ნატო დავითაშვილი
ქართველი მწერალი
ნატო დავითაშვილი (დ. 3 ივლისი, 1964) — ქართველი მწერალი.
ნატო დავითაშვილი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 3 ივლისი, 1964 (60 წლის) |
დაბადების ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
საქმიანობა | მწერალი |
მოქალაქეობა |
სსრკ საქართველო |
Magnum opus | როცა ფრთოსანი ლომები დაბრუნდებიან |
ბიოგრაფია
რედაქტირებანატო დავითაშვილი დაიბადა ქალაქ თბილისში 1964 წლის 3 ივლისს. მიღებული აქვს ტექნიკური განათლება. 1990-იან წლებში იყო სარედაქციო-საგამომცემლო საქმის სპეციალისტი. 2000-იანი წლებიდან ფენტეზის ჟანრში წერს. ნატო დავითაშვილი ცხოვრობს თბილისში, ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.
წიგნები
რედაქტირება- „ამბავი ლილე იროელისა“, (ფსევდონიმით – ჯორჯი ვაშატელი) „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“, 2007 – ISBN 978-99940-63-74-1
- „როცა ფრთოსანი ლომები დაბრუნდებიან“, „ქარჩხაძის გამომცემლობა“, 2009 - ISBN 99940-34-05-5
- „ამბავი ლილე იროელისა“ (განახლებული გამოცემა), „ქარჩხაძის გამომცემლობა“, 2010 - ISBN 978-99940-34-32-1
- „ნისლებში და ნისლებს მიღმა“, „ლოგოს პრესი“, 2011
- „ოთხი მხარე და ოთხი სვეტი“, „ქარჩხაძის გამომცემლობა“, 2012
- „პატარა დინოზავრი დინდინელა“, „საუნჯე“, 2013
- „ლურჯი სუფრის მოცეკვავე“, „ქარჩხაძის გამომცემლობა“, 2013
- „აიას გზა“, „წიგნები ბათუმში“, 2015
- „მთვარის შვილობილები“, „ქარჩხაძის გამომცემლობა“, 2017
- „მემე, მემე, გვაპოვნინე!“, საავტორო უფლებათა ასოციაცია, 2018
- „დაბრუნება, ადამიანები და სხვები“, „ქარჩხაძის გამომცემლობა“, 2018
- „ორსის ორდენის სამხეცე“, გამომც.: „წიგნები ბათუმში“, 2019
- „გრძელი ამბავი ნისლთა მოსვლისა“, გამომც.: „ინტელექტი“, 2021
პრემიები და ჯილდოები
რედაქტირება- „ოქროს ბუმბულის“ ლიტერატურული პრემია ქარჩხაძის გამომცემლობის და ბაზისბანკის მიერ ჩატარებული საბავშვო პროზის კონკურსზე, რომანისათვის „როცა ფრთოსანი ლომები დაბრუნდებიან“, 2008
- ლიტერატურულ კონკურს „გალას“ ნომინანტი — „როცა ფრთოსანი ლომები დაბრუნდებიან“, 2009
- „გალა“ რომანისათვის „ნისლებში და ნისლებს მიღმა“, 2011
- „გალა“ ნომინანტი — „ოთხი მხარე და ოთხი სვეტი“, 2012
- ლიტერატურულ კონკურს „ლიტერას“ ნომინანტი — „მთვარის შვილობილები“, 2018
- გოგებაშვილის პრემია, 13+ პროზა, რომანისათვის „მთვარის შვილობილები“, 2018
- „საბას“ ნომინანტი საუკეთესო პროზაული კრებულისთვის — „დაბრუნება, ადამიანები და სხვები“, 2019
- გოგებაშვილის პრემია, 13+ პროზა, რომანისათვის „გრძელი ამბავი ნისლთა მოსვლისა“, 2022
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ნატო დავითაშვილი Facebook-ზე
- "ოქროს ბუმბულის გამარჯვებული დაარქივებული 2013-04-06 საიტზე Wayback Machine.
- ბიბლუსზე