ჟირონა
ჟირონა (ესპ. Gerona) — ქალაქი ესპანეთს ჩრდილო-აღმოსავლეთით, კატალონიის ავტონომიურ რეგიონში. ხერონის პროვინციის დედაქალაქი. ქალაქი დაყოფილია 9 ადმინისტრაციულ ნაწილად და მდებარეობს ბარსელონიდან 99კმ-ში. ქალაქი ერთ-ერთი უდიდესია კატალონიის მასშტაბით.
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
ჟირონა Gerona | |||||
![]() ქალაქის საერთო ხედი | |||||
| |||||
ქვეყანა |
![]() | ||||
მუნიციპალიტეტი | ხერონა | ||||
შიდა დაყოფა | 9 | ||||
კოორდინატები | 41°59′00″ ჩ. გ. 2°49′00″ ა. გ. / 41.98333° ჩ. გ. 2.81667° ა. გ. | ||||
ქალაქის მერი | მართა მადრენასი (2016)[1] | ||||
დაარსდა | ძვ.წ. 79 | ||||
ადრეული სახელები | ჟერუნდა | ||||
ფართობი | 39,1 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 76 მ | ||||
ოფიციალური ენა | კატალანური ენა[2] | ||||
მოსახლეობა | 100 266 კაცი (2018) | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+1 | ||||
სატელეფონო კოდი | +34 972 | ||||
საფოსტო ინდექსი | 170xx | ||||
საავტომობილო კოდი | GI | ||||
ოფიციალური საიტი | www2.girona.cat | ||||
ისტორიარედაქტირება
ქალაქის ისტორია იწყება უძველესი დროიდან, დაარსების თარიღად მიიჩნევა ძვ.წ. 79 წელი. თავადპირველად აქ სახლობდნენ აუსტინელები (ანტიკური ხანის იბერიული ეთნოსი). ქალაქის თავდაპირველი სახელი იყო ჟერუნდა. აქ სახლობდნენ იბერები. მოგვიანებით აქ რომაელებმა ააშენეს ციტადელი რომელსაც დაერქვა ჟერუნდა, სწორედ ასე ეწოდა ქალაქსაც. ვესტგუთებმა დაიპყრეს ჟირონა, იქამდე ქალაქი ექვემდებარებოდა მავრებს (715 წელი). 785 წელს ქალაქი დაიბრუნა კარლოს დიდმა. მე-12 საუკუნეში ქალაქში ებრაელები დასახლდნენ, ისინი დღესაც ქალაქში ცხოვრობენ, მათი დასახლების ძირითადი არეალი ებრაელთა უბანი.
სპორტირედაქტირება
ქალაქში არსებული საფეხბურთო კლუბი „ჟირონა“ ასპარეზობს ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში.
განათლებარედაქტირება
ქალაქში მდებარეობს ჟირონას უნივერსიტეტი.
აეროპორტირედაქტირება
ქალქში მდებარეობს ჟირონა-კოსტა ბრავას აეროპორტი. აეროპორტი ქალაქის ცენტრისაგან 10 კილომეტრით სამხრეთითაა დაშორებული.
ღირსშესანიშნაობებირედაქტირება
- ჟირონას კათედრალი
- დამოუკიდებლობის მოედანი
- კინო-მუზეუმი
- წმინდა ფელიქსის ეკლესია
- ონიარი
- ეიფელის ხიდი
დაძმობილებული ქალაქებირედაქტირება
იხილეთ აგრეთვერედაქტირება
რესურსები ინტერნეტშირედაქტირება
- ქალაქის ოფიციალური ვებ-გვერდი დაარქივებული 2019-03-07 საიტზე Wayback Machine.
სქოლიორედაქტირება
- ↑ Ajuntament de Girona. Generalitat of Catalonia.
- ↑ art.6 // (unspecified title)