ციტადელი
ციტადელი (ფრანგ. „citadelle“) – შუა საუკუნეების ფეოდალური ხანის არქიტექტურული ნაგებობა.
დღეისათვის მას აქვს ორი მნიშვნელობა. ციტადელი ითვლება:
- ციხესიმაგრის გალავნის შიგნით არსებული ყველაზე უფრო გამაგრებული ნაგებობა, რომელიც განკუთვნილია დამოუკიდებელი თავდაცვისათვის.
- რისამე მთავარი დასაყრდენი პუნქტი; ბურჯი.
ციტადელის ძირითადი ფუნქცია ომის შემთხვევაში იყო სამხედრო - საომარი ოპერაციების ცენტრისა და საომარი მდგომარეობის კონტროლის ადგილის ფუნქცია, ხოლო მშვიდობიანობის პერიოდში ის წარმოადგენდა ქვეყნის ადმინისტრაციულ-პოლიტიკური ერთეულის ცენტრს, სამართავ ადგილს.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ციხესიმაგრეები დაარქივებული 2014-10-13 საიტზე Wayback Machine.
ლიტერატურა
რედაქტირება- გამომცემლობა პალიტრა L ეს სამყაროა ტ. რაინდები და ციხე-კოშკები გვ 22-24, 26, 2010. ISBN 978-99940-42-84-5