ორი რაინდი (მოთხრობა)
ორი რაინდი (ინგლ. Two Gallants) — ჯეიმზ ჯოისის მოთხრობა, რომელიც შევიდა, ირლანდიელი მწერლის მიერ 1914 წელს გამოქვეყნებულ მოთხრობათა კრებულში დუბლინელები. ავტორი მოგვითხრობს ორ მამაკაცზე, რომლებიც იმედგაცრუებულნი არიან საკუთარი ცხოვრებით და მიღწევებით და ცდილობენ სხვების ცხოვრებით მანიპულირებას.[1] ჯოისი მიიჩნევდა რომ ეს მოთხრობა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო მთელ კრებულში.[2]
„ორი რაინდი“ | |
---|---|
ავტორი | ჯეიმზ ჯოისი |
ქვეყანა | ირლანდია |
ენა | ინგლისური |
ჟანრი | მოთხრობა |
გამოცემის თარიღი | 1914 |
წინამორბედი | After the Race |
მომდევნო | პანსიონი |
გამოცემის ისტორია
რედაქტირებაგრანდ რიჩარდსის „ლონდონ ჰაუსი“, 1905 წელს დათანხმდა დუბლინელების გამოცემაზე, მაგრამ კონკრეტული თავების გამო გამოცემა შეფერხდა. ერთ-ერთი ასეთი იყო „ორი რაინდი“.[3] გრანდ რიჩარდსისთვის მიწერილ წერილში ჯოისი, ამ კონკრეტული ნოველის მიმართ, საკუთარ სიყვარულს უსვამდა ხაზს, „ამ ნოველის გამოტოვება ნამდვილად დამღუპველი იქნება. ის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თავია წიგნში. მე მირჩევნია ხუთი სხვა ნოველა ამოვიღო კრებულიდან, ვიდრე ეს ერთი.“[2] ჯოისმა გარკვეული ცვლილებები შეიტანა თავის ნაშრომში, თუმცა ცხრა წლის შემდეგ გრანდ რიჩარდსმა დუბლინელები გამოსცა იმ სახით როგორც ის 1905 წელს უნდა გამოეცათ.
მიმოხილვა
რედაქტირებასაღამოს, ახალგაზრდა მამაკაცი სახელად კორლი თავის მეგობარ ლენეჰენს სეირნობის დროს გამოუტყდა თავისი მსახურის ცდუნებაში. ცორლის შეხვედრა ჰქონდა დაგეგმილი ქალთან, ამ შეხვედრის განმავლობაში ლენეჰენი დუბლინში დაეხეტებოდა მერე კი ბარდის საჭმელად დაჯდა. განმარტოების დროს ის ფიქრობდა თავის ცხოვრებაზე, იმაზე რომ ოცდათერთმეტი წლისა იყო და თავისი ცხოვრებითაც არ იყო კმაყოფილი. მამაკაცი ოცნებობდა „მარტივად მოაზროვნე “ ქალთან შეხვედრაზე. ჭამას რომ მორჩა, ლენეჰენმა ცოტა კიდევ იხეტიალა მანამ კორლისთან დათქმული შეხვედრის დრო მოვიდოდა. კორლიმ მას ოქროს მონეტა აჩვენა, რომელიც იმ ქალმა თავის უფროსს მოპარა და კორლის მისცა იმ დანახარჯის სანაცვლოდ რომელიც წარსულში მასთან ურთიერთობის დროს კორლიმ დახარჯა. კორლიმ და ლენეჰენმა გზა განაგრძეს ქალის მიერ მოპარული ოქროს მონეტიანად.[4]