ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

თეა თოფურია (დ. 26 ოქტომბერი, 1977) — ქართველი მწერალი, პოეტი და ჟურნალისტი. დაიბადა ქალაქ სოხუმში. 1998 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. მუშაობს ჟურნალისტად და რედაქტორად ადამიანის უფლებებისა და გარემოს დაცვის მიმართულებით 1998 წლიდან. გამოცემული აქვს ლექსებისა და მოთხრობების კრებულები: „პიტნის კალო“, ზღაპრების წიგნი — „პარადიის არდადეგები“ და „გასაღვიძებელი ზღაპრები“, პოეზიის კრებული „ეკოციდი“.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

რედაქტირება
  • 2012 - ლიტერატურული კონკურსი „გალა“
  • 2008 - ლიტერატურული კონკურსი „ოქროს ბუმბული“, მე-3 ადგილი

ლიტერატურა

რედაქტირება
  • მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე,საბავშვო მწერლები, tsignipedia.ge, ქართველი პოეტები, ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა, თბ., 2021, გვ. 158

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/თეა_თოფურია“-დან