აეროპორტის კოდი იკაო
აეროპორტის კოდი იკაო (აეროპორტის ინდექსი იკაო) — ოთხასოიანი უნიკალური ინდივიდუალური იდენტიფიკატორი, რომელიც მიენიჭება სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (იკაო), (ინგლ. International Civil Aviation Organization, (ICAO)) მსოფლიოში არსებულ აეროპორტებს. მოცემულ კოდებს იყენებენ ავიაკომპანიები, საჰაერო მოძრაობის მმართველობის ორგანოები, აეროპორტებისთვის აეროსანავიგაციო და მეტეოროლოგიური ინფორმაციის გადაცემის მეტეოროლოგიური სამსახურები, გაფრენის გეგმები (ფლაიტ-გეგმები), სამოქალაქო აეროდრომების აღსანიშნავად რადიოსანავიგაციო რუკებზე, ასევე საავიაციო ფიქსირებული ელექტროკავშირგაბმულობის ქსელის (ინგლ. aeronautical fixed telecommunication network (AFTN) სატელეგრაფო საავიაციო კავშირგაბმულობაში აეროპორტების მისამართების სფეროში.[1][2]
იკაო-ს კოდის სტრუქტურა
რედაქტირებაიკაოს კოდებს აქვთ რეგიონული სტრუქტურა. პირველი ორი ასო ქმნის რეგიონულ პრეფიქსს. კოდის პირველი ასო აიდენტიფიცირებს რეგიონს მსოფლიოში — კონტინენტს, კონტინენტის ნაწილს (მაგალითად, „E“ — ჩრდილოეთი ევროპა, „L“ — ცენტრალური და სამხრეთი ევროპა) ან დიდი ტერიტორიის მქონე ქვეყანას („K“ — აშშ-ის კონტინენტალური ნაწილი, „С“ — კანადა, „Y“ — ავსტრალია). მეორე ასო აიდენტიფიცირებს ქვეყანას რეგიონში, რომელიც შეესაბამება პირველ ასოს. კოდის დანარჩენი ორი (სამი დიდი ქვეყნებისათვის) ასო განსაზღვრავენ აეროპორტს ამ ქვეყანაში.
დღეისათვის ყველა შესაძლო პრეფიქსი ასო „L“-ზე უკვე გამოყენებაშია.
ასოები I, J,Q და X არ გამოიყენება აეროპორტის კოდი იკაოს პირველი ასოს სახით.
სპეციალური კოდი ZZZZ დარეზერვირებულია იმ შემთხვევებისთვის, როდესაც დგება გაფრენის გეგმა აეროპორტში, რომელსაც არ გააჩნია იკაოს კოდი.
პრეფიქსები
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ICAO On-line Publications Purchasing (official site)
- International Civil Aviation Organization (official site)
- Airport IATA/ICAO Designator / Code Database Search (from Aviation Codes Central Web Site – Regular Updates)
- Airport ABCs: An Explanation of Airport Identifier Codes. Air Line Pilot. Air Line Pilots Association (December 1994). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-02-07. ციტირების თარიღი: 2017-12-14.
- Location Indicators by State დაარქივებული 2007-09-26 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ СБОРНИК ТЕЛЕГРАФНЫХ ИНДЕКСОВ ПУНКТОВ, ЭКСПЛУАТАНТОВ, ПРЕДПРИЯТИЙ, СЛУЖБ И ДОЛЖНОСТНЫХ ЛИЦ ГРАЖДАНСКОЙ АВИАЦИИ. Поправка 355. ФГУП "ЦРОС ГА", 06.10.2011 г.[მკვდარი ბმული]
- ↑ УКАЗАТЕЛИ (ИНДЕКСЫ) МЕСТОПОЛОЖЕНИЯ (Документ ИКАО 7910. Издание 146, декабрь 2012).. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2017-12-14.