დები
დები (ინგლ. The Sisters) — ჯეიმზ ჯოისის ნოველა, რომელიც გამოქვეყნდა 1914 წელს გამოცემულ ნოველათა კრებულში „დუბლინელები“.
„დები“ | |
---|---|
ავტორი | ჯეიმზ ჯოისი |
ქვეყანა | ირლანდია |
ენა | ინგლისური |
ჟანრი | ნოველა |
გამოცემის თარიღი | 1914 |
მომდევნო | შეხვედრა |
მთავარი გმირები
რედაქტირება- ბიჭი (მთხრობელი)
- ჯეიმზ ფლინი, ყოფილი მღვდელი
- ელიზა ფლინი, ჯეიმზ ფლინის და
- ნანე ფლინი, ჯეიმზ ფლინის და
- მოხუცი კოტერი
- ბიჭის დეიდა
- ბიჭის ბიძა
ნოველა
რედაქტირებანოველა დებში ასახულია ბიჭის, რომლის სახელიც უცნობია და ყოფილი, დაუძლურებული მღვდლის ურთიერთობა. მღვდლის ვალდებულებებისგან გათავისუფლებული ფლინი ბიჭის მენტორობას შეუდგა და ესაუბრელობდა მას სასულიერო პირების მოვალეობებზე და ვალდებულებებზე, კათოლიკურ ეკლესიაში. ნოველის დასაწყისში ბიჭი აცნობიერებს მამა ფლინის ავადმყოფობას და მოსალოდნელ სიკვდილს. ბიჭი მოხიბლულია სიმღერების, სიმბოლოების და მათი მნიშვნელობების თარგმნით და განმარტებით. მოგვიანებით, მაშინ როდესაც ბიჭი ვახშმობს ბიძას, დეიდასა და მოხუც კოპერს შორის გამართული საუბრიდან იგებს მღვდლის გარდაცვალების ამბავს. საუბრის თემა კი ბიჭის და მღვდლის ურთიერთობას შეეხებოდა. მთელი ღამე ბიჭი მღვდელზე ფიქრობდა და ოცნებონდა სადმე მისტიკურ მიწაზე გაქცეულიყო. მეორე დილით განცხადებით შეიტყო მღვდლის გარდაცვალების ამბავი. იმ ღამით ის და დეიდამისი მგლოვიარეებთან წავიდნენ. დეიდამ და გარდაცვლილი მღვდლის დამ ელიზამ საუბარი დაიწყეს, ელიზა უამბობდა დეიდას რომ მამა ფლინი თასის გატეხვის შემდეგ თავს სულიერად ცუდად გრძნობდა.
თემა
რედაქტირებაბიჭი,როგორც ნოველიდან ჩანს, მოხიბლულია მამა ფლინით, ეთაყვანება მას და ძალიან განიცდის რომ ვერ შეძლო მოენახულებინა ის, სიცოცხლის ბოლო დღეს. საინტერესო და დამაბნეველია თავად ნოველის სათაური. ნოველა მთლიანად აგებულია ყმაწვილის და გარდაცვლილი მღვდლის ურთიერთობაზე. მღვდლის დები, ელიზა და ნანე, კი მეორეხარისხოვანი გმირები არიან. ჯოისის განზრახვა ნოველის დასათაურებასთან დაკავშირებით უცნობია, თუმცა გავრცელებული მოსაზრების მიხედვით სათაური მომდინარეობს იმ ფაქტიდან რომ ბიჭის შემდეგ მამა ფლინის დები, ერთადერთნი არიან, რომლებიც ნამდვილად იცნობენ მამა ფლინს და ესმით მისი, დუბლინში მთელი მისი მოღვაწეობის მანძილზე.