დედა (ნოველა)
დედა (ინგლ. A Mother) — ჯეიმზ ჯოისის მოთხრობა, რომელიც გამოქვეყნდა 1914 წელს გამოცემულ ნოველათა კრებულში დუბლინელები.
„დედა“ | |
---|---|
ავტორი | ჯეიმზ ჯოისი |
ქვეყანა | ირლანდია |
ენა | ინგლისური |
ჟანრი | მოთხრობა |
გამოცემის თარიღი | 1914 |
წინამორბედი | Ivy Day in the Committee Room |
მომდევნო | ღვთის წყალობა |
მოთხრობა
რედაქტირებაამბავი იწყება მისტერ ჰოლოჰანის მოკლე აღწერით, რომელიც მუშაობს ირლანდიის კულტურული საზოგადოებისთვის და აწყობს ღონისძიებებს. მას ახლაც დაგეგმილი აქვს კონცერტების სერია. ჰოლოჰანს ცუდი ფეხი აქვს. ჩვენ ნოველაში ასევე ვეცნობით მისის კერნეის, რომელიც ჩამოყალიბებული ქალბატონი იყო პატარა ასაკიდანვე. მას აშინებდა თავისი კლასის მამაკაცებთან ურთიერთობა და სწორედ ამიტომ, მათ „ჯინაზე“, ცოლად გაჰყვა მუშათა კლასის წარმომადგენელ მისტერ კერნეიზე. მისი ქალიშვილი კეტლინი დადის ძვირადღირებულ სკოლაში და სწავლობს პიანინოზე დაკვრას. მისის კერნეი გადაწყვეტს გამოიყენოს ირლანდიის აღორძინების დღე, ოჯახური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. მოახერხა, რომ მისი ქალიშვილი კეტლინი მისტერ ჰოლოჰანს ყურადრების ცენტრში მოხვედრილიყო. მისტერ ჰოლოჰანმა ის კონცერტების სერიაში ჩასვა და მისის კერნეისთან ერთად დაიწყო გოგონას გამოსვლის დაგეგმვა. პირველ კონცერტს ცოტა დამსწრე ჰყავდა. მეორე კონცერტს გაცილებით მეტი დამფინანსებელი ჰყავდა, თუმცა მისის კერნეი ღელავდა დამსწრე საზოგადოების განწყობაზე და კულტურის სამსახურის მდივანზე, მისტერ ფიცპატრიკზე. მესამე კონცერტი საერთოდ გაუქმდა. მისის კერნეი ეჭვობდა, რომ მის ქალიშვილს კონტრაქტით დადგენილ თანხას არ გადაუხდიდნენ, თუმცა გადაჭრით კითხვაზე პასუხი ვერც ფიცპატრიკისგან მიიღო და ვერც ჰოლოჰანისგან. ბოლო კონცერტზე მისის კერნეი ქმართან ერთად მივიდა მოსალოდნელი კამათის გამო. ვერც კონცერტის საღამოს მიიღო მისის კერნეიმ თანხმობა თანხის სრულად გადახდასთან დაკავშირებით და დაჟინებით მოსთხოვა შვილს არ დაერკა იქამდე მანამ არ გადაუხდიდნენ. დავის გაგრძელებას ხელი შეუშალა ფიცპატრიკმა, რომელიც ქალს დაპირდა რომ თანხას აუცილებლად გადაუხდიდნენ ოღონდ ნაწილ-ნაწილ. მიუხედავად იმისა, რომ კონცერტის პირველმა ნაწილმა წარმატებით ჩაიარა, ფიცპატრიკმა შემსრულებლები დაახასიათა როგორც არაპროფესიონალები და მლიქვნელები. მისის კერნეის, შესვენების დროს უთხრეს რომ თანხას რამდენიმე დღეში მისცემდნენ რაზეც ქალბატონი აღშფოთდა, ქალიშვილს დაკვრა აუკრძალა და ოჯახთან ერთად დატოვა კონცერტი. ნოველაში ასახულია დედის გაუმაძღრობა და ფხუკიანობა, ასევე მისი გამოუცდელობა და „კულტურული“ საზოგადოების მანკიერი მხარეები.