ვაჟა-ფშაველა (ბიოგრაფიული რომანი)

მიხო მოსულიშვილის ბიოგრაფიული რომანი
(გადამისამართდა გვერდიდან ვაჟა–ფშაველა (ბიოგრაფიული რომანი))
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ვაჟა-ფშაველა (მრავალმნიშვნელოვანი).

ვაჟა-ფშაველა — ქართველი მწერლის, ლიტერატურული პრემია „გალას“ ლაურეატის, მიხო მოსულიშვილის ბიოგრაფიული რომანი ვაჟა-ფშაველას ცხოვრებაზე.

„ვაჟა–ფშაველა“
და უფსკრულს დასცქერს პირიმზე (ჩანაწერები ვაჟა–ფშაველაზე)

„ვაჟა–ფშაველა“, ყდა, 2011
ავტორი მიხო მოსულიშვილი
რედაქტორი თამრი ფხაკაძე
გარეკანის მხატვარი ნინო კაპანაძე
ქვეყანა საქართველო
ენა ქართული
სერია ილუსტრირებული ბიოგრაფიები
თემა მწერალი და ცხოვრება
ჟანრი ბიოგრაფიული რომანი
გამომცემელი „პეგასი“
გამოცემის თარიღი 2011
ქართულად გამოიცა 2011, 25 მაისი
მედია მაგარი ყდა
გვერდი 383
oclc 755907118
წინამორბედი ბენდელა, 2003
მომდევნო ჰელესა, 2012
ISBN 9789941917967

შინაარსი

რედაქტირება

მხატვრული და დოკუმენტური ჩანაწერების ურთიერთმონაცვლეობით წარმოდგენილი ეს ბიოგრაფიული წიგნი ვაჟა-ფშაველას გავლილ ცხოვრებაზე მოგვითხრობს.

ამ რომანიდან გავიგებთ, თუ რა მხრივ ჰგვანან ვაჟა-ფშაველას: ძველი ბერძნული მითოლოგიის პერსონაჟი ლაოკოონი, ღვთაებრივი პოეტი ჰომეროსი თუ გენიალური იტალიელი კომპოზიტორი ჯუზეპე ვერდი.

წიგნის ავტორი ასაბუთებს, რომ ვაჟა-ფშაველას შემოქმედება ამოდის ქართული მითოლოგიის სიღრმიდან, რაც მას მსოფლიო ლიტერატურის ფონზე ორიგინალურ მოვლენად აქცევს და ქართული ლიტერატურის ღირებულებას მნიშვნელოვნად ზრდის.

რომანის შეფასებები

რედაქტირება

თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის მიტროპოლიტი, მეუფე თადეოზი:

 
„წმინდა ვაჟა-ფშაველას შესახებ ყოველი ცდა, შრომა არის სანატრელი, იმიტომ, რომ იგი არის მსოფლიოს საკვირველება. კაცი, რომელიც შოთა რუსთაველს გაუტოლდა და გვაგონებს მწერვალს. ამოუწურავია ვაჟა-ფშაველას გენია, ის არის გენიოსთა გენიოსი... ამიტომ მინდა დიდი მადლობა ვუთხრა მიხო მოსულიშვილს ამ დიდი შრომისთვის, რომ მას სურს კიდევ უფრო მეტად გააცნოს მსოფლიოს ვაჟა. მისი ყველა ნაწარმოები არის ღვთისმეტყველებით და პატიოსნებით აღსავსე...[1]

პროფესორი დავით წოწკოლაური:

 
„მართლაც, სასიამოვნოა ის დღე, ის კვირა, როცა ვაჟაზე რაღაც ახალი შეიქმნება, მით უმეტეს, როცა ამას საქვეყნოდ ცნობილი უნიჭიერესი ხელოვანი აკეთებს. ეს ძალიან დიდი სიხარულია. გარდა იმისა, რომ წიგნი განსხვავდება სხვა გამოცემებისგან, მასში ჯანსაღი იუმორით არის გადმოცემული ვაჟა-ფშაველას ბიოგრაფია. დიდ მადლობას ვეტყვი მიხო მოსულიშვილს.“

მწერალი დათო ტურაშვილი

 
„და მე მინდა გითხრათ, რომ აქ საოცარი რაღაცაა გაკეთებული. სიყვარულის გარეშე შეუძლებელია ვაჟა–ფშაველაზე წიგნი დაწერო. მიხო მოსულიშვილს მინდა მადლობა ვუთხრა, რაკი სიყვარულით იმუშავა... ხომ იცით, ვაჟა–ფშაველა რა საოცრებაა...[2]

რომანის ჯილდო

რედაქტირება
 
გურამ გაგოშიძე (ჭობი) - „ვაჟა-ფშაველა“, 1991

2011 წლის 8 ოქტომბერს თბილისის საკრებულოს ლიტერატურულ კონკურში ბიოგრაფიულ რომან „ვაჟა–ფშაველას“ მიენიჭა ლიტერატურული პრემია „გალა“, ნომინაციაში: „სამაგიდო წიგნი“[3]

ავტორს პრიზი დედაქალაქის მერმა, გიგი უგულავამ გადასცა, მანამდე კი თქვა:

 
„თუ „გალას“’ წლიდან წლამდე გადავხედავთ, მივხვდებით, რომ ეს პროექტი სულ ახალ-ახალ ადამიანებს ეძებს. ჩვენს წინაშე იშლება ახალ-ახალი შესაძლებლობები. მე არავის მსაჯული არ ვარ, მაგრამ თამამად შემიძლია ავღნიშნო, რომ „გალა“’ განსხვავდება სხვა ანალოგიური კონკურსებისგან, სადაც, შეიძლება დამსახურებულად, მაგრამ სულ ერთი და იგივე სახეებს ვხედავთ. „გალა“ ყოველ წელს განსხვავებულია, რაც კიდევ უფრო დიდ სტიმულს აძლევს, როგორც გამომცემლობებს, ასევე მწერლებს.[4]

პრემიის მიღებისას მიხო მოსულიშვილმა აღნიშნა:

 
„ეს პრემია მე მიხარია და მე დამაბნია, თორემ ვაჟა–ფშაველასთვის მორიგი პრემია იქნებოდა; მას, ალბათ, ამაზე მეტიც ეკუთვნოდა.“

რომანის გამოცემები

რედაქტირება
  • 2011 წ. — გამომცემლობა „პეგასი“[5]
  • 2013 წ. — გამომცემლობა „პეგასის“ ელექტრონული წიგნი[6]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-05. ციტირების თარიღი: 2011-11-29.
  2. https://archive.today/20130630020656/my.opera.com/lakbe/blog/show.dml/59937742
  3. http://www.sakrebulo.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=439&info_id=2305
  4. [1]„გალას“ დაჯილდოების ცერემონიალი ტელეკომპანია „იმედზე“
  5. Mixo Mosulišvili (2011), Vazha-Pshavela (Vaja-Pshavela რედ.), Tbilisi, Georgia: Pegasi, http://openlibrary.org/books/OL24988541M/Vaja-Pshavela
  6. „ვაჟა-ფშაველა (ელექტრონული წიგნი). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-05-31. ციტირების თარიღი: 2013-02-20.