გიგი უგულავა
გიგი უგულავა (დ. 15 აგვისტო, 1975, თბილისი) — ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი 2005 წლის 20 აპრილიდან 12 ივლისამდე, თბილისის მერი 2005-2014 წლებში, პარტია ევროპული საქართველოს წევრი. უგულავა განათლებით ფილოსოფოსია, ფლობს ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებს. სხვადასხვა დროს მუშაობდა: რელიგიის ისტორიის მასწავლებლად, ჟურნალისტად, კონსულტანტად. 2003 წლიდან ეწევა პოლიტიკურ მოღვაწეობას. ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.
გიგი უგულავა | ||
![]() გიგი უგულავა | ||
თბილისის მერი | ||
---|---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | ||
12 ივლისი, 2005 – 22 დეკემბერი, 2013 | ||
პრეზიდენტი | მიხეილ სააკაშვილი, გიორგი მარგველაშვილი | |
პრემიერ-მინისტრი | ზურაბ ნოღაიდელი, ვლადიმერ გურგენიძე, გრიგოლ მგალობლიშვილი, ნიკა გილაური, ვანო მერაბიშვილი, ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი | |
წინამორბედი | ზურაბ ჭიაბერაშვილი | |
მემკვიდრე | დავით ნარმანია | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | ||
20 აპრილი, 2005 – 12 ივლისი, 2005 | ||
პრეზიდენტი | მიხეილ სააკაშვილი | |
მემკვიდრე | გიორგი არველაძე | |
სამეგრელოსა და ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორი | ||
თანამდებობაზე ყოფნის დრო | ||
2004 – 2004 | ||
პრეზიდენტი | მიხეილ სააკაშვილი | |
წინამორბედი | ლერი ჭითანავა | |
მემკვიდრე | მიხეილ არდია | |
დაბადებული | 15 აგვისტო, 1975 თბილისი, საქართველოს სსრ | |
მოქალაქეობა | ![]() | |
ეროვნება | ქართველი | |
პოლიტიკური პარტია | ევროპული საქართველო | |
შვილები | 3 | |
პროფესია | ფილოსოფოსი |
2013 წლის 23 თებერვალს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გიგი უგულავას დაკავების გარეშე წარუდგინა ბრალი დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მითვისება-გაფლანგვასა და ფულის გათეთრებასთან დაკავშირებულ საქმეებზე. თბილისის მერმა ბრალდებებს აბსურდული უწოდა.[1] 2014 წლის 3 ივლისს სამართალდამცავმა ორგანოებმა გიგი უგულავა თბილისის აეროპორტში დააკავეს.[2][3] დედაქალაქის ყოფილ მერს თბილისის სააპელაციო სასამართლომ „თბილსერვის ჯგუფის“ საქმეზე სასჯელი შეუმცირა და საბოლოოდ 1 წლით, 3 თვითა და 22 დღით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. უგულავას პატიმრობის ვადის ათვლა 2015 წლის 18 სექტემბრიდან დაიწყო, რის გამოც მას საპატიმრო ვადა 2017 წლის 9 იანვარს ეწურებოდა. გიგი უგულავა ციხიდან 2017 წლის 6 იანვარს გაათავისუფლეს.[2][4]2020 წლის 10 თებერვალს მიესაჯა სამი წლით თავისუფლების აღკვეთა.[5] იმავე წლის 15 მაისს შეიწყალა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.[6]
რესურსები ინტერნეტშირედაქტირება
- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „გიგი უგულავა“ ვიკისაწყობში.
- გიგი უგულავა Facebook-ზე
სქოლიორედაქტირება
- ↑ გიგი უგულავას ბრალი დაკავების გარეშე წარედგინა. „სივილ ჯორჯია“, 23 თებ.'13.
- ↑ 2.0 2.1 გიგი უგულავა აეროპორტში დააკავეს. „ტაბულა“, 3-07-2014
- ↑ გიგი უგულავა დააკავეს. „Ambebi.Ge“, 3-07-2014
- ↑ გიგი უგულავა გაათავისუფლეს. „radiotavisupleba.ge“, 6-01-2017
- ↑ გიგი უგულავას სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- ↑ პრეზიდენტმა უგულავა და ოქრუაშვილი შეიწყალა — Netgazeti
წინამორბედი: ზურაბ ჭიაბერაშვილი |
თბილისის მერი 2005 − 2014 |
შემდეგი: დავით ნარმანია |