ულისეირლანდიელი მწერლის, ჯეიმზ ჯოისის, რომანი. ის თავდაპირველად ნაწილ-ნაწილ გამოქვეყნდა ამერიკულ ჟურნალ „The Little Review-ში“ 1918-ის მარტიდან 1920-ის დეკემბრამდე, ხოლო ბოლომდე გამოიცა „Sylvia Beach-ში“ 1922 წლის თებერვალში, პარიზში. რომანი განიხილება ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ნაშრომად მოდერნისტულ ლიტერატურაში[1], მას უწოდეს „დემონსტრაცია და შეჯამება მთელი მოძრაობის“[2]. ულისეს მოყვარულნი, როგორიცაა ენტონი ბერჯესი, აღწერს წიგნს როგორც: „განუმეორებელი და ასევე შესაძლოა გიჟური“[3].

„ულისე“
Ulysses

1922 წლის პირველი გამოცემის გარეკანი
ავტორი ჯეიმზ ჯოისი
ენა ინგლისური
ჟანრი მოდერნიზმი, რომანი
გამომცემელი Sylvia Beach
გამოცემის თარიღი 2 თებერვალი 1922
მთარგმნელი ნიკო ყიასაშვილი,მაია ყიასაშვილი
გვერდი 632-დან 1,000-მდე დამოკიდებულია გამომცემელზე
oclc 20827511
წინამორბედი ხელოვანის პორტრეტი ახალგაზრდობისას
(1916)
მომდევნო ფინეგანის სამძიმარი
(1939)
ISBN 0-679-72276-9
ჯოისის ოთახი, დღევანდელი დღე. ჯოისი მუზეომი

ულისეს ქრონიკებში ნაჩვენებია საგაზეთო რეკლამების აგენტ ლეოპოლდ ბლუმის ერთი ჩვეულებრივი დღე, 16 ივნისი 1904 (დღე ჯოისის ცხოვრებაში, როცა პირველად შეხვდა მის მომავალ ცოლს, ნორა ბერნაქლს).[4] ულისე ლათინურ ენაზე ოდისევსს ნიშნავს (ჰომეროსის პოემის — ოდისეის გმირი) . რომანი დაფუძნებულია პარალელების წყებაზე, რომელებიც ამ პოემის პერსონაჟებსა და მოვლენებს შორის მყარდება. (მაგალითად: ლეოპოლდ ბლუმი — ოდისევსი, მოლი ბლუმი — პენელოპე და სპეფან დედალოსი — ტელემაქე).

ულისე შედგება დაახლოებით 265 000 სიტყვისგან და 18 ეპიზოდისგან[5]. გამოქვეყნების შემდეგ, რომანმა გამოიწვია კამათი და კრიტიკა. დაიწყო სასამართლო პროცესებიც — „ჯოისის ომები“. ჯოისმა გამოიყენა „steam-of-consciousness“ ტექნიკა, ფრთხილად ააგო სტრუქტურა და ექსპერიმენტული პროზა, რომელიც სავსეა პაროდიებითა და ილუზიებით, ასევე მდიდარია იუმორით. რომანი პრესტიჟულად ითვლება მოდერნიზმის პანთეონში. 1998 წელს „Modern Library“- მ პირველი ადგილი მიანიჭა მე-20 საუკუნის 100 საუკეთესო ინგლისურენოვანი რომანის[6] ჩამონათვალში. ჯოისის ფანატები მსოფლიოს მასშტაბით აღნიშნავენ 16 ივნისს, როგორც ,,ბლუმსდეის".

წინარეისტორია რედაქტირება

თავდაპირველად ჯოისი მოულოდნელად შეხვდა ოდისევსის პერსონაჟს ჩარლი ლამბსის მიერ დაწერილ ადაპტაციაში ბავშვებისთვის — „ულისეს თავგადასავალი“. სკოლაში მან დაწერა ესე ოდისევსზე სახელწოდებით „ჩემი საყვარელი გმირი“.[7][8] ჯოისი ფრენკ ბაგენს ეუბნებოდა, რომ ოდისევსი იყო ყოველმხრივი პერსონაჟი ლიტერატურაში.[9] ის ფიქრობდა, რომ ნაშრომისთვის „დუბლინელები“ დაერქმია „ულისე დუბლინში“,[10] ეს იდეა გადაიზარდა რომანში, „დუბლინელები“ 1906-ში, შემდეგ პატარა მოთხრობაში _1907-ში [11] და ბოლოს დაგვირგვინდა დიდი წიგნით, რომლის წერა დაიწყო 1914-ში.

სტრუქტურა და სიუჟეტი რედაქტირება

სტრუქტურა რედაქტირება

ჯოისმა ულისე დაყო 18 თავად ან ”ეპიზოდად”.ერთი თვალის გადავლებით წიგნის უმეტესი ნაწილი შესაძლოა მოგვეჩვენოს დაულაგებელი და ქაოტური. ჯოისმა ერთხელ თქვა: ”ჩავდე ტექსტში საკმაოდ ბევრი გამოცანა და თავსატეხი, რომლებიც პროფესორებს საუკუნეების განმავლობაში მისცემს კამათის საფუძველს”, ამით მოიპოვა რომანმა ”უკვდავება”[12].

ულისე 3 ნაწილისგან და 18 ეპიზოდისგან შემდგარი თავისებური თანამედროვე ოდისეაა. თითოეული ეპიზოდი მეტად პირობითად, პერიოდულ პლანში შეესატყვისება ჰომეროსის ეპოსის რომელიმე თავსა თუ მოტივს. დედანში ამ ეპიზოდებს სათაურები არ ჰქონდა.სათაურების შერჩევა მოხდა, ჯოისის მიერ შედგენილი სქემიდან, რომელიც მან 1922 წელს გააკეთა მისი მეგობარი სტიუარტ გილბერტის დასახმარებლად.

 
ულისე, Egoist Press, 1922
 
ჯეიმზ ჯოისის კოშკი

რომანი შეესაბამება ჰომეროსის ოდისეას, მაგრამ არც ეს სიუჟეტური პარალელი თუ ანალოგია და არც საერთოდ ტრადიციულად გაგებული სიუჟეტი არ წარმოადგენს მწერლის ძირითადი სათქმელის გამოხატვის საშუალებას. თხრობა, ამბავი მინიმუმამდეა დაყვანილი. რომანი თითქმის მთლიანად პერსონაჟთა ცნობიერების ნაკადის შინაგანი მონოლოგებისგან შედგება. მთელი დღის განმავლობაში ბლუმისა და სტივენ დედალოსის ლტოლვა ერთმანეთისკენ ორივე გმირის უთვისტომობის, სულერი ობლობის, ადამიანური თანადგომისა და სითბოს წყურვილის ტრაგიკული განცდის გამოხატულებაა, რაც მამისა და ძის ერთარსობის რელიგიურ სიმბოლურ-პაროდიული სქემის სახით არის გამოვლენილი. რომანის ყველა ეპიზოდში, რომელშიც სტივენი ჩნდება, შეიძლება ოთხთავის ამა თუ იმ ამბის თავისებური პაროდია დავინახოთ, ხოლო იქ, სადაც ბლუმი მონაწილეობს, ძირითადად ძველი აღთქმის რემინისცენციები ამოვიკითხოთ. ფარული თუ პირდაპირი ციტაციის გზით გამოვლენილი ბიბლიური მოსეს სიმბოლური სახე ირლანდიელი ეროვნული გმირის, ჩარლზ პარნელის, სახელსაც უკავშირდება. ყველა ამ ანალოგიებისა თუ მითურ-პარაბოლური სიმბოლოს აზრი და დანიშნულება მუდამ ნათელი არ არის. იგრძნობა წინააღმდეგობა ჯოისის პერსონაჟის პარნელისადმი აშკარა სიმპათიასა თუ სტივენის ღმერთის სახედ წარმოდგენისა და იმ ორაზროვან ღვთისმგმობელურ ირონიას შორის, რითაც გამსჭვალულია მთელი ეს ჯოისური მითოლოგია.

სიუჟეტი რედაქტირება

რომანი მოგვითხრობს ორი ადამიანის, ოცდათვრამეტი წლის დუბლინელი ებრაელის, ლეოპოლდ ბლუმისა და ოცდაორი წლის სტივენ დედალოსის ცხოვრების შესახებ. მოქმედება 1904 წლის 16 ივნისს ვითარდება.

ნაწარმოები დაყოფილია სამ დიდ ნაწილად, რომლებიც ჯამში თვრამეტ ეპიზოდს აერთიანებს. ავტორის ჩანაფიქრით, წიგნის სტრუქტურა ჰომეროსის "ოდისეას" უნდა შეესაბამებოდეს, რომლის მთავარი გმირის ლათინური ტრანსკრიფცია იკითხება, როგორც ულისე. ეს კავშირი ძველბერძნულ ნაწარმოებთან პირობითია. ამ ვრცელ რომანში, ფაქტობრივად, მნიშვნელოვანი არაფერი ხდება.

მოქმედების ადგილი ირლანდიაა, კერძოდ, ქალაქი დუბლინი. თხრობისას იგრძნობა, რომ ავტორს რუკითა და ცნობარებით ამ ქალაქის ყოველი გოჯი აქვს გაზომილი და შესწავლილი. დრო ქრონომეტრული სიზუსტით მიდის, თუმცა ზოგჯერ ჩერდება.

პირველი ნაწილი სამ ეპიზოდს მოიცავს.

დილის რვა საათზე ბაკ მალიგანმა თავისი მეზობელი დედალოსი გააღვიძა. ისინი ერთად ქირაობდნენ ოთახს მარტელას კოშკში. დედალოსი უკმაყოფილო იყო მესამე მეზობლის, ჰეინზის საქციელით, რომელმაც ღამით, ძილ-ბურანში მყოფმა სროლა ატეხა. მხდალ დედალოსს ეს მაინცდამაინც არ მოეწონა. იგი მალიგანზეც ნაწყენი გახლდათ. სტივენს ცოტა ხნის წინ ღვიძლის კიბოთი გარდაეცვალა დედა, რომელთანაც განსაკუთრებული ურთიერთობა აკავშირებდა. მალიგანი კი გარდაცვლილს ზოგჯერ უპატივცემულოდ იხსენიებდა 一 ეს იყო შვილის მიერ მამის ძებნა-ძიება. მათ მაგალითად ჰამლეტი, იესო ქრისტე და ტელემაქე, ულისეს ვაჟიშვილი მოჰყავდათ. ორი საათის შემდეგ იმავე თემას ისტორიის გაკვეთილზე განიხილავდნენ, რომელსაც სტივენი უძღვებოდა. ამ თემამ თავი იჩინა სკოლის დირექტორთან საუბარშიც, რომელიც ახალგაზრდა კაცს სთხოვდა, გაზეთის რედაქციაში ნაცნობებისთვის გადაეცა მისივე დაწერილი ვრცელი სტატია დაავადება „თურქულის“ შესახებ. გაკვეთილების შემდეგ სტივენი ფიქრს მიეცა.

იმავე დილას დაიწყო პატარა რეკლამების აგენტის, ლეოპოლდ ბლუმის ასეთივე „მოგზაურობა“.

რომანის ცენტრალურ და ყველაზე დიდ, თორმეტეპიზოდიან ნაწილში აღწერილია მისი საუზმე. მან დლუგაჩის დუქანში ღორის თირკმლები იყიდა. იქვე ნახა პალესტინაში სანიმუშო ფერმის სარეკლამო ბროშურა და გონებაში მსგავსი ფერმის შესახებ გეგმაც დააწყო. სახლში მას ორი წერილი ელოდებოდა, პირველი ქალიშვილისგან, რომელსაც მილი ერქვა. მას ზოგჯერ მერიონსაც ეძახდნენ. წინა დღეს თხუთმეტი წლის გახდა და ის უკვე მუშაობდა მოლინგარში ფოტოგრაფის ასისტენტად. მეორე წერილი ბლუმის ცოლის, მოლის სახელზე გამოეგზავნათ. მოლი მომღერალი უიყო და მისი იმპრესარიო ბუიანი, ანუ ბოილანი ატყობინებდა, რომ დღის ოთხ საათზე მიაკითხავდა.

საუზმის შემდეგ ბლუმმა ჟურნალით ხელში საპირფარეშოს მიაშურა. თერთმეტი საათისთვის იგი თავისი სკოლის მეგობრის დაკრძალვას უნდა დასწრებოდა. ლეოპოლდი ერთი საათით ადრე გავიდა სახლიდან, რათა გზად წვრილმანი საქმეებიც მოეგვარებინა. ფოსტაში გაიარა, სადაც წერილი მიიღო ვინმე მარტა კლიფორდისგან. ბლუმმა ადრე მხოლოდ ამურული მიზნით გამოაქვეყნა განცხადება გაზეთში, ვითომ მდივან ქალს ეძებდა. მარტამ მის სასიყვარულო განცხადებას უპასუხა. წერილში წერდა, რომ ოცნებობდა ლეოპოლდთან შეხვედრაზე.

ბლუმი ფიქრებს მიეცა, მაგრამ უკვე სასაფლაოზე წასვლის დროც მოსულიყო. ეტლში, რომლითაც სამძიმარზე მისული ხალხი მგზავრობდა, ლეოპოლდთან ერთად აღმოჩნდა სტივენის მამაც, საიმონ დედალოსი. ასეთ ვითარებაში, როგორც სჩვევიათ ხოლმე, უამრავ საკითხზე ისაუბრეს, ბლუმის მეუღლის გასტროლებსაც გადასწვდნენ და მისი სიმამრის თვითმკვლელობასაც. გასვენების შემდეგ კლეოპოლდი გაზეთის რედაქციაში წავიდა, სადაც სარეკლამო აგენტად მუშაობდა. იქ იმავე კამპანიას შეხვდა, რომელიც სასაფლაოზე იყო. მათთან ერთად ასევე იყვნენ პროფესორი მაკჰიუ, ადვოკატი ო’მოლოი და რედაქტორი მაილს კროუფორდი. ბლუმი ცოტა ხნით გავიდა და დაბრუნდა. ამ დროს რედაქციაში სტივენ დედალოსიც მივიდა და სკოლის დირექტორის სტატია მიიტანა გაზეთში. ხანმოკლე საუბრის შემდეგ მან უველა ბარში დაპატიჟა. რედაქტორი სამსახურში შეყოვნდა, ამ დროს ბლუმიც დაბრუნდა და კროუფორდის მთელი რისხვა მას დაატყდა თავს.

შეურაცხყოფილი ბლუმი რედაქციიდან წავიდა. ქალაქში იხეტიალა. შიმშილის გრძნობამ შეაწუხა. სულ უფრო და უფრო მეტს ფიქრობდა საჭმელზე. ხეტიალისას ნაცნობ ქალს შეხვდა, გამოელაპარაკა, გზა განაგრძო და მერე ვიღაც გიჟს გადაეყარა. ბოლოს დევი ბერნის სასადილოსკენ აიღო გეზი. აქ მეპატრონის ერთ-ერთმა მუდმივმა კლიენტმა უთხრა, რომ ლეოპოლდი მასონიაო.

სწორედ ამ დროს, დღის ორ საათზე, ქალაქის ყველაზე განათლებულ საზოგადოებას სტივენ დედალოსი ბიბლიოთეკაში საკუთარ მოსაზრებებს უზიარებდა შექსპირის ბიოგრაფიისა და პიროვნების შესახებ. იგი ამტკიცებდა, რომ შექსპირი თვითონვე თამაშობდა საკუთარ პიესებს და თავს ჰამლეტის მამის აჩრდილად მიიჩნევდა. ორიგინალობისა და თავის გამოჩენის სურვილის მიუხედავად, სტივენი შეკრებილი საზოგადოებისგან მაინც გარიყული დარჩა. მას არ უბეჭდავდნენ ლექსებს ახალგაზრდა პოეტების კრებულებში და არც საღამოებზე ეპატიჟებოდნენ თავისი მეგობრებისგან, მეილახის, ანუ მაკ მალიგანისგან განსხვავებით, რომელიც ამ შეხვედრასაც ესწრებოდა. ისედაც შეურაცხყოფილ სტივენს განაწყენების ახალი მიზეზი მიეცა. ბიბლიოთეკაში ბლუმიც მივიდა და კინაღამ დედალოსსაც შეხვდა.

შუადღე იყო. ქალაქის მცხოვრებნი თავისი საქმეებით იყვნენ დაკავებულნი. ბლუმის მეგობრები მის ცოლზე საუბრობდნენ. თავად ლეოპოლდი მაზოხისტური შინაარსის წიგნებს ათვალიერებდა და ერთი კიდეც შეარჩია თავისთვის. ბუიან ბოილანმა ერთ-ერთ მისამართზე ღვინო და ხილი გააგზავნა. სტივენი საკუთარ დას შეხვდა, რომელიც მამას ცოტა ხნის წინ დასცილდა.

ბლუმმა იცოდა, რომ ოთხი საათისთვის მისი ცოლის, მოლისა და ბუიან ბოილანის შეხვედრა უნდა შემდგარიყო. იგი ეჭვიანობდა მათ შორის მართლაც არსებული სასიყვარულო ურთიერთობის გამო. ლეოპოლდი შეუმჩნევლად აედევნა ბოილანს. რესტორან „ორმონამდე“ სდია. აქ მანაც ისადილა თავის ნაცნობთან ერთად, მუსიკასაც მოუსმინა. შემდეგ გაიგო, რომ ბოილანი ეტლით წასულიყო. ამაღელვებელი მუსიკის ფონზე ეჭვიანობამ და ცოლის ღალატის ფარულმა სურვილმა მთლიანად შეიპყრო ბლუმი. წარმოიდგინა, თუ რა ხდებოდა სახლში, მისი არყოფნის დროს. გადაწყვიტა, წერილი გაეგზავნა მარტასთვის და უარი ეთქვა მასთან გადაუდებელ შეხვედრაზე.

ხუთ საათზე ბარნი კირნანის კაბინეტში ირლანდიელი პატრიოტები შეიკრიბნენ. საკუთარ პრობლემებზეც ისაუბრეს და ინგლისისა და ებრაელების მიერ დაჩაგრულ სამშობლოზეც. მათთან მარტინ კენინგემის ძებნით დაკავებულმა ბლუმმაც შემოიხედა. პატრიოტები საუბარს განაგრძობდნენ. ბლუმი არ ეთანხმებოდა ინგლისელებისადმი მათ მკვეთრ გამონათქვამებს. ეს შეხვედრა მის მიმართ ანტისემიტური გამოხტომით დამთავრდა. ეტლში ჩაჯდომისას მას ცარიელი ქილა ესროლეს. რვა საათისთვის ბლუმი პლაჟზე გავიდა. აქ იგი გერტ მაკდაუელს უთვალთვალებდა და თან მასტურბირებდა. ქალი გრძნობდა კაცის ინტერესს და გამომწვევად იქცეოდა. როცა იგი თავის დაქალებთან ერთად მისეირნობდა, ბლუმმა შეამჩნია, რომ გერტი კოჭლობდა. მან ისიც მალევე აღმოაჩნია, რომ საათი გაჩერებულიყო ზუსტად ხუთის ნახევარზე. ბლუმმა ეს ამბავი მაშინვე ცოლის ღალატს დაუკავშირა.

ლეოპოლდს ცოლთან შეხვედრის არავითარი სურვილი არ ჰქონდა. საღამოს ათზე იგი ექიმ ჰორნის ჩვილ ბავშვთა თავშესაფარში აღმოჩნდა. აქ ერთი მრავალშვილიანი დედა უკვე მესამე დღეა წვალობდა და ბავშვს ვერა და ვერ აჩენდა. თავშესაფარში მისულმა ბლუმმა ახალგაზრდების კამპანია აღმოაჩინა, რომელთა შორის სტივენიც შენიშნა. ისინი სვამდნენ. ბლუმი მათ შეუერთდა და დედალოსთან საუბარი გააბა.

ახალგაზრდებს შორის ბაკ მალიგანი სიტყვამრუშობდა. საუბარი ახალი ამბის გამო უფრო გაცხოველდა. ქალმა, როგორც იქნა, იმშობიარა. მხიარული კამპანია დროსტარების გასაგრძელებლად დუქნისკენ გაეშურა. სტივენი და მისი მეგობარი ლიჩემი კი ბელა კოენის საროსკიპოში წავიდნენ. ბლუმმა, რომელიც სიმპათიით იყო განმსჭვალული სტივენის მიმართ, გადაწყვიტა, ამ ორ ახალგაზრდას გაჰყოლოდა.

შუაღამით იგი დუბლინის გარყვნიელბის ეპიცენტრში აღმოჩნდა. მთვრალი ბლუმი ჰალუცინაციებში ჩაეფლო. იგი ხან თავის მშობლებს ხედავდა, ხანაც ნაცნობ ქალებს, ხანაც 一 იმ ადამიანებს, რომლებიც ცოტა ხნის წინ შეხვდნენ. იგი იძულებული გახდა, თავი დაეცვა ამ მოჩვენებების მიერ წაყენებული ბრალდებებისგან. მისი ქვეცნობიერი სამყარო, ძალაუფლების წყურვილთან ერთად, შიშისა და სექსუალური მაზოხიზმის თანხლებით, გარეთ გამოჭრას ცდილობდა. ბოლოს იგი მეძავ ზოიასთან ერთად ბორდელში აღმოჩნდა. აქ ისევ შეხვდა სტივენსა და მის მეგობარს. ჰალუცინაციები გაგრძელდა 一 ქალაქდაქცეულ ბლუმს ათას უკუღმართობაში დასდეს ბრალი, მათ შორის საკუთარი ცოლის თვალთვალში, როდესაც იგი სხვა მამაკაცებთან ერთობოდა. ორგიის დროს დედალოსის წარმოსახვაში მშობელი დედის აჩრდილი გაჩნდა. სტივებნმა ჭაღი ნამსხვრევებად აქცია და ქუჩაში გაიჭრა, სადაც ჯარისკაცები ჩხუბობდნენ. ბლუმმა როგორღაც ჩააცხრო ვნებათაღელვა და როცა იგი მტვერში ამოგანგლული სტივენის სხეულისკენ დაიხრება, უცებ თავისი თერთმეტი წლის წინ დაღუპული შვილი, რუდი ამოიცნო.

წიგნის მესამე ნაწილი სამი ეპიზოდისგან შედგება. ღამის პირველ საათზე ბლუმმა და სტივენმა საჩაიემდე მიაღწიეს და კუთხეში მიმყუდროვდნენ. ლეოპოლდი ცდილობდა, წამოეწყო საუბარი, რომელიც ყოველ ჯერზე ჩიხში ექცეოდა. მან სტივენს ცოლის სურათი აჩვენა და სახლშიც დაპატიჟა, რათა ისინი ერთმანეთისთვის გაეცნო. გზად არაფხიზელი ადამიანებისთვის დამახასიათებელ უმნიშვნელოვანეს საკიტხებზე ისაუბრეს. ბოლოს, როგორც იქნა, ბლუმის სახლსაც მიაღწიეს. ძლივ გააღეს კარი, სამზარეულოში დასხდნენ, კაკაო დაისხეს და საუბარი განაგრძეს. ამის შემდეგ ეზოში გავიდნენ, მოშარდეს და დაემშვიდობნენ ერთმანეთს.

ცოლის გვერდზე მიწოლილი ბლუმი მეუღლის ღალატსა და მის სავარაუდო საყვარლებზე ფიქრობდა. შემდეგ მეუღლეს ცოტა ხანს ესაუბრა და ჩაეძინა.

რომანი მოლი ბლუმის მონოლოგით სრულდება საკუთარი საყვარლების, ქმრისა და ინტიმური სურვილების შესახებ. აქვე ირკვევა, რომ მას მენსტრუაცია ეწყება, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია მისი მაცდური და ვნებიანი ფიქრებისთვის.

რომანის დასასრულს ასეთი სიტყვებია: „ასე რომ, მან შეიგრძნო ჩემი მკერდი და მისი სურნელი. გული გიჟურად უცემდა და მე ვუთხარი: ჰო, მინდა, ჰო!“

გამოქვეყნების ისტორია რედაქტირება

რომანის წერა მიმდინარეობდა შვიდი წლის განმავლობაში 1914-დან 1921-მდე, ნაწარმოები გამოვიდა ნაწილ-ნაწილ ამერიკულ ჟურნალში ” The Little Review” 1918-1920 წლებში[13], სანამ არ გამოქვეყნდა ნავზიკაეს ეპიზოდი და დაიწყო დევნა უხამსოის გამო[14]. 1919 წელს რომანის განოაქვეყნება დაიწყო ლონდონურმა ლიტერატურულმა ჟურნალმა ”Egoist"-მა , მაგრამ ის მაშინვე აიკრძალა გაერთიანებულ სამეფოში. ნაწარმოები პირველად სრული სახით გამოქვეყნდა 1922 წელს ჟურნალ „Sylvia Beach“-ში, პარიზში.[15]. 1934 წლამდე რომანი ყველა ინგლისურენოვან ქვეყანაში აკრძალული იყო.

1920 წელს დაიწყო სასამართლო საჩივრები ამერიკაში. 1921 წელს სასამართლომჯურნალი უხამსად გამოაცხადა და დაიჭყო ეფექტიანი ბრძოლა რომანის წინააღმდეგ, რის შედეგადაც ჟურნალის გამომცემლები დააპატიმრეს და დააჯარიმეს. 1920 წლის განმავლობაში ამერიკის პოლიციის სამსახური წვავდა ნაწარმოების ასლებს.[16]

1933 წელს გამომცემელმა ”Random House-მა” და ადვოკატმა მორის ერნსტმა მოაწყვეს რომნის ფრანგული გამოცემის იმპორტი განუბაჟებელი სახით, რის გამოც როცა გემი დაიცალა აღნიშნულ პროდუქციაზე დაიწყო დავა. შეერთებული შტატებისა და ნაწარმოებს შორის ბრძოლა საბოლოოდ დასრულდა 1933 წელის 6 დეკემბერს როდესაც აშშ-ს რაიონული სასამართლოს მოსამართლემ ჯორჯ მ. ვულსიმ დაადგინა, რომ წიგნი არ იყო პორნოგრაფიული და არ შეიძლებოდა ყოფილიყო უხამსი.[17] მეორე დონის სააპელაციო სასამართლომ დაადასტურა ეს გადაწყვეტილება 1934 წელს[18]. ამის შემდეგ აშშ გახდა პირველი ინგლისურენოვანი ქვეყანა სადაც შესაძლებელი წიგნი თავისუფლად ხელმისაწვდომი გახდა. აღსანიშნავია რომ ირლანდიაში ეს წიგნი არ ყოფილა აკრძალული, თუმცა მაინც არ იყო ხელმისაწვდომი.[15][19]

ლიტერატურული მნიშვნელობა და კრიტიკა რედაქტირება

ინტერვიუში ჟურნალთან ”Dial" ტომას ელიოტმა ისაუბრა ულისეზე : ”მიმაჩნია, რომ ეს წიგნი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოხატულებაა, რომელმაც ჩვენს დრომდე მოაღწია, ეს არის წიგნი რომელშიც ჩვენ ყველანი ვართ ჩაფლული და არცერთ ჩვენგანს არ შეუძლია გაქცევა.” ის ირწმუნებოდა, რომ ჯოისი არ იყო დამნაშავე თუ ხალხმა ვერ გაიგო ეს.[20]

მედია ადაპდაციები რედაქტირება

თეატრი რედაქტირება

2006 წელს დრამატურგის შეილა კალაჰენის ”მკვდარი ქალაქი”. ეს წიგნის თანამედროვე ადაპტაცია დაიდგა ნიუ-იორკში. სადაც მამრობით პერსონაჟები ბლუმი და დედალოსი ჩანაცვლებულია მდედრობითი სქესის პერსონაჟებით სამანტა ბლოსსომით და ივილ იუპერით.[21]

2013 წელს რომანის ახალი თეატრალური ადაპტაცია, ”გიბრალტარი”, დაიდგა ნიუ-იორკში თეატრში ”Irish Repertory Theatre” .სცენარის ავტორია პატრიკ ფითჯერალდი და რეჟისორი კი ტერი კინლი. ამ ორმა ადამიანმა ყურადღება გაამახვილეს ბლუმის და მოლის სიყვარულის ისტორიაზე.[22]

კინემატოგრაფია რედაქტირება

1967 წელს მოხდა წიგნის ეკრანიზაცია ჯოსეფ სტრიკის მიერს. ფილმში ბლუმის როლს ასრულებს მაილო ოშაი. ფილმი ნომინირებული იყო ოსკარზეც საუკეთესო ადაპტირებული სცენარის ნომინაციაში

2003 წლის ფილმის ვერსიაში ბლუმის როლს ასრულებს სტეფან რი და ანჯელინა ჯოლი.

ტელევიზია რედაქტირება

1988 წელს დოკუმენტური ფილმი ”მოდერნ სამყარო:ათი უდიდესი მწერალი-ჯეიმზ ჯოისის ულისე” აჩვენეს მეოთხე არხზე, სადაც ზოგიერთი ძალიან ცნობილი სცენა რომანიდან იყო ინსცენირებული. დეივიდ საჩეტი თამაშობს ლეოპოლდ ბლუმის როლს.[23]

აუდიო ვერსია რედაქტირება

ბლუმსდეიზე 1982 წელს ირლანდიურმა ნაციონალურმა მაუწყებელმა ”RTE"[24] დადგა ულისეს რადიო ინსცენირება, რომელიც გაგრძელდა 29 საათი და 45 წუთი. მისი კომერციული ვარიანტი გავრცელდა თავდაპირველად CD-ის სახით შემდეგ კი გამოვიდა mp3 ვერსიაც.

1993 წელს BBC რადიომ გაუშვა ულისეს აუდიო ვერსია. სადაც ტექსტს მხატვრულად კითხულობდნენ: სინიდ კიუსაკი, ჯეიმზ გრინი, სტეპან რი, ნორმან როდვეი, და სხვები. ეს პერფორმანსი გრძელდებოდა 5 საათი და 50 წუთი.

ტექსტის სრული ვერსია შექმნა ჯიმ ნორტონმა მარსელა რიორდენთან ერთად. ეს ჩანაწერი გავრცელდა ”naxos Records-ის” მიერ 22 აუდიო CD დისკის სახით 2004 წელს.[25]

2012 წელს 16 ივნისს ბლუმსდეიზე BBC რადიო 4-მა გაუშვა ახალი 9 ნაწილიანი ადაპტაციური დადგმა რობინ ბრუქსის მიერ, მონაწილეო-მდნენ: სტეფან რი ნარატორის, ჰენრი გუდმენი ლეოპოლდ ბლუმის, ნიამ კიუსაკი მოლი ბლუმის და ენდრიუ სკოტი სტეფან დედალოსის როლში.[26]

გილბერტის სქემა რედაქტირება

ეს სქემა შექმნა ჯეიმზ ჯოსისმა , რომ დახმარებოდა მის მეგობარს სტიუარტ გილბერტს რომანის სტრუქტური ფუნდამენტურ გააზრებაში. გილბერტმა ეს სქემა გამოაქვეყნა 1930 წელს თავის წიგნში ”ჯეიმზ ჯოისის ულისე: შესწავლა”. ორიგინალი ასლი ინახება ჰერლი კროსმენის კოლექციაში სამხრეთ ილინოისის უნივერსიტეტ კარბონდეილში

 
ირლანდიის ნაციონალური ბიბლიოთეკა
სათაური სცენა დრო ორგანო ფერი სიმბოლო ხელოვნება
ტელემაქე კოშკი 8 - თეთრი, ოქროსფერი თმა თეოლოგია
ნესტორი სკოლა 10 - ყავისფერი ცხენი ისტორია
პოსეიდონი სანაპირო 11 - მწვანე ზღვის მიმოქცევა ფილოლოგია
კალიფსო სახლი 8 თირკმელი ნარინჯისფერი ნიმფა ოკონომიკა
ლოტოფაგები სააბაზანო 10 გენიტალიები - ზიარება ბოტანიკა/ქიმია
ჰადესი სასაფლაო 11 გული თეთრი, შავი მეთვალყურე რელიგია
ეოლი გაზეთი 12 ფილტვები წითელი რედაქტორი რიტორიკა
ლესტროგონიები ლანჩი 13 საყლაპავი მილი - პოლიციელი არქიტექტურა
სცილა და ქარიბდა ბიბლიოთეკა 14 ტვინი - სტრეტფორდი/ლონდონი ლიტერატურა
მოძრავი კლდეები ქუჩები 15 სისხლი - მოქალაქეები მექანიკა
სირინოზები საკონცერტო დარბაზი 16 ყური - ბარმენი მუსიკა
ციკლოპი ტავერნა 17 კუნთები - ფენი პოლიტიკა
ნავზიკაე ქვები 20 თვალი, ცხვირი ნაცრისფერი, ლურჯი ქალწული მხატვრობა
ჰელიოსის საქონელი ჰოსპიტალი 22 მუცელი თეთრი დედა მედიცინა
კირკე საროსკიპო 23 მანოძრავებელი სისტემა - მეძავი მაგია
ელმეოსი თავშესაფარი 1 ნერვები - მეთევზეები ნავიგაცია
ითაკა სახლი 2 ჩონჩხი - კომეტა მეცნიერება
პენელოპე საწოლი ხორცი - დედამიწა -

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Harte, Tim (Summer, 2003). „Sarah Danius, The Senses of Modernism: Technology, Perception, and Aesthetics“. Bryn Mawr Review of Comparative Literature. 4 (1). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2003-11-05. ციტირების თარიღი: 2001-07-10. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება) (review of Danius book).
  2. Beebe (1971), p. 176.
  3. Burgess, Anthony (13 June 1993). „Send us, bright one, light one, hoopsa“. The Observer. ციტირების თარიღი: 4 August 2013.
  4. Keillor, Garrison, "The Writer's Almanac", 2 February 2010.
  5. Vora, Avinash. (20 October 2008) Analyzing Ulysses. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-10-25. ციტირების თარიღი: 2008-10-20.
  6. 100 Best Novels. Random House (1999). ციტირების თარიღი: 2007-06-23. This ranking was by the Modern Library Editorial Board დაარქივებული 2010-09-02 საიტზე Wayback Machine. of authors and critics; readers ranked it 11th. Joyce's A Portrait of the Artist as a Young Man was ranked third by the board.
  7. Gorman (1939), p. 45.
  8. Jaurretche, Colleen (2005). Beckett, Joyce and the art of the negative, European Joyce studies. Rodopi, გვ. 29. ISBN 978-90-420-1617-0. ციტირების თარიღი: 01/02/2011. 
  9. Budgen (1972), p.
  10. Borach (1954), p. 325.
  11. Ellmann (1982), p. 265.
  12. „The bookies' Booker...“. The Observer. London. 5 November 2000. ციტირების თარიღი: 2002-02-16.
  13. The Little Review at The Modernist Journals Project (Searchable digital edition of volumes 1–9: March 1914 – Winter 1922)
  14. Ellmann, Richard (1982). James Joyce. New York: Oxford University Press, გვ. 502–04. ISBN 0-19-503103-2. 
  15. 15.0 15.1 "75 Years Since First Authorised American Ulysses! დაარქივებული 2012-10-16 საიტზე Wayback Machine. ". Dublin: The James Joyce Center (2006).
  16. Lyons, Martyn. (2011). "Books: A Living History." Los Angeles, CA: Getty Publications. p. 200 ISBN 978-1-60606-083-4.
  17. United States v. One Book Called "Ulysses", 5 F.Supp. 182 (S.D.N.Y. 1933).
  18. United States v. One Book Entitled Ulysses by James Joyce, 72 F.2d 705 (2nd Cir. 1934)
  19. Ireland set for festival of Joyce BBC, 11 June 2004. Retrieved 2010-08-09.
  20. Eliot, T.S. (1975). "'Ulysses', Order and Myth". In Selected Prose of T.S. Eliot (London: Faber and Faber, 1975), 175.
  21. Robertson, Campbell (16 June 2006). „Playwright of 'Dead City' Substitutes Manhattan for Dublin“. The New York Times. ციტირების თარიღი: 2010-03-18.
  22. Irish Repertory Theatre (2013). Gibraltar. Retrieved on 2013-12-15 from from http://www.irishrep.org/gibraltar.html დაარქივებული 2015-09-10 საიტზე Wayback Machine. .
  23. The Modern World: Ten Great Writers: James Joyce's 'Ulysses'. IMDb. ციტირების თარიღი: 18 July 2012.
  24. Reading Ulysses. RTÉ.ie. ციტირების თარიღი: 18 July 2012.
  25. Williams, Bob. James Joyce's Ulysses. the modern world. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 ივლისი 2012. ციტირების თარიღი: 18 July 2012.
  26. James Joyce's Ulysses. BBC Radio. ციტირების თარიღი: 18 July 2012.