხება რის გამოც ბოდიშის მოხდაც უწევს. აშკარაა, რომ უფროსსა და ხელქვეითს კარგი ურთიერთობა არც არასდროს ჰქონია.
სამსახურის შემდეგ, ფარინგტონი სხვადასხვა ბარში მიდის მეგობრებთან ერთად. იმისთვის, რომ დასალევად ფული იშოვოს ის თავის მაჯის საათს აგირავებს. ფარინგტონი ცდილობს დაიმსახუროს უფროსის პატივისცემა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მისი მცდელობა ორი იმედგაცრუებით მთავრდება:ის იღებს უარყოფას ახალგაზრდა, მომხიბვლელი ქალისგან და მარცხდება მკლავჭიდის შეჯიბრებაში. ფარინგტონი შინ საზიზღარ ხასიათზე ბრუნდება და აღმოაჩენს, რომ ცოლი კაპელის შეკრებაზეა წასული. ის ვახშმის მომზადებას შვილს, ტომს, დაავალებს. სამზარეულოში გასული ტომი ნახავს, რომ გაზი გამორთულია. ფარინგტონი გაცოფდება და პატარა ბავშვს ცემას დაუწყებს სასეირნო ჯოხით. ნოველა სრულდება იმით, რომ ტომი პატიებას ითხოვს.