ზაზა თვარაძე

ქართველი მწერალი

ზაზა რევაზის ძე თვარაძე (დ. 18 მაისი, 1957, თბილისი — გ. 6 ნოემბერი, 2007, თბილისი) — ქართველი მწერალი.

ზაზა თვარაძე
დაბადების თარიღი 18 მაისი, 1957(1957-05-18)
დაბადების ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდაცვალების თარიღი 6 ნოემბერი, 2007(2007-11-06) (50 წლის)
გარდაცვალების ადგილი თბილისი, საქართველო
საქმიანობა მწერალი და პოეტი
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
Magnum opus სიტყვები
ჯილდოები გალა

ბიოგრაფია

რედაქტირება

ზაზა თვარაძე დაიბადა 1957 წლის 18 მაისს თბილისში, მწერალის და საზოგადო მოღვაწის, რეზი თვარაძის ოჯახში. 1979 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფია-ფსიქოლოგიის ფაკულტეტი.

იყო ჟურნალ „ბალავერის“ მთავარი რედაქტორი და ჟურნალ „არილის“ პროზის განყოფილების რედაქტორი. მწერალთა გაერთიანება „არილის“ და „პენ-ცენტრის“ წევრი. სიცოცხლეშივე გამოსცა ორი პოეტური და ორი პროზაული კრებული.

რომანი „სიტყვები“ პირველად დაიბეჭდა 1994 წელს ჟურნალ „ცისკარში”.

2009 წელს ზაზა თვარაძის წინგს მ„ონტებულსუ ანუ ელის არაჩვეულებრივი მოგზაურობა“ მიენიჭა ლიტერატურული პრემია „გალა“ (სიკვდილის შემდეგ).

  • მოხეტიალე (მოთხრობები), თბ., მერანი, 1999
  • ტან-ცზი სიცივეში (ლექსები), თბ., კავკასიური სახლი, 2003, ISBN 99928-71-36-9
  • Tyrannosaurus Rex (ლექსები), თბ., არეტე, 2005, ISBN 99940-810-7-1
  • სიტყვები[1] (რომანი), თბ. სულაკაური, 2006, ISBN 99940-30-02-7 მეორე გამოცემა, თბ. სულაკაური, 2011, ISBN 978-9941-15-296-2
  • თავგადასავალი (მოთხრობები და რომანი), თბ. სულაკაური, 2008, ISBN 978-9941-403-89-7
  • მონტებულსუ ანუ ელის არაჩვეულებრივი მოგზაურობა[2] (საბავშვო ზღაპარი), თბ. სულაკაური, 2009, ISBN 978-9941-403-84-2
  • მხიარული ლანდები (11 საგა ექოებით და ფინალით), თბ., ნეკერი, 2011, ISBN 978-9941-416-82-8

პრემიები და ჯილდოები

რედაქტირება
  • ლიტერატურული პრემია გალა ნომინაციაში: „წლის საუკეთესო წიგნი ბავშვებისათვის“ საბავშვო ზღაპრისათვის: მონტებულსუ, ანუ ელის არაჩვეულებრივი თავგადასავალი, 2009

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება