აეროპორტის კოდი იატა

აეროპორტის კოდი იატა — სამასოიანი უნიკალური იდენტიფიკატორი, რომელიც ენიჭება საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (ინგლ. International Air Transport Association, შემოკლებით IATA) მსოფლიო აეროპორტებს.[1] ეს კოდი გამოიყოფა იატა-ს 763-ე რეზოლუციის თანახმად, ხოლო ამ ორგანიზაციის შტაბ-ბინა მდებარეობს მონრეალში.[2] იატა-ს აეროპორტების კოდებს იყენებენ ავიაკომპანიები, ავიაბილეთების გამყიდავი სააგენტოები, ბილეთების დასაჯავშნი კომპიუტერული სისტემები, ინფორმაციის გადასაგზავნი სხვა დაინტერესებული ორგანიზაციები, რომლებიც დაკავშირებულები არიან კომერციული მოღვაწეობის ორგანიზაციასთან მგზავრების ავიაგადაყვანების სფეროში და ამ კომერციული მოღვაწეობის ფარგლებში სხვადასხვა საწარმოების ურთიერთმოქმედებაში. გამოყენებული კოდების სიას იატა აქვეყნებს წელიწადში ორჯერ და ხელმისაწვდომია იატა-ს ოფიციალურ საიტზე.

ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე იატა-ს აეროპორტების კოდების პარალელურად მოქმედებს აეროპორტების კოდირების შიდა სისტემა, რომელშიც აეროპორტის კოდი შედგება რუსული ანბანის 3 ასოსაგან.[3] ეს სისტემა აგებულია იატა-ს აეროპორტების კოდების სისტემის ანალოგიურად, მაგრამ დამოუკიდებელ სისტემას წარმოადგენს.

იატა-ს კოდები

რედაქტირება

იატა-ს აეროპორტების კოდი შედგება ლათინური ანბანის 3 ასოსაგან. აეროპორტის კოდი იკაოსგან განსხვავებით, იატა-ს აეროპორტების კოდს არ აქვს შიდა სტრუქტურები. სამი ასოს თანწყობა განიხილება, როგორც ერთი მთლიანობა.

დროის ნებისმიერ მომენტში ამ მომენტისთვის გამოყენებული ყველა კოდი უნიკალურია. მაგრამ კოდი, რომელიც რაიმე მიზეზის გამო გამოსულია ხმარებიდან, გარკვეული დროის შემდეგ შეიძლება მიენიჭოს სხვა აეროპორტს.

იატა-ს კოდი ასევე ენიჭება ზოგიერთ სხვა მთავარ სატრანსპორტო კვანძებს, როგორებიცაა რკინიგზის ვაგზალი, საზღვაო და სამდინარე პორტებს, ავტობუსების სადგურებს.

ქალაქებს, რომლებსაც აქვთ ორზე მეტი დიდი აეროპორტი, აქვთ იატა-ს საკუთარი კოდი.

როგორც წესი, მსხვილ ქალაქებს იატა-ს კოდი ენიჭება ისე, რომ ქალაქის სახელწოდებასა და მის კოდს შორის რაღაც საერთო მაინც შეიმჩნეოდეს. ქალაქის ან აეროპორტის სახელწოდების შეცვლის შემთხვევაში შესაძლებელია ამ ქალაქისთვის მინიჭებული კოდის შეცვლა. მაგრამ ეს პროცედურა რთული და ძვირია, ამიტომ იშვიათად გამოიყენება. ამის გამო ყოფილი საბჭოთა კავშირის ქალაქები, რომლებსაც 1990-იან წლებში დაუბრუნდათ საკუთარი ისტორიული სახელები, შეუცვლელად ინარჩუნებენ იატა-ს კოდს: სანქტ-პეტერბურგი — LED, სამარა — KUF, ვლადიკავკაზი — OGZ, ბიშკეკი — FRU და სხვა.

ზოგიერთ შემთხვევაში ერთი და იგივე კოდი შეიძლება გამოყენებული იქნეს მსხვილი ქალაქის აღნიშვნისათვისაც და ასევე ამ ქალაქში მდებარე ერთ-ერთი აეროპორტის აღნიშვნისათვისაც (როგორც წესი ეს ყველაზე უფრო დიდი აეროპორტია, ან სხვაზე უფრო ადრე ამოქმედებული აეროპორტი).

აშშ-ის და კანადის კონტინენტალურ ნაწილში იატა-ს აეროპორტების კოდები — იკაო-ს კოდებია, რომლებსაც არ გააჩნიათ პირველი ასო. მსოფლიოს სხვა ნაწილებში ეს ასე არ არის.

2009 წლის აპრილის მდგომარეობით გამოყენების მდგომარეობაშია დაახლოებით 11 ათასი 3-ასოიანი კომბინაციის კოდი (17 576 საერთო რაოდენობის შესაძლო კომბინაციიდან).

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება