მესტიის აეროპორტი

ეს არის გამოქვეყნებული ვერსია, შემოწმებული 22 თებერვალი 2022. არსებობს შემოუწმებელი რედაქტირება ფაილებში ან თარგებში.

მესტიის აეროპორტი, აგრეთვე ცნობილია როგორც მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტი — ადგილობრივი მნიშვნელობის აეროპორტი[1] საქართველოში, მესტიის მუნიციპალიტეტში, დაბა მესტიაში, ზღვის დონიდან 1400 მ სიმაღლეზე.[2] აქვს ასაფრენ-დასაფრენი ზოლი, რომლის ზომებია 850 მ X 30 მ.[3] ხელოვნური საფარის ტიპს შეადგენს ცემენტ-ბეტონი. მშენებლობის პროექტზე რამდენიმე ქართული კომპანია მუშაობდა და დასაქმებული იყო 300-მდე ადამიანი. მთავარი არქიტექტორი იურგენ მეიერ-ჰერმანი.[4] აეროპორტის მშენებლობა დასრულდა 2010 წლის 24 დეკემბერს.[5] ზამთრის პერიოდში აეროპორტი იღებს ერთმოტორიან თვითმფრინავებსა და მცირე 18 ადამიანის ტევადობის სამგზავრო თვითმფრინავებს. ზაფხულის პერიოდში აეროპორტს შეუძლია 50 ადამიანის ტევადობის თვითმფრინავის მიღება.[6] ავიაკომპანია „ავიასერვის“ ხარჯზე თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენების შესრულება ხორციელდება მესტიის მიმართულებით. რეისიები კვირაში ორჯერ, ორშაბათს და პარასკევს, ბოლო მოდიფიკაციის Mi-171 ტიპის ვერტმფრენით სრულდება.[7] მესტიის აეროპორტის მშენებლობა სახელმწიფოს დაახლოებით 8 მლნ. ლარი დაუჯდა.[8] მესტიის აეროპორტი მსოფლიოს 10 ყველაზე უჩვეულო აეროპორტთა სიაში მოხვდა. ვებ-გვერდ Novate-ის არქიტექტორებმა მსოფლიოს უჩვეულო აეროპორტების სიაში მესტიის აეროპორტი შეიყვანეს და „პატარა ქართული სასწაული“ უწოდეს.[9]

მესტიის აეროპორტი
მესტიის აეროპორტი
IATA-ს კოდი: არ აქვსICAO-ს კოდი: UGMS
UGMS — საქართველო
UGMS
UGMS
ინფორმაცია
ტიპი სამოქალაქო
მფლობელი შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“
ემსახურება მესტია
ადგილმდებარეობა საქართველოს დროშა საქართველო
სიმაღლე ზდ 1400
კოორდინატები 43°03′14″ ჩ. გ. 042°44′58″ ა. გ. / 43.05389° ჩ. გ. 42.74944° ა. გ. / 43.05389; 42.74944 (მესტიის აეროპორტი)

სტატისტიკა

რედაქტირება
მგზავრთა ყოველწლიური სტატისტიკა[10]
წელი მგზავრთა რაოდენობა ცვლილება წინა წლებთან შედარებით
2010
45
 0
2011
4 580
 0 10 177.8%
2012
2 922
 0 36.2%
2013
885
 0 69.7%
2014
1 343
 0 151.8%
2015
4 465
 0 232.5%
2016
4 214
 0 5.6%
2017
7 256
 0
2018
6 858
 0
2019
8 625
 0 25.77%
2020
3 165
 0 63.30%
2021
  1. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-06-04. ციტირების თარიღი: 2014-05-08.
  2. მესტიაში თამარ მეფის სახელობის აეროპორტი ოფიციალურად გაიხსნა
  3. მესტიის აეროპორტი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-05. ციტირების თარიღი: 2014-05-08.
  4. მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტი
  5. პრეზიდენტი მესტიის აეროპორტს გახსნის[მკვდარი ბმული]
  6. მესტიაში თამარ მეფის სახელობის აეროპორტი ოფიციალურად გაიხსნა
  7. თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენები მესტიის მიმართულებით აღდგენილია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-08-21. ციტირების თარიღი: 2014-05-08.
  8. მესტიაში აეროპორტის მშენებლობა სახელმწიფოს 8 მლნ ლარი უჯდება. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-05. ციტირების თარიღი: 2014-05-08.
  9. მესტიის აეროპორტი უჩვეულო აეროპორტების სიაში მოხვდა
  10. Number of Passengers Served. Civil Aviation Agency of Georgia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 იანვარი 2018. ციტირების თარიღი: 14 January 2016.