Wizz Air

უნგრული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია

Wizz Air, ოფიციალურად შპს. Wizz Air Hungary (უნგრ. Wizz Air Hungary Légiközlekedési) — უნგრული[1] დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია, რომლის სათავო ოფისი ბუდაპეშტში, ფერენც ლისტის საერთაშორისო აეროპორტში მდებარეობს და ემსახურება ევროპის მრავალ ქალაქს, ისრაელსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს[2]. მიუხედავად იმისა, რომ Wizz Air არ წარმოადგენს ეროვნულ ფლაგმანს, უნგრულ ავიაკომპანიებს შორის მას გააჩნია უდიდესი საჰაერო ფლოტი, რომლითაც ემსახურება 42 ქვეყანას[2]. მისი მშობელი კომპანია „Wizz Air Holdings Plc“, რომელიც ჯერზიში ბაზირებს, წარმოდგენილია ლონდონის საფონდო ბირჟაზე.

Wizz Air
იატა
W6
იკაო
WZZ
საძახისი
WIZZAIR
დაარსდა სექტემბერი, 2003
დევიზი ახლა ჩვენ ყველას შეგვიძლია ფრენა
ფლოტის ზომა 179
დანიშნულების პუნქტების რაოდენობა 194
შტაბ-ბინა უნგრეთის დროშა ბუდაპეშტი, უნგრეთი
მმართველი ბილ ფრანკე (თავმჯდომარე)
იოზეფ ვარადი (აღმასრულებელი დირექტორი)
ჰეიკო ჰოლმი (ოპერაციების დირექტორი)
საიტი: wizzair.com
სათაო ოფისი

ისტორია რედაქტირება

ავიაკომპანია 2003 წლის სექტემბერში შეიქმნა. მისი მთავარი ინვესტორი ამერიკული კერძო საინვესტიციო კომპანია[3] „Indigo Partners“-ია, რომელიც სატრანსპორტო ინვესტიციების კუთხით სპეციალიზირდება. პირველი ფრენა 2004 წლის 19 მაისს კატოვიცეს საერთაშორისო აეროპორტიდან განახორციელა[4]. ავიაკომპანიის მთავარი აღმასრულებელი დირექტორი და თავმჯდომარე იოჟეფ ვარადია, რომელიც Malév Hungarian Airlines-ის ყოფილი მთავარი აღმასრულებელი დირექტორია. კომპანია პეშტის მედიეშია დარეგისტრირებული[5].

2011 წელს Wizz Air-მა 11 მილიონი მგზავრი გადაიყვანა (2010 წლის მონაცემზე 15%-ით მეტი), მათ შორის 4,2 მილიონი მგზავრი პოლონეთის მიმართულებებზე (2010 წლის მონაცემზე მხოლოდ 2%-ით მეტი). ბოლო პერიოდში Wizz Air-მა ახალი ბაზები გახსნა ბოსნია და ჰერცეგოვინაში, ბულგარეთში, ლატვიაში, ლიეტუვაში, ჩრდილოეთ მაკედონიაში, რუმინეთში, საქართველოში, სერბეთში, სლოვაკეთში, უკრაინასა და ჩეხეთში. მიუხედავად ამისა, Wizz Air-თვის პოლონეთი მაინც უდიდეს ბაზრად რჩება[6].

2012 წლის 4 ოქტომბერს Wizz Air-მა ხელბარგზე ახალი პოლიტიკა შეიმუშავა, რათა კლიენტები ეიძულებინა თვითმფრინავის სალონში უფრო მცირე ზომის ხელბარგი აეტანათ. ეს ნიშნავს, რომ მცირე ხელბარგის (42x32x25სმ) ბორტზე ატანა უფასოდ შეიძლება, ხოლო დიდი ხელბარგის (56x45x25სმ) შემთხვევაში მგზავრებს დამატებით 10-დან 30-ევრომდე მოუწევთ გადახდა[7].

2015 წლის 25 თებერვალს Wizz Air-მა ლონდონის საფონდო ბირჟაზე დაიწყო ვაჭრობა[8].

კორპორატიული საქმიანობა რედაქტირება

სათავო ოფისი რედაქტირება

ამჟამინდელი სათავო ოფისი 2016 წლის მარტიდან კიშპეშტში მდებარეობს. ახალი შენობა 5-სართულიანია, რომლის წყალობითაც კომპანიას ყველა ძველ ოფისთან შედარებით უფრო მეტი სივრცე აქვს. Wizz Air-ს აქვს თავისი შტაბ-ბინა ბუდაპეშტის ფერენც ლისტის საერთაშორისო აეროპორტის შენობა 221-ში[9]. Wizz Air-მა იჯარის ხელშეკრულება 2010 წლის ოქტომბერში გააფორმა, ხოლო შენობა 2011 წლის ივლისში დაიკავა. კომპანიას 2000 მ² საოფისე ფართი უკავია. ღია დაგეგმარების ოფისში 150-მდე თანამშრომელი მუშაობს[10]. უფრო ადრე მისი სათავო ოფისი ვეჩეშში, აეროპორტის ბიზნეს პარკ C2-ში, აეროპორტის სიახლოვეს მდებარეობდა[11].

ფინანსური მაჩვენებლები რედაქტირება

შვილობილი კომპანიები რედაქტირება

მოქმედი რედაქტირება

Wizz Air Abu Dhabi
Wizz Air UK
Wizz Air Malta

ყოფილი რედაქტირება

  • Wizz Air Ukraine იყო Wizz Air-ის უკრაინული განყოფილება, რომელსაც გააჩნდა ავიაგადამყვანის საკუთარი სერთიფიკატი და ფრენებს კიევისა და ლვოვის საერთაშორისო აეროპორტებიდან ახორციელებდა[12]. 2014 წელს უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო, 2015 წლის 20 აპრილს Wizz Air Ukraine-მ არსებობა შეწყვიტა. ფრენების ნაწილი Wizz Air-ს გადაეცა, ხოლო ნაწილი კი გაუქმდა[13].
  • Wizz Air Bulgaria[14] იყო Wizz Air-ის ბულგარული განყოფილება რომელიც სოფიას აეროპორტში ბაზირებდა. Wizz Air Bulgaria-ს არსებობის შეწყვეტის მიუხედავად[14], იქ Wizz Air ძველებურად ახორციელებს საბაზო ოპერაციებს.
  • Wizz Air Romania[15] დაგეგმილი შვილობილი კომპანია რომლის ბაზაც ტიმიშოარის ტრაიან ვუიას საერთაშორისო აეროპორტში უნდა განთავსებულიყო. მიუხედავად ამისა, ეს შვილობილი კომპანია არასდროს შექმნილა[15], ხოლო აქ ბაზა თავად Wizz Air-მა გახსნა.

ოპერირება რედაქტირება

Wizz Air, ხარჯებისა და მოსაკრებლების შემცირების მიზნით, ფრენებს ძირითადად მეორეხარისხოვანი, მცირე და საშუალო ზომის აეროპორტებიდან ახორციელებს. მას ბორტზე სხვადასხვა საკვებისა და სასმელების შეძენის სერვისი „Wizz Café“ და სავაჭრო მომსახურება სახელწოდებით „Wizz Boutique“ გააჩნია[16].

მიმართულებები რედაქტირება

 
Wizz Air-ის მიმართულებები[17][18]

2017 წლის ივნისის მდგომარეობით, Wizz Air ოპერირებს 27 ბაზით.

2008 წელს Wizz Air-მა დაამატა ფრენები კატოვიცედან ლონდონის გატვიკის მიმართულებით[19]. 2008 წლის იანვარში გდანსკიდან ფრენები დაიწყო გეტებორგის, ბორნმუთისა და კოვენტრი მიმართულებით. 2008 წლის ზაფხულში, Wizz Air-მა განაახლა ფრენები კატვიცედან და ბუდაპეშტიდან ჟირონის მიმართულებით, ასევე დანიშნა ახალი მარშრუტი ჟირონიდან გდანსკში. ზაფხულის სხვა მიმართულებებია: ბუდაპეშტიდან - ჰერაკლიონი, კორფუ, ბურგასი და ვარნა; კატოვიცედან - ჰერაკლიონი და ბურგასი; ვარშავიდან - კორფუ და ბურგასი. მან ასევე განაახლა კვირაში სამჯერადი ფრენები ლონდონის ლუტონის აეროპორტიდან ბურგასის მიმართულებით. 2008 წლის 2 ოქტომბერს, Wizz Air-მა განაცხადა, რომ 3 ცალი Airbus A320-ის დამატებით, ფრენების სიხშირეს გაზრდიდა რუმინეთის მიმართულებებით[20].

2012 წლის თებერვალში, Wizz Air-მა განაცხადა, რომ 2012 წლის 18 ივნისიდან ის ფრენებს დებრეცენეის საერთაშორისო აეროპორტიდან ლონდონის მიმართულებით განახორციელებდა[21]. 2012 წლის 11 სექტემბერს, Wizz Air-მა ახალი მიმართულება დააანონსა თელ-ავივიდან[22].

2013 წლის 11 აპრილს Wizz Air-მა ბუდაპეშტის აერპორტიდან ბაქოს ჰეიდარ ალიევის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით 2013 წლის 17 ივნისიდან ფრენების დაწყების შესახებ განაცხადა[23]. 2013 წლის 26 ივნისს Wizz Air სლოვაკეთის ბაზარზე შევიდა და იმავე წლის სექტემბრიდან ახალი მიმართულება დაამატა კოშიცეს საერთაშორისო აეროპორტიდან[24].

2015 წლის 26 ივნისს ავიაკომპანიამ თავისი მე-19 ბაზა გახსნა ბოსნია და ჰერცეგოვინაში, ტუზლის საერთაშორისო აეროპორტში. აერპორტში მუდმივად ბაზირებადი ერთი თვითმფრინავით, 2015 წლის 26 ივნისს Wizz Air-მა ახალი მარშრუტები გახსნა მემინგენისა (მიუნხენთან ახლოს) და ტორპის (ოსლოსთან ახლოს), ხოლო 2015 წლის 28 ივნისიდან ჰანისა (ფრანკფურტთან ახლოს) და სკავსტის (სტოკჰოლმთან ახლოს) მიმართულებებით[25].

2016 წლის თებერვალში, Wizz Air-მა ახალი ბაზის საქართველოში გახსნის შესახებ დააანონსა[26]. იმავე წლის 23 სექტემბერს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ავიაკომპანიის 25-ე ბაზა გაიხსნა და 7 ახალი მიმართულება დაამატა ბერლინის (შენეფელდი), დორტმუნდის, ლარნაკის, მიუნხენის (მემინგენი), მილანის (მალპენსა), სალონიკისა და სოფიას მიმართულებით[27]. 2016 წლის ოქტომბერში Wizz Air-მა ახალი ბაზის მოლდოვაში, კიშინიოვის საერთაშორისო აეროპორტში განთავსების შესახებ განაცხადა[28]. 2016 წლის დეკემბერში ვარნის ბაზის გახსნის შესახებ დააანონსა[29].

2017 წლის თებერვალში Wizz Air-მა ახალი ბაზის ლონდონის ლუტონის აეროპორტში გახსნის შესახებ განაცხადა და 2017 წლიდანვე სამი ახალი მიმართულება დაამატა თელ-ავივის, პრიშტინისა და ქუთაისის მიმართულებით[30].

ფლოტი რედაქტირება

 
Wizz Air-ის Airbus A320-200-ის ახალი ლივრეა

2024 წლის იანვრის მდგომარეობით, Wizz Air-ის ფლოტი შემდეგი თვითმფრინავებისგან შედგება:[31][32]

Wizz Air-ის ფლოტი
თვითმფრინავი გამოიყენება გაჩერებული სულ შეკვეთილი მგზავრი
(ეკონომი)
შენიშვნა
Airbus A320-200 37 4 41 180
186
Airbus A320neo 6 6 13 186 ყველას ოპერირებს Wizz Air Malta
Airbus A321-200 41 3 44 230
Airbus A321neo 101 8 109 378 239[33] უდიდესი ოპერატორი.
მიწოდება დასრულდება 2029 წელს.
Airbus A321XLR 47 239[34] მიწოდება 2024 - 2029 წლებში
Airbus A330-200F 1 1 0
სულ 180 21 201 438

შემთხვევები და ინციდენტები რედაქტირება

8 ივნისი, 2013: Wizz Air–ის Airbus A320-232-ის რეისი 3141, რომელიც ბუქარესტის ჰენრი კოანდას საერთაშორისო აეროპორტიდანრომის ჩამპინოს აეროპორტის მიმართულებით ასრულებდა ფრენას, შასის გაუმართაობის გამო იძულებული გახდა ლეონარდო და ვინჩის საერთაშორისო აეროპორტში ავარიულად დამჯდარიყო[35]. დაფრენის შემდეგ თვითმფრინავი გვერდზე გადაბრუნდა. ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია, ხოლო რამდენიმე მგზავრმა მსუბუქი დაზიანება მიიღო[36].

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Hungarian Wizz Air Opens Fifth Hub in Poland. Business Week. ციტირების თარიღი: 2008-03-20.
  2. 2.0 2.1 Wizz Air. wizzair.com. ციტირების თარიღი: 13 June 2015.
  3. Ryanair meets Wizz Air: does a merger make sense? (2009-07-08). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-07-15. ციტირების თარიღი: 2009-07-28.
  4. Wizz Air celebrates 10th birthday and 69 million passengers. Anna Aero (21 May 2014). ციტირების თარიღი: 13 June 2015.
  5. Company information (official registration number 13-09-096209). დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 მარტი 2009. ციტირების თარიღი: 16 February 2009.
  6. Wizz Air: 15% wzrost, w Polsce tylko 2%. ციტირების თარიღი: 2011-01-07.
  7. Wizz Air launches new cabin baggage policy. Wizz Air (3 October 2012). ციტირების თარიღი: 13 June 2015.
  8. LONDON STOCK EXCHANGE TODAY WELCOMED WIZZ AIR HOLDINGS PLC (25 February 2015). დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 მარტი 2016. ციტირების თარიღი: 4 April 2015.
  9. "Company overview დაარქივებული 2009-03-12 საიტზე Wayback Machine. ." Wizz Air. Retrieved on 11 December 2011. "Wizz Air Hungary Airlines Ltd. BUD International Airport Building 221 H-1185 Budapest"
  10. "Property development დაარქივებული 2011-12-24 საიტზე Wayback Machine. ." (, also see image დაარქივებული 2016-10-03 საიტზე Wayback Machine. ) Budapest Liszt Ferenc International Airport. Retrieved on 11 December 2011.
  11. Company information. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 მარტი 2009. ციტირების თარიღი: 25 October 2009. "Wizz Air Hungary Airlines Ltd. Airport Business Park C2, Lőrinci út 59 2220 Vecsés, Hungary"
  12. WIZZ AIR UKRAINE ANNOUNCES 3RD LOW FARES BASE. wizzair.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 მაისი 2015. ციტირების თარიღი: 13 June 2015.
  13. WIZZ AIR FURTHER RESTRUCTURES UKRAINIAN OPERATIONS. wizzair.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 აპრილი 2015. ციტირების თარიღი: 13 June 2015.
  14. 14.0 14.1 Wizz Air Bulgaria - ch-aviation.com. ch-aviation. ციტირების თარიღი: 13 June 2015.
  15. 15.0 15.1 Wizz Air Romania - ch-aviation.com. ch-aviation. ციტირების თარიღი: 13 June 2015.
  16. "Wizz Café and Wizz Boutique." Wizz Air. Retrieved on 3 February 2012.
  17. Wizz Air Online Booking en.
  18. Wizz Air Map en.
  19. Wizz Air launches London Gatwick – Katowice flight (2007-08-09). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-03-06. ციტირების თარიღი: 2008-05-05.
  20. Wizz Air adds three new A320 aircraft and doubles capacity in Romania – 15 new routes in the next six months. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-03-06. ციტირების თარიღი: 2016-10-15.
  21. Wizz Air begins flights between Debrecen and London from 18 June 2012. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 იანვარი 2012. ციტირების თარიღი: 15 ოქტომბერი 2016.
  22. Wizz Air Launches Low Fares to/from Israel. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-07-07. ციტირების თარიღი: 2016-10-15.
  23. WIZZ AIR ENTERS AZERBAIJAN. wizzair.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 მაისი 2015. ციტირების თარიღი: 13 June 2015.
  24. Wizz Air will start the route Košice-London in September! - Airport Košice. airportkosice.sk. ციტირების თარიღი: 13 June 2015.
  25. Wizz Air to establish its 19th base at Tuzla in Bosna-Herzegovina. დაარქივებულია ორიგინალიდან — 31 მაისი 2016. ციტირების თარიღი: 16 April 2016.
  26. „Wizz Air opens base at Kutaisi International Airport“. Agenda.ge. 4 February 2016. ციტირების თარიღი: 5 February 2016.
  27. Wizz Air-მა ქუთაისის აეროპორტში 25–ე ბაზა გახსნა
  28. „Wizz Air announces 26th base in Chisinau, Moldova“. ციტირების თარიღი: 14 August 2017.
  29. „Wizz Air announces 27th base in Varna, Bulgaria“. ციტირების თარიღი: 14 August 2017.
  30. „Wizz Air announces UK base London Luton“. ციტირების თარიღი: 14 August 2017.
  31. Airbus Orders and Deliveries (XLS), accessed via Orders & Deliveries. Airbus (31 May 2017). დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 დეკემბერი 2017. ციტირების თარიღი: 1 ნოემბერი 2017.
  32. „Global Airline Guide 2017 (Part One)“. Airliner World (October 2017): 15. |access-date= საჭიროებს მიეთითოს აგრეთვე |url= (დახმარება)
  33. „Wizz Air firms-up order for 110 A321neo aircraft“ (პრეს-რელიზი) (ინგლისური). Airbus. 2017-9-14. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-05-31. ციტირების თარიღი: 2017-12-29. მითითებულია ერთზე მეტი |accessdate= და |access-date= (დახმარება); შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  34. Wizz hints at long-haul expansion after confirming new aircraft order en. ციტირების თარიღი: 2019-08-12
  35. Wizzair W6 3141 Bucharest – Rome emergency landing. planecrashes.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 ივნისი 2015. ციტირების თარიღი: 13 June 2015.
  36. Wizz Air jet makes safe emergency landing in Rome. Yahoo News (8 June 2013). ციტირების თარიღი: 13 June 2015.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Wizz_Air&oldid=4608303“-დან