ჰეიდარ ალიევის საერთაშორისო აეროპორტი
ჰეიდარ ალიევის საერთაშორისო აეროპორტი (IATA: GYD, ICAO: UBBB) (ყოფილი ბინის საერთაშორისო აეროპორტი, აზერ. Heydər Əliyev adına beynəlxalq hava limanı) — საერთაშორისო აეროპორტი აზერბაიჯანში. მდებარეობს დედაქალაქ ბაქოდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 20 კმ-ზე[2]. აეროპორტი წარმოადგენს ეროვნული ფლაგმანის, აზერბაიჯანის ავიახაზების ადგილსამყოფელს. ეს ყველაზე დატვირთული აეროპორტია აზერბაიჯანში და მთლიანად კავკასიაში[3]. 2004 წლის 10 მარტს აეროპორტს სახელი შეეცვალა და ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის საპატივმცემლოდ ეწოდა ჰეიდარ ალიევის სახელი. ამის შედეგად მისი IATA-ს კოდი BAK შეიცვალა. აეროპორტს გააჩნია ორი ტერმინალი (ჩრდილოეთი და სამხრეთი) და ბაქოს სატვირთო ტერმინალი. აეროპორტის სიახლოვეს მდებარეობს ავტოსადგომი და სასტუმრო.
ჰეიდარ ალიევის საერთაშორისო აეროპორტი Heydər Əliyev adına beynəlxalq hava limanı
| ||
---|---|---|
ინფორმაცია
| ||
ტიპი | სამოქალაქო | |
მფლობელი | აზერბაიჯანი | |
ოპერატორი | მთავრობა | |
ემსახურება | ბაქო | |
ადგილმდებარეობა | ბაქო, აზერბაიჯანი | |
სიმაღლე ზდ | 3 | |
კოორდინატები | 40°28′03″ ჩ. გ. 050°02′48″ ა. გ. / 40.46750° ჩ. გ. 50.04667° ა. გ. | |
ასაფრენ-დასაჯდომი ბილიკი (ადბ)
| ||
ნომერი | ზომები | საფარი |
16/34 | 2,700 | ასფალტი/ბეტონი |
18/36 | 3,200 | ასფალტი/ბეტონი |
სტატისტიკა (2013)
| ||
მგზავრების რაოდენობა | 2 857 000[1] | |
წყარო: [1] www.airport.az, Azerbaijanian AIP at EUROCONTROL[2] |
ტერმინალები
რედაქტირებასაბჭოთა კავშირის დროს აშნებული ტერმინალის დემონტაჟის შემდეგ მის ადგილას დადგეს ახალი საერთაშორისო ტერმინალი 1. ოთხსართულიანი საინჟინრო კონცეფცია 2010 წელს შემუშავდა კომპანია „Arup“-ის მიერ. ტერმინალის ინტერიერი შეიმუშავა თურქულმა ფირმამ „AUTOBAN“-მა.
ტერმინალ 1 შეუძლია ერთდროულად მიიღოს 12 თვითმფრინავი. მთელს შენობაში კომპანია „Schindler“-ის 30 ესკალატორია და 21 ლიფტი. ტერმინალი აღჭურვილია „BMS“ (Building Management System) სისტემით, რომელიც გათვლილია პროცესებისა და ოპერაციების ავტომატიზირებაზე.
2014 წლის აპრილში ტერმინალი 1 გაეცა ექსპლუატაციაში. მისი საერთო ფართი 65 000 კვ.მ -ია. ტერმინალის სამგზავრო მიმოსვლა განკუთვნილია 6 მილიონი მგზავრზე წელიწადში. დღეისათვის, ტერმინალი 1 წელიწადში 3 მილიონ მგზავრს ემსახურება. საერთო პარკინგის ფართობი 20,000 კვ.მ, რომელიც განკუთვნილია 600 მანქანაზე.
2015 წლის ივნისში ტერმინალი 1 გადაეცა „4 ვარსკვლავიანი“ კატეგორია ბრიტანული კომპანია „Skytrax“-ისგან.
ტერმინალი 2-ის პროექტის ავტორია არქიტექტორი ვიქტორ დენისოვი. პროექტი 1981 წლის კონკურსში დაჯილდოვდა 1 პრიზით. პროექტი განხორციელდა 1989 წელს.
აეროპორტი იღებს ყველა სახის სამგზავრო და სატვირთო თვითმფრინავს, მათ შორის მსოფლიოს უმსხვილეს Airbus A380 და An-225. კლასიფიკაციის ნომერი (PCN) ადზ 17/35 150 / F / A / W / T, 16/34 (PCN) 150 / F / B / X / T.
ინფრასტრუქტურა
რედაქტირებააეროპორტის ტერიტორიაზე არის 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო შერატონი, რომელიც მოიცავს 205 ნომერს. ტერმინალში არსებობს დედებისა და ბავშვების ოთახი. ბავშვიანი მგზავრებისთვის განკუთვნილია სათამაშო ზონა და გამოსაცვლელი მაგიდები. აეროპორტი ინდივიდუალურ დახმარებას უწევს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მგზავრებს. არსებობს სპეციალური ავტოსადგომები, საინფორმაციო მაგიდები და გამშვები პუნქტები. მუშაობს 24-საათიანი სამედიცინო ცენტრი.
ტრანსპორტი
რედაქტირებამეტროსადგურ „28 მაისიდან“ ბაქოს აეროპორტამდე 24 საათის განმავლობაში მოძრაობენ ავტობუსები BakuBus. დღისით მოძრაობის ინტერვალი შეადგენს 30 წუთს, ღამით 1 საათს. ტაქსით მისვლა აეროპორტამდე შესაძლებელი 20 წუთში.
აეროპორთთან მისვლა შესაძლებელია ჰეიდარ ალიევის გამზირიდან, ასევე ზიღის გზატკეცილით ნობელის პროსპექტის გავლით. ყოველი ტერმინალის წინ სადგომია, რომელიც გათვლილია 1600 ავტომობილზე.
ავიაკომპანიები და მიმართულებები
რედაქტირებაავიაკომპანიები | მიმართულებები |
AzalJet | აქთაუ, ანკარა, ანტალია, დუბაი, სტამბოლი — სტამბოლის აეროპორტი, სტამბოლი — საბიჰა გოქჩენის აეროპორტი, ყაზანი, კიევი — ბორისპოლის აეროპორტი, ლვოვი, მინერალნიე-ვოდი, მინსკი, მოსკოვი — დომოდედოვოს აეროპორტი, მოსკოვი — ვნუკოვოს აეროპორტი, სანქტ-პეტერბურგი, თბილისი, თეირანი |
აეროფლოტი | მოსკოვი-შერემეტიევო |
Air Arabia | შარჯა |
Air Astana | ალმა-ათა, ნურ-სულთანი |
airBaltic | რიგა |
Al Naser Wings Airlines | ერბილი |
Arkia | თელ-ავივი |
აზერბაიჯანის ავიახაზები | ანკარა, ბაჰრეინი, ბანკოკი-სუვარნაბუმი, პეკინი, ბერლინი, დამანი, დუბაი, ფრანკფურტი, განჯა, გასიმი, სტამბოლი — სტამბოლის აეროპორტი, კიევი — ბორისპოლის აეროპორტი, ლონდონი — ჰითროუს აეროპორტი, ლვოვი, მილანი, მოსკოვი — დომოდედოვოს აეროპორტი, მოსკოვი — ვნუკოვოს აეროპორტი, ნახიჩევანი, ნიუ-იორკი, პარიზი — შარლ დე გოლის აეროპორტი, ერ-რიადი, სანქტ-პეტერბურგი, ტაშკენტი, თელ-ავივი
სეზონური: ანტალია, ბარსელონა, ბოდრუმი, დალამანი, იზმირი, პრაღა, ტივატი სეზონური ჩარტერულიr: შარმ-ელ-შეიხი] |
Belavia | მინსკი |
Buta Airways | სტამბოლი, ყაზანი, კიევი, მინერალნიე-ვოდი, მოსკოვი - ვნუკოვოს აეროპორტი, სოფია, სანქტ-პეტერბურგი, თბილისი, თეირანი
სეზონური: გაზიპაშა, იზმირი |
China Southern Airlines | ურუმჩი |
Etihad Airways | აბუ-დაბი |
flydubai | დუბაი |
flynas | სეზონური: დამამი, ერ-რიადი |
Gulf Air | ბაჰრეინი |
Iran Air | თეირანი |
Iraqi Airways | ბაღდადი |
Israir Airlines | სეზონური ჩარტერი: თელ-ავივი |
Lufthansa | აშხაბადი, ფრანკფურტი |
Mahan Air | თეირანი |
NordStar | სამარა, უფა |
Pegas Fly | მოსკოვი |
Qatar Airways | დოჰა |
S7 Airlines | მოსკოვი - დომოდედოვოს აეროპორტი, ნოვოსიბირსკი |
Salam Air | სეზონური: მასკატი |
SCAT Airlines | აკტაუ |
TAROM | ბუქარესტი |
Turkish Airlines | სტამბოლი — სტამბოლის აეროპორტი |
Ukraine International Airlines | კიევი - ბორისპოლის აეროპორტი |
Ural Airlines | ეკატერინბურგი |
Utair | მოსკოვი - ვნუკოვოს აეროპორტი, სურგუტი
სეზონური: ტიუმენი |
Uzbekistan Airways | ტაშკენტი |
Wataniya Airways | ქუვეითი |
Wizz Air | ბუდაპეშტი |
სატვირთო
რედაქტირებაავიაკომპანიები | მიმართულებები |
---|---|
Cargolux | ალმა-ათა, ამანი, ბარსელონა, ჰონგ-კონგი, ლუქსემბურგი, სინგაპური |
Cargolux Italia | მილანი |
Silk Way Airlines | აქთაუ, ამსტერდამი, ატირაუ, ბაღდადი, ბაგრამი, ბიშკეკი, დაკა, დუბაი, ფრანკფურტი, ჰონგ-კონგი, სტამბოლი - სტამბოლის აეროპორტი, სტამბოლი - საბიჰა გოქჩენის აეროპორტი, ქაბული, ყანდაარი, ქუვეითი, კუალა-ლუმპური, ლონდონი, ლუქსემბურგი, მაასტრიხტი, მილანი, მოსკოვი - შერემეტიევოს აეროპორტი, სეული, შანხაი, თბილისი, თეირანი, თელ-ავივი, ურუმჩი, ჩიკაგო, ნიუ-იორკი, ჯიბუტი |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ http://www.trend.az/capital/business/2266738.html
- ↑ 2.0 2.1 EAD Basic
- ↑ Airport.az Baku - About the airport. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-24. ციტირების თარიღი: 2015-03-31.