პატარა ღრუბელი (ინგლ. A Little Cloud) — ჯეიმზ ჯოისის მოთხრობა, რომელიც გამოქვეყნდა 1914 წელს გამოცემულ მოთხრობათა კრებულში დუბლინელები.

„პატარა ღრუბელი“
ავტორი ჯეიმზ ჯოისი
ქვეყანა ირლანდია
ენა ინგლისური
ჟანრი მოთხრობა
გამოცემის თარიღი 1914
წინამორბედი პანსიონი
მომდევნო ასლები

მიმოხილვა

რედაქტირება

ამბავში ასახულია ტომას ჩენდლერის, „პატარა ჩენდლერის“ როგორც მას იცნობდნენ, ცხოვრების ერთი დღე. მკითხველი თვალს ადევნებს ჩენდლერს, მაშინ როცა ის სამსახურშია. ის ვერ ახერხებ საქმეზე ორიენტირებას, გამუდმებით ფიქრობს მეორე დღისთვის დაგეგმილ შეხვედრაზე და მოუთმენლად ელის როდის შეხვდება თავის ძველ მეგობარს იგნატიუს გალაჰარს. ჩენდლერს მეგობარი, რომელიც „ლონდონ პრესის“ გამოჩენილი პიროვნებაა, რვა წელია არ უნახავს. ჩენდლერი ფიქრობს ძველ მეგობარზე და წარმატებაზე რომელსაც მან მიაღწია. ის იწყებს თვის ცხოვრების გაანალიზებას, ეს კი კარგად გამოხატავს მის ხასიათს. მკითხველი ეცნობა ჩენდლერს, როგორც უბრალო, საკუთარ ცხოვრებაზე დაფიქრებულ, უხალისო ადამიანს. ის გაუბედავი ადამიანია და სიმორცხვის გამო ცოლსაც არ უკითხავს ლექსებს, არა და პოეზია იტაცებს.

„პატარა ჩენდლერს“ სიამოვნებას ანიჭებს იმის წარმოდგენა, რომ შეიძლება მწერალი იყოს. სურს, რომ ყველა განსხვავებული ხასიათი და შთაბეჭდილება გამოსახოს სტროფებში და ამას შეძლებს მაშინ თუ საკუთარ თავს გამოხატავს. მაგრამ, მიუხედავად იმისა თუ როგორ ცდილობს ჩენდლერი თავისი გრძნობების გამოხატვას, რაც თითქოს კომფორტს უქმნის მას, მკითხველს მისი წარსულის დანახვა შეუძლია და ხედავს, რომ „პატარა ჩენდლერი“ თავს გრძნობს როგორც არაკომპეტენტურ, წარუმატებელ ადამიანად, რომელიც ახლოსაც ვერ მივა თავის მეგობარ გალაჰართან.

ყველა ეს გრძნობა მკითხველისთვის უფრო ნათელი ხდება, როდესაც ჩენდლერი მეგობარს ხვდება ბარში. აქ, გალაჰარი თავისი დიდი მოგზაურობის შესახებ მომხიბვლელ ისტორიებს უყვება. ჩენდლერი ხვდება, რომ მისი ცხოვრება აბსოლუტურად განსხვავდება მეგობრის ცხოვრებისგან და ფიქრობს, რომ ეს მისი ცოლის ბრალია, ის აფერხებს და ხელს უშლის წარმატებაში. რომ არა მისი ცოლი, რომ არა მათი პატარა ვაჟი, ისიც შეძლებდა მიეღწია წარმატებისთვის. ჩანდლერს ეჭვიანობა არ ასვენებს. რაც უფრო მეტს სვამს და რაც უფრო ბევრს ლაპარაკობენ, მით უფრო უბადრუკად გრძნობს ჩენდლერი თავს. ის ცდილობს დამალოს, რომ მეგობრის ცხოვრების შურს და ეუბნება მას რომ ერთ დღეს ისიც მოიყვანს ცოლს და შექმნის ოჯახს.

ჯოისი ამბავს აგრძელებს ჩენდლერის სახლის სცენით. „პატარა ჩენდლერს“ ხელში უჭირავს თავისი ვაჟი და უყურებს თავისი ცოლის, ენის, სურათს თვალებში და ცდილობას თავისი დაბნეულობის მიზეზის პოვნას. ერთადერთი რასაც იპოვის სიცივეა. ის ხედავს ლამაზ გოგოს, მაგრამ ვერ ხედავს ცხოვრებას მასში და თან ადარებს მას იმ მდიდარ, ეგზოტიკურ ქალებს რომლებიც გალაჰარის თქმით, მისთვის ხელმისაწვდომები არიან. მას, აინტერესებს რატომ იქორწინა ენზე. მერე ბაირონის ლექსების კითხვას იწყებს, მანამ მისი ვაჟი ატირდება. ამ დროს მიხვდება ჩენდლერი, რომ შვილთან ერთადაც ვერ გრძნობს თავს კარგად. ბავშვი კი უფრო და უფრო უმატებს ტირილს დედის მოსვლამდე. იმის მიხედვით თუ როგორ ეპყრობა შვილს ენი და როგორ ქმარს, ჩენდლერს უჩნდება გრძნობა რომ ცოლისთვის ის პირველ ადგილზე არ არის.

ჩენდლერი გრძნობს, რომ ხაფანგშია. ყველანაირი იმედი, რაც დღის დასაწყოსში ჰქონდა, გაუქრა. ჩენდლერი ბოლოსდაბოლოს აცნობიერებს იმას, რაც მკითხველმა დიდი ხანია იცის. ის ხვდება, რომ ყველაფერში დამნაშავე თავადაა და ახლა მხოლოდ თავს იტყუებს. ჩენდლერს თვალები ცრემლით ევსება და ამბავიც აქ მთავრდება.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება