უბედური შემთხვევა

„უბედური შემთხვევა“ (ინგლ. A Painful Case) — ჯეიმზ ჯოისის მოთხრობა, რომელიც გამოქვეყნდა 1914 წელს გამოცემულ მოთხრობათა კრებულში დუბლინელები[1].

„უბედური შემთხვევა“
ავტორი ჯეიმზ ჯოისი
ქვეყანა ირლანდია
ენა ინგლისური
ჟანრი მოთხრობა
გამოცემის თარიღი 1914
წინამორბედი მიწა
მომდევნო Ivy Day in the Committee Room

მოკლე აღწერა

რედაქტირება
ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

მისტერ დაფი, შუა ხნის ბანკის მოლარე, თავისი სურვილით ცხოვრობს განცალკევებით დუბლინის გარეუბანში. ის არის ფრთხილი, მოწესრიგებული და სოციალურად ნაკლებად აქტიური. ერთ საღამოს კონცერტზე ის მისის ემილი სინიკოს გამოელაპარაკა, გათხოვლ და შვილიან ქალს. მალე ისინი ურთერთობასაც დაიწყებენ. ეს ურთიერთობა არ იყო იმდენად სუფთა და წმინდა რომ მისტერ სინოკო დათანხმებოდა, მას ეგონა რომ მისტერ დაფის მისი ქალიშვილის ხელის თხოვნა უნდოდა ამიტომ გულღიად ხვდებოდა მას და ვერც კი დაუშვებდა მის ცოლსა და მისტერ დაფის შორის შესაძლო ურთიერთობას. გარკვეული ხნის მანძილზე ისინი ხვდებობნენ ერთმანეთს, მისტერ დაფიმ ქალს გული გადაუშალა, გაანდო საკუთარი საიდუმლოებები და ფიქრები. თუმცა ერთ საღამოს, ქალის საქციელით განაწყენებულმა დაფიმ ეს ურთიერთობა მოულოდნელად დაასრულა.

ოთხი წლის შემდეგ, მისტერ დაფიმ სტატია წაიკითხა გაზეთში. სტატიაში ეწერა, რომ სიდნეი-პერედის სადგურზე მისის სინოკოს მატარებელი დაეჯახა და გარდაიცვალა. სტატიაში ეწერა რომ ქალმა, შემთხვევამდე ორი წლით ადრე სმა დაიწყო, ასევე აღწერილი იყო გარემოებები რომელთა მიხედვითაც უბედური შემთხვევა ქალის დაუდევრობით და გაუფრთხილებლობით იყო გამოწვეული.

პირველად მისტერ დაფის ამ ამბავზე საშინელი რეაქცია ჰქონდა. გაბრაზდა, რომ ასეთ სუსტ ქალს გაანდო თავისი საიდუმლოებები და დაასკვნა რომ სისუსტე სმისგან იყო გამოწვეული. თუმცა თანდათან მიხვდა რომ ქალი აქამდე მარტოსულობამ მიიყვანა.

ამბავი მთავრდება იმით რომ დაფი მეგეზინ-ჰილის წვერზეა, სიჩუმით გარშემორტყმული ღამის დუბლინს გადაჰყურებს, ადგილს სადაც მისის სინიკოსთან ერთად იჯდა და საუბრობდა ხოლმე და აანალიზებს რამდენად მარტოსულია.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Ellman, Richard (1983). James Joyce, first revised edition. Oxford: Oxford University Press, გვ. 207–210.