ოქროს ბუმბული საბავშვო პროზის ლიტერატურული კონკურსია საქართველოში. ჩატარდა 2008 წელს ქარჩხაძის გამომცემლობის მიერ. საკონკურსოდ მიიღებოდა ქართულ ენაზე დაწერილი საბავშვო, პროზაული, გამოუქვეყნებელი ნაწარმოებები. სულ შემოსული იყო 91 ნაწარმოები

2008 წლის „ოქროს ბუმბულის“ გამარჯვებულები არიან:

  • პირველი პრემია 5000 ლარი: ნატო დავითაშვილი ნაწარმოებით „როცა ფრთოსანი ლომები დაბრუნდებიან“[1]
  • მეორე პრემია 3000 ლარი: თამრი ფხაკაძე ნაწარმოებით „გრელცხვირა ჯადოქარი მარშა , მეფე ბუთხუზ პირველი და სხვები“
  • მესამე პრემია 2000 ლარი: თეა თოფურია ნაწარმოებით „ვარაზვაჩე“

2008 წლის ოქროს ბუმბულის სპონსორი იყო ბაზისბანკი.

სქოლიო რედაქტირება

  1. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-04-06. ციტირების თარიღი: 2011-06-22.