თბილისის საერთაშორისო აეროპორტი

თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი (IATA: TBS, ICAO: UGTB) — საერთაშორისო მნიშვნელობის აეროპორტი საქართველოს დედაქალაქ თბილისში. მისგან სამხრეთ-აღმოსავლეთით 17 კილომეტრით არის დაშორებული. თბილისის საერთაშორისო აეროპორტი კავკასიის რეგიონის მთავარ კომერციულ და სტრატეგიულ ცენტრს წარმოადგენს. აკავშირებს რა, საქართველოს მთელს მსოფლიოსთან, თბილისის აეროპორტი მეზობელ ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავებას უწყობს ხელს. თბილისის აეროპორტის მახლობლად მდებარეობს სატვირთო მომსახურების სამი კერძო კომპანია: კარგო სერვისი, ლასარე და საქართველოს კარიბჭე. ეს კომპანიები უზრუნველყოფენ საბაჟო მომსახურებას; ტვირთის დამუშავებას სპეციალური ტექნიკის საშუალებით.[2]

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი
IATA-ს კოდი: TBSICAO-ს კოდი: UGTB
TBS — საქართველო
TBS
TBS
აეროპორტის მდებარეობა საქართველოში
ინფორმაცია
ტიპი სამოქალაქო
მფლობელი საქართველო
ოპერატორი TAV Georgia
ემსახურება თბილისი
ადგილმდებარეობა თბილისი
სიმაღლე ზდ 495
კოორდინატები 41°40′09″ ჩ. გ. 044°57′17″ ა. გ. / 41.66917° ჩ. გ. 44.95472° ა. გ. / 41.66917; 44.95472 (თბილისის საერთაშორისო აეროპორტი)
ვებ-გვერდი www.airport-tbilisi.com
ასაფრენ-დასაჯდომი ბილიკი (ადბ)
ნომერი ზომები საფარი
13R/31L 3,000 ბეტონი
13L/31R 2,500 ასფალტი/ბეტონი
ვერტმფრენის დასაჯდომი მოედანი
ნომერი ზომები საფარი
H1 30 ასფალტი/ბეტონი
წყარო: Georgian AIP at EUROCONTROL[1]

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 2005 წლის 31 ოქტომბრიდან შ.პ.ს. TAV Urban Georgia-ს მმართველობაში იმყოფება. მას შემდეგ რაც აშენდა ახალი სამგზავრო ტერმინალი, რომლის მშენებლობაც 2007 წლის 7 თებერვალს დაიწყო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი სწრაფად განვითარდა, რაც საქართველოს სტრატეგიულ მნიშვნელობაზე მიუთითებს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტი არა მარტო 1.5 მილიონიანი დედქალაქის მთავარი შესასვლელი და გასასვლელი წერტილია, არამედ მთელი ქვეყნის. ტერმინალის მოწყობა ხელს უწყობს მგზავრთა ბარგით გადაადგილებას ავტოსადგომიდან გამგზავრების კარებამდე. თბილისის აეროპორტი ასევე უზრუნველყოფს თვითმფრინავის უსაფრთხო დაშვებას, აფრენას. გააჩნია მანევრირების ტერიტორიაზე ფართო ასაფრენი ბილიკი, ბაქანი და სამიმმოსვლო გზები.[3]

რეგულარულ სამარშრუტო ხაზს თბილისი-აეროპორტი-თბილისი ემსახურება მუნიციპალური ავტობუსი #337, რომლის გაჩერებაც მდებარეობს ჩამოფრენის დარბაზის გასასვლელთან. ავტობუსი აეროპორტიდან ყოველ ნახევარ საათში გადის და მგზავრობის ღირებულება 50 თეთრია.[4] თბილისის აეროპორტში ტაქსის მომსახურებით სარგებლობა შესაძლებელია ჩამოფრენის დარბაზიდან გასვლისთანავე. აქ ტაქსები 24 საათის განმავლობაში არიან განლაგებულნი. ქალაქის ცენტრამდე მგზავრობა 20-30 წუთი გრძელდება, ხოლო მგზავრობის ტარიფი ქალაქის ცენტრამდე 25 ლარს შეადგენს.[5]

თბილისის აეროპორტის ავტოსადგომი მაქსიმალურად არის აღჭურვილი მომხმარებლის ყველა მოთხოვნის შესაბამისად. სამგზავრო ტერმინალის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ავტოსადგომს 2 შესასვლელი და 2 გასასვლელი აქვს. სადგომზე ავტომობილების შესვლა ხორციელდება ავტომატური ბარიერის გავლის საშუალებით. ავტოსადგომი გათვლილია 370 ავტომობილზე. ავტოსადგომით სარგებლობა ფასიანია. საფასურის გადახდა ხდება სადგომიდან გასვლის დროს გასასვლელთან მდებარე გადახდის ჯიხურში. მთავარი ავტოსადგომის გარდა, ტერმინალის მარჯვენა მხარეს განთავსებულია მეორე ავტოსადგომი, რომელიც განსაზღვრულია იმ მგზავრებისათვის და მათ დამხვედრთათვის, ვინც სარგებლობს პრაიმკლასის სერვისით.[6]

2015 წლის 30 ივნისს, თბილისის საკრებულომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტს შოთა რუსთაველის სახელი მიანიჭა.[7]

სტატისტიკა

რედაქტირება

2007 წელს, აეროპორტი მოემსახურა 615,873 მგზავრს, რაც 2006 წელთან შედარებით 8.5%-ით მეტი იყო.[8] ავიაგადაფრენების რაოდენობამ 18.7%-ით მოიმატა.[9] 2009 წელს, აეროპორტი მოემსახურა 702,916 მგზავრს და გადაზიდა 12,245 ტონა ტვირთი, 2010 წელს აეროპორტმა 822,772 მგზავრი გადაიყვანა,[10] ხოლო 2013 წელს — 1,436,046 მგზავრი.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრთა ყოველწლიური სტატისტიკა[10][11]
წელი მგზავრთა რაოდენობა ცვლილება წინა წლებთან შედარებით
2005
547 150
2006
567 402
  3.7%
2007
615 873
  8.5%
2008
714 976
  16.1%
2009
702 916
  1.7%
2010
822 772
  17.1%
2011
1 058 679[12]
  28.7%
2012
1 219 175
  15.2%
2013
1 436 046[13]
  17.8%
2014
1 575 386
  9.7%
2015
1 847 111
  17.25%
2016
2 252 535
  21.95%
2017
3 164 139
  40.5%
2018
3 808 619
 
2019
3 692 175
  3.06%
2020
590 123
  84.02%
2021

ავიაკომპანიები და მიმართულებები

რედაქტირება
ავიაკომპანიები დანიშნულებები 
Aegean Airlines ათენი
აეროფლოტი მოსკოვი-შერემეტიევო[14]
Air Arabia შარჯა
Air Arabia Jordan სეზონური: ამანი-დედოფალი ალია (იწყება აპრილის ბოლოს)
Air Astana ალმათი, ნურ-სულთანი[15]
airBaltic რიგა
Air Cairo შარმ-ელ-შეიხი
Arkia Israel Airlines სეზონური: თელ-ავივი-ბენ-გურიონი
Armenia Aircompany ერევანი-ზვართნოცი
ATA Airlines თეირანი-იმამ ხომეინი
AtlasGlobal სტამბოლი-ათათურქი
აზერბაიჯანის ავიახაზები ბაქო
Belavia მინსკი-ეროვნული
Bravo Airways კიევი-ჟულიანი
ჩინეთის სამხრეთის ავიახაზები ურუმჩი, პეკინი-ეროვნული
DART Airlines კიევი-ჟულიანი
Dniproavia დნეპრი, ოდესა (ყველა მიმართულებები იწყება 27 აპრილს, 2017)
Ellinair სეზონური: სალონიკი[16] (იწყებს ახლიდან 15 მაისს), ჰერაკლიონი (იწყებს 16 ივნისს)
flydubai დუბაი-საერთაშორისო[17]
ჯორჯიან ეარვეისი ამსტერდამი, ნურ-სულთანი (იწყებს 13 აპრილს,2017), ბათუმი, მოსკოვი-ვნუკოვო, კიევი-ჟულიანი, თელ-ავივი-ბენ-გურიონი, ლონდონი-გატვიკი (იწყებს 15 მაისში, 2017), პრაღა (იწყებს 22 მაისში), სანქტ-პეტერბურგი, ვენა, ხარკოვი (იწყებს 12 აფრილს), ერევანი[18], ყაზანი (იწყება 1 ივნისს)

სეზონური: თეირანი-იმამ ხომეინი, შირაზი, მეშჰადი, მაჰაჩყალა (იწყება 13 აპრილს), პარიზი-შარლ დე გოლი (ახლიდან იწყება 2 ივნისს) ჩარტერული: ბარსელონა (იწყება 5 ივლისს)

Gulf Air

სეზონური: მანამა-ბაჰრეინი (იწყება 22 ივნისს)

Israir Airlines სეზონური: თელ-ავივი-ბენ-გურიონი
LOT Polish Airlines ვარშავა-შოპენი
Lufthansa მიუნხენი
Myway Airlines თეირანი-იმამ ხომეინი
Nordavia სანქტ-პეტერბურგი (იწყება 3 ივნისს)
Pegasus Airlines სტამბოლი-საბიჰა გიოქჩენი[19]
პობედა დონის როსტოვი
ყატარის ავიახაზები ბაქო, დოჰა
Qeshm Air თეირანი-იმამ ხომეინი
S7 Airlines მოსკოვი-დომოდედოვო, ნოვოსიბირსკი (იწყებს 29 აპრილს)
SCAT აქთაუ
Sun D'Or
მართავს El Al
სეზონური: თელ-ავივი-ბენ-გურიონი [20][21]
თურქეთის ავიახაზები სტამბოლი-ათათურქი, სტამბოლი-საბიჰა გიოქჩენი

უკრაინის საერთაშორისო ავიახაზები კიევი-ბორისპოლი
Ural Airlines სანქტ-პეტერბურგი,[22] ეკატერინბურგი, სოჭი (იწყებს 1 მაისში)
Yanair

კიევი-ჟულიანი[23] სეზონური: : ოდესა (იწყებს 2 ივნისს)

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. EAD Basic
  2. თბილისის საერთაშორისო აეროპორტი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-08-21. ციტირების თარიღი: 2014-08-12.
  3. თბილისის საერთაშორისო აეროპორტი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-08-21. ციტირების თარიღი: 2014-08-12.
  4. თბილისის საერთაშორისო აეროპორტი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-08-21. ციტირების თარიღი: 2014-08-12.
  5. თბილისის საერთაშორისო აეროპორტი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-08-21. ციტირების თარიღი: 2014-08-12.
  6. თბილისის საერთაშორისო აეროპორტი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-11-29. ციტირების თარიღი: 2014-08-12.
  7. თბილისის საერთაშორისო აეროპორტს შოთა რუსთაველის სახელი მიენიჭა
  8. ACI Europe Ranking of European Airports for 2007. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-10-29. ციტირების თარიღი: 2014-08-13.
  9. Tbilisi Airport passenger and aircraft movement increases for 2007. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-08-24. ციტირების თარიღი: 2014-08-13.
  10. 10.0 10.1 Tbilisi Airport - Airport Statistics. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-04-16. ციტირების თარიღი: 2014-08-13.
  11. Georgian Civil Aviation Agency - Number of Passengers Served. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-01-08. ციტირების თარიღი: 2014-08-13.
  12. tbilisiairport.com - Tbilisi Airport Profile (p.15). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-07-28. ციტირების თარიღი: 2014-08-13.
  13. „Тбилисский международный аэропорт обслужил в 2013 году 1 436 046 пассажиров“. "Бизнес Грузия". 15 January 2014. ციტირების თარიღი: 16 January 2014.
  14. Aeroflot resumes service to Tbilisi from October 2014.
  15. L, J (19 February 2015). „Air Astana Adds Seasonal Astana – Tbilisi Link June – August 2015“. Airline Route. ციტირების თარიღი: 20 February 2015.
  16. Timetable. Mouzenidis Travel. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 ივნისი 2015. ციტირების თარიღი: 9 April 2015.
  17. „Flydubai launches Tbilisi flights“.
  18. Where We Fly - Yerevan. Georgian Airways. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 მაისი 2015. ციტირების თარიღი: 19 May 2015.
  19. Scheduled Flight Search. Pegasus Airlines. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 ნოემბერი 2013. ციტირების თარიღი: 29 May 2012.
  20. L, J (2 December 2015). „Sun D’Or Adds New Seasonal Weekly Service in S16“. Airline Route. ციტირების თარიღი: 2 December 2015.
  21. „Tbilisi and Batumi airports to welcome Tel Aviv flights“. eTurboNews, Inc. 27 January 2016. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 იანვარი 2016. ციტირების თარიღი: 29 January 2016.
  22. L, J (24 June 2015). „Ural Airlines Expands Georgia Flights from July 2015“. Airline Route. ციტირების თარიღი: 24 June 2015.
  23. „Yanair возобновит рейсы Киев-Тбилиси“. avianews.com by Aviation Today. 26 May 2015. ციტირების თარიღი: 26 May 2015.