ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი (IATA: KUT, ICAO: UGKO) ასევე ცნობილია, როგორც დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი[4] ან კოპიტნარი — აეროპორტი ქალაქ ქუთაისიდან 14 კილომეტრით დასავლეთით. ის ერთ-ერთია საქართველოს სამ საერთაშორისო აეროპორტს შორის, თბილისის საერთაშორისო აეროპორტისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტთან ერთად. ასაფრენი ბილიკის სიგრძე 2 600 მეტრს შეადგენს და სრულიად აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს[4].
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი
| ||
---|---|---|
ინფორმაცია
| ||
ტიპი | სამოქალაქო | |
მფლობელი | საქართველო | |
ოპერატორი | საქართველოს აეროპორტების გაერთიანება | |
ემსახურება | ქუთაისი | |
სიმაღლე ზდ | 68 მ. | |
კოორდინატები | 42°10′35″ ჩ. გ. 042°28′57″ ა. გ. / 42.17639° ჩ. გ. 42.48250° ა. გ. | |
ვებ-გვერდი | kutaisi.aero | |
ასაფრენ-დასაჯდომი ბილიკი (ადბ)
| ||
ნომერი | ზომები | საფარი |
07/25 | 2,500 | ასფალტ-ბეტონი[1] |
წყარო: DAFIF[2][3] |
განახლება
რედაქტირებასარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო აეროპორტი 2011 წლის ნოემბერში იქნა დახურული. მისი ხელახლა გახსნა კი 2012 წლის 27 სექტემბერს მოხდა. ამ ცერემონიას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი[5] და Wizz Air-ის მთავარი აღმასრულებელი დირექტორი ჯოზეფ ვარადი[6]. ქუთაისის აეროპორტმა პირველი რეისი მის ოფიციალურ გახსნამდე 1 თვით ადრე 2012 წლის 28 აგვისტოს მიიღო, რომელსაც სატვირთო Boeing 747 ასრულებდა. ბიუჯეტურმა ავიაკომპანია Wizz Air-მა ავიარეისების შესრულება სექტემბრიდანვე დაიწყო კიევისა და ქუთაისის აეროპორტებს შორის[7]. ქუთაისის აეროპორტის პრიორიტეტია მიიზიდოს დაბალფასიანი ავიაკომპანიები და შექმნას განსაკუთრებული გარემო ავიაკომპანიებსა და აეროპორტებს შორის. აეროპორტი აღჭურვილი იქნება უმაღლესი ხარისხის სანავიგაციო და მეტეოროლოგიური სისტემებით[4].
მიზანი
რედაქტირებაქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიზანი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების მოზიდვა და კონკურენტული გარემოს შექმნაა. ბილეთის ხელმისაწვდომი ფასი საქართველოს ტურისტულად აქტიურ ზონას ხდის და საშუალებას აძლევს ადგილობრივ მგზავრებს სხვადასხვა მიმართულებით დაბალ ფასად იმოგზაურონ.
შესაძლებლობები
რედაქტირებააეროპორტის ასაფრენი ბილიკის სიგრძე 2 600 მეტრს შეადგენს და სრულიად აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს. გარდა ამისა, აეროპორტი აღჭურვილია უმაღლესი ხარისხის სანავიგაციო და მეტეოროლოგიური სისტემებით.
აეროპორტს ადგილმდებარეობით რეგიონში საკვანძო მნიშვნელობა აქვს. თბილისიდან ორას კილომეტრში მდებარე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი, 300 კმ რადიუსით უკავშირდება თურქეთს, სომხეთს, აზერბაიჯანსა და რუსეთს. ხელსაყრელი კლიმატური პირობების და ინფრასტრუქტურის გამო, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი სათადარიგო მნიშვნელობისაა. აქ ნებისმიერი ამინდის და ხილვადობის პირობებში შესაძლებელია რეისის მართვა. აეროპორტის შესაძლებლობებში ერთდროულად 600 მგზავრის მომსახურება შედის. მას შეუძლია ერთდროულად მიიღოს ორი და გაამგზავროს სამი რეისი.
ავიაკომპანიები და დანიშნულებები
რედაქტირებაავიაკომპანიები | დანიშნულებები |
---|---|
flydubai | სეზონური დუბაი-საერთაშორისო[8] |
Red Wings Airlines | მოსკოვი-დომოდედოვო |
Service Air | მესტია,[9] ნატახტარი |
Ural Airlines | მოსკოვი-დომოდედოვო |
Wizz Air | ათენი, ბარსელონა[10], ბერლინი-შენეფელდი, ბუდაპეშტი, გდანსკი, დორტმუნდი, ვარშავა-შოპენი, ვენა, ვილნიუსი, ვროცლავი, კატოვიცე, კოპენჰაგენი, კრაკოვი, ლარნაკა, ლონდონი-ლუტონი, მემინგენი,[11] მილანი-მალპენსა, სალონიკი, ნიურნბერგი, პარიზი-ბოვე[10], პოზნანი, პრაღა[10], რიგა, რომი-ფიუმიჩინო[10], სტოკჰოლმი, ტალინი, ტურკუ, ჰამბურგი, ჰერაკლიონი |
Utair | უფა[12] |
სტატისტიკა
რედაქტირებამგზავრთა ნაკადის საგრძნობი მატება 2012 წელს, აეროპორტის ხელახლა გახსნიდან მალევე აღინიშნა, ძირითადად ეს განაპირობა Wizz Air-ის ფრენებმა ქუთაისიდან პოლონეთის და უკრაინის აეროპორტების მიმართულებით.
წელი | მგზავრთა რაოდენობა | ფრენების რაოდენობა | მგზავრების რაოდენობა წინა წელთან შედარებით |
---|---|---|---|
2010 | |||
2011 | 40.3% | ||
2012 | 68 | 185.7% | |
2013 | 1785 | 1353.3% | |
2014 | 2 172 | 16.0% | |
2015 | 899 | 16.8% | |
2016 | 1 238 | 48.3% | |
2017 | 1 822 | 49.3% | |
2018 | 617 342 | 2 160 | 52.2% |
2019 | 873 907 | 2 886 | 41.6% |
2020 | 183 873 | 701 | 78.95% |
2021 | 282,514 | 153.6% | |
2022 | 796,063 | 3,220 | 281.78% |
2023 | 1,671,017 | 5,040 | 103% |
ფაქტი
რედაქტირება- ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის სამეთვალყურეო კოშკი, სიმაღლით მეხუთე ყველაზე მაღალი აეროპორტის სამეთვალყურეო კოშკია მსოფლიოში[15].
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ამჟამინდელი ამინდის პროგნოზი UGKO-სთვის დაარქივებული 2011-06-05 საიტზე Wayback Machine.
- უბედური შემთხვევების ისტორია KUT-ისთვის დაარქივებული 2012-10-24 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ საქართველის სამოქალაქო ავიაციის სააგენტო. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-05. ციტირების თარიღი: 2013-04-30.
- ↑ Airport information for UGKO დაარქივებული 2016-03-04 საიტზე Wayback Machine. from DAFIF (effective October 2006)
- ↑ აეროპორტ KUT-ის ინფორმაცია „Great Circle Mapper“-ზე. Source: DAFIF (effective Oct. 2006).
- ↑ 4.0 4.1 4.2 The President of Georgia opened the runway at the David the Builder Kutaisi International Airport. Releases. The Administration of the President of Georgia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 სექტემბერი 2012. ციტირების თარიღი: 30 August 2012.
- ↑ N., Kirtskhalia (27 September 2012). „Georgia's president, Hungarian PM to open new airport in Kutaisi“. Trend News Agency. ციტირების თარიღი: 27 September 2012.[მკვდარი ბმული]
- ↑ „Wizz Air запустил авиарейсы из Киева в Кутаиси“. Interfax-Ukraine. 27 September 2012. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 აპრილი 2013. ციტირების თარიღი: 27 September 2012.
- ↑ Wizz Air запустил авиарейсы из Киева в Кутаиси.[მკვდარი ბმული]
- ↑ Liu, Jim (4 December 2017). „flydubai adds new destinations in S18“. Routesonline. ციტირების თარიღი: 4 December 2017.
- ↑ http://vanillasky.ge/index.php?action=gverdi&gverdi_id=237&Lang=
- ↑ 10.0 10.1 10.2 10.3 „Rome, Paris, Barcelona, Prague: Wizz Air launches new direct flights from Kutaisi“. agenda.ge. 6 October 2017. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 ოქტომბერი 2017. ციტირების თარიღი: 6 October 2017.
- ↑ Timetable. Wizz Air Hungary Ltd..
- ↑ OF THE INFORMATION AGENCY BASHINFORM. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-08-02. ციტირების თარიღი: 2018-08-29.
- ↑ Georgian Civil Aviation Agency - Number of Passengers Served დაარქივებული 2018-01-08 საიტზე Wayback Machine. , United Airports of Georgia - Passenger statistics
- ↑ ქუთაისის აეროპორტის სტატისტიკა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-04-24. ციტირების თარიღი: 2020-04-23.
- ↑ Statika.hu. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2013-05-01.