ვენის საერთაშორისო აეროპორტი
ვენის საერთაშორისო აეროპორტი (ინგლ. Vienna International Airport) ან ვენა-შვეხატი (გერმ. Flughafen Wien-Schwechat) — საერთაშორისო აეროპორტი ავსტრიაში. მდებარეობს დედაქალაქ ვენიდან 18 კილომეტრში, ქალაქ შვეხატში. აეროპორტს შეუძლია მიიღოს ისეთი ფართო ფიუზელაჟის მქონე თვითმფრინავები, როგორიცაა Boeing 747 და Airbus A340. 2008 წელს ვენის საერთაშორისო აეროპორტი აღიარეს ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესო აეროპორტად.
ვენის საერთაშორისო აეროპორტი
| ||
---|---|---|
ინფორმაცია
| ||
ტიპი | სამოქალაქო | |
მფლობელი | Flughafen Wien AG | |
ადგილმდებარეობა | შვეხატი, ავსტრია | |
აშენდა | 1938 | |
სიმაღლე ზდ | 183 მ | |
ვებ-გვერდი | www.viennaairport.com | |
ასაფრენ-დასაჯდომი ბილიკი (ადბ)
| ||
ნომერი | ზომები | საფარი |
11/29 | 3 500 | ასფალტი |
16/34 | 3 600 | ასფალტი |
სტატისტიკა (2007)
| ||
მგზავრი | 18,7 მლნ |
აეროპორტი ააგეს 1938 წელს და მას სამხედრო დანიშნულება ჰქონდა. 1945 წელს იგი გადავიდა დიდი ბრიტანეთის ხელისუფლების ხელში. 1954 წლიდან კი ქვეყნის უპირველესი აეროპორტია. ამ პერიოდში აეროპორტს გააჩნდა ერთი ასაფრენ-დასაჯდომი ბილიკი. აეროპორტის ახალი შენობის მშენებლობა დაიწყო 1960 წელს. 1972 წელს აშენდა მეორე ასაფრენ-დასაჯდომი ბილიკი.