შვეხატი
შვეხატი (გერმ. Schwechat) — ქალაქი ავსტრიაში, ქვემო ავსტრიის ფედერალურ მხარეში, ვენის სამხრეთ-დასავლეთით; აქ მდებარეობს ვენის საერთაშორისო აეროპორტი.
ქალაქი | |||
---|---|---|---|
შვეხატი გერმ. Schwechat | |||
| |||
ქვეყანა | ავსტრია | ||
ფედერალური მიწა | ქვემო ავსტრია | ||
შიდა დაყოფა | Kledering, Mannswörth, Rannersdorf და Schwechat | ||
კოორდინატები | 48°08′28″ ჩ. გ. 16°28′43″ ა. გ. / 48.14111° ჩ. გ. 16.47861° ა. გ. | ||
მმართველი | Karin Baier | ||
ფართობი | 44.73 კვადრატული კილომეტრი | ||
ცენტრის სიმაღლე | 162 მეტრი | ||
მოსახლეობა | 18 026 (1 იანვარი, 2018)[1] | ||
სასაათო სარტყელი | UTC+1 და UTC+2 | ||
სატელეფონო კოდი | 01 | ||
საფოსტო ინდექსი | 2320[2] | ||
საავტომობილო კოდი | SW | ||
ოფიციალური საიტი | http://www.schwechat.gv.at/ | ||
ქალაქს სახელი ეწოდა მდინარე შვეხატისგან, რომელიც მის ცენტრალურ ნაწილს გადაკვეთს.
შვეხატი დოკუმენტებში პირველად 1334 წელს მოიხსენიება, თუმცა მანამდე, აქ რომის იმპერიის დასახლება ალა-ნოვა იყო გაშენებული. 1724 წელს დაარსდა ტექსტილის ფაბრიკა. ქალაქმა განსაკუთრებული სარგებელი ნახა XIX საუკუნის ავსტრიის მასიური ინდუსტრიალიზაციის ტალღისას, დღესაც ფუნქციონირებს ამ დროს დაარსებული ბევრი კომპანია. შვეხატმა ქალაქის სტატუსი 1924 წელს მიიღო, 1938 წელს კი ვენასთან გაერთიანდა. 1954 წელს გახდა დამოუკიდებელი ქალაქი.