მიწა (ინგლ. Clay) — ჯეიმზ ჯოისის ნოველა, რომელიც გამოქვეყნდა 1914 წელს გამოცემულ ნოველათა კრებულში დუბლინელები.

„მიწა“
ავტორი ჯეიმზ ჯოისი
ქვეყანა ირლანდია
ენა ინგლისური
ჟანრი ნოველა
გამოცემის თარიღი 1914
წინამორბედი ასლები
მომდევნო უბედური შემთხვევა

მარია, შინაბერა ქალი უმნიშვნელო სამსახურით, ელის დასვენების დღეს რომ ესტუმროს ჯოს ოჯახს. ჯო, მისი აღსაზრდელი იყო ბავშვობაში და დღემდე ძალიან უყვარს. მარია ჯოს ოჯახში მიდის სტუმრად, მას შემდეგ რაც სამრეცხაოს მეგობრებთან ერთად ჩაის მიირთმევს, ის გზად ჰელოუინის წვეულებისთვის ნამცხვრის საყიდლად ჩერდება. საცხობში მას გამყიდველი ბოროტად გაეხუმრება და კითხავს ქორწილისთვის ხომ არ არჩევს ნამცხვარს. ტრამვაიში მარია ერთ მორიდებულ და ნასვამ მოხუცს ხვდება, რომელსაც გამოელაპარაკება. მარიას თბილად ხვდებია ჯო და მისი ოჯახი, მაგრამ ქალი დარცხვენილი და დამწუხრებულია რადგან საჩუქრად ნაყიდი ქლიავის ნამცხვარი დაკარგა ტრამვაიში მოხუცთან საუბრის დროს. მარია ცდუნებას აყვა და ჩაერთო ტრადიციულ თამაშში, რომელსაც დღესასწაულის წინ თამაშობენ ხოლმე. თამაშის აზრი ისაა, რომ თვალებახვეულმა მოთამაშემ უნდა აარჩიოს ნივთი, რომელსაც წინასწარმეტყველური მნიშვნელობა აქვს. ერთი ნივთი არის ბეჭედი, მოახლოებული ქორწილის მანიშნებლად. მსგავსი თამაში სამრეცხაოშიც ითამაშეს და მარიამ ბეჭდის აღება ვერ შეძლო, არც ამჯერად გაუმართლა მას და ბეჭდის ნაცვლად მიწის გროვა ამოარჩია. ყველა დუმდა, რადგან მიწა სიკვდილს მოასწავებდა. მარია დათანხმდა კიდევ ერთხელ გაეკეთებინა არჩევანი. ამჯერად ლოცვების წიგნი ერგო, იმის ნიშნად რომ მომავალში სასულიერო ცხოვრება დაიწყებდა. ცოტაოდენი ღვინის დალევის შემდეგ მარიამ სიმღერა დაიწყო, მიშელ ბელფის ოპერიდან ბოჰემური გოგონა — „სიზმრად ვიხილე: მარმარილოს სასახლე მედგა…“ მეორე სტროფთან რომ მივიდა ისევ თავიდან დაიწყო შეცდომით, თუმცა არავის შეუსწორებია მისთვის. ეს გამოტოვება თითქოს სიმბოლურად ახლოს იყოს მარიას ცხოვრებასთან.

სიზმრად ვიხილე: მარმარილოს სასახლე მედგა,

ვასალებთან და მსახურებთან ვცხოვრობდი ერთად,

ყველასთან ერთად ყველასაგან გაურიყავი

მე ერთადერთი სასოება მათი ვიყავი.


აურაცხელი თუმც მებადა დიდებულს განძი,

გვარის დიდების ვერ დამზაფრა ცთუნებამ კაცი,

რადგან სხვა სიზმრით გული ამოდ გარინდებულა,

რომ ისევ ისე გყვარებივარ კვლავინდებურად…


ამბავი მთავრდება ჯოს იმ ემოციების აღწერით, რომელიც მასში ამ სიმღერამ გამოიწვია.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება