ჟირონა (საფეხბურთო კლუბი)
„ჟირონა“ (ესპ. Girona Futbol Club) — ესპანური საფეხბურთო კლუბი. დაარსდა 1930 წელს, კატალონიის ავტონომიური გაერთიანების ქალაქ ჟირონაში. ასპარეზობს ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში. საშინაო მატჩებს ატარებს სტადიონ მონტილივიზე, რომელიც 6 286 მაყურებელს იტევს.
სრული სახელი | Girona Futbol Club, S.A.D. | |||
---|---|---|---|---|
მეტსახელი |
თეთრ-წითლები (ესპ. Blanquivermell) ჟირონელები (ესპ. Gironaistas) | |||
დაარსდა | 1930 | |||
სტადიონი |
მონტილივი ჟირონა, კატალონია (ტევადობა: 9,286 მაყურებელი) | |||
პრეზიდენტი | დელფი ჟელი | |||
მწვრთნელი | პაბლო მაჩინი | |||
ლიგა | პრიმერა დივიზიონი | |||
2023-24 | მე-3 ადგილი | |||
საიტი | ოფიციალური საიტი | |||
|
ისტორია
რედაქტირებაკლუბი დაარსდა 1930 წლის 23 ივლისს, „Unió Esportiva Girona“-ს დაშლის შედეგად, ეკონომიკური მიზეზების გამო. კლუბი შეუერთდა კატალონიის ჩემპიონატის მე-2 დივიზიონს, პირველი ოფიციალური მატჩი გამართა „კოლონია არტიგასის“ წინააღმდეგ.
1933-34 წლების სეზონი „ჟირონასთვის“ იყო პირველი სეგუნდა დივიზიონში, სადაც კლუბმა დაიკავა მე-4 ადგილი. შემდეგ სეზონში გახდა ჩემპიონატის გამარჯვებული, აღსაზევებელ პლეი-ოფში იასპარეზა „სელტას“, „რეალ სარაგოსას“, „რეალ მურსიის“ და „ხერესის“ წინააღმდეგ, თუმცა კლუბმა ასპარეზობა პრიმერა დივიზიონის აღსაზევებელ ზონაში ბოლოდან მე-2 ადგილზე დაასრულა.
ესპანეთის სამოქალაქო ომის დასრულების შემდეგ, კლუბი მერყეობდა მე-2 და მე-3 დივიზიონებს შორის. 1968 წელს, სტადიონ მონტილივის მშენებლობა დაიწყო. ამ სტადიონზე საშინაო მატჩების ჩატარება კლუბმა 1970 წელს დაიწყო, მანამდე კლუბი „ვისტა ალეგრეზე“ მართავდა მატჩებს.
მომავალ წლებში „ჟირონა“ მე-3 და მე-4 დივიზიონებში ასპარეზოვდა, 3 სეზონით კი რეგიონულ ჩემპიონატში დაქვეითდა (1982-83, 1997-99).[1] მე-3 დივიზიონში დაკავებული 1-ლი ადგილის შემდეგ, 2008 წლის 16 ივნისს, აღსაზევებელ პლეი-ოფში კლუბმა დაამარცხა „სეუტა“ და 49 წლიანი პაუზის შემდეგ აღზევდა სეგუნდა დივიზიონში.[2][3]
2010 წლის 22 ივლისს, ლოკალურმა ბიზნეს ჯგუფმა, რამონ ვილაროს მეთაურობით შეიძინა კლუბის აქციების 72%, რომელსაც ყოფილი პრეზიდენტი, ხოსეპ გუსო, და ხოსეპ როფესი ფლობდნენ. პრეზიდენტის პოსტიც ვილარომ დაიკავა, მთავარი მწვრთნელის პოსტი კი აჟნემ, რომელიც მანამდე „რეკრეატივოს“ მწვრთნელი იყო. 2012 წლის 14 ივნისს, ყოფილ კლუბთან 0-3 წაგების გამო აჟნემ კლუბი დატოვა.[4]
2011 წელს შეიქმნა „ჟირონას“ სარეზერვო გუნდი.[5] 2013 წლის 9 მაისს, დირექტორთა საბჭომ, სლოგან „El Girona FC también es mío“-თან („ჟირონა“ ჩემიც არის) ერთად გაზარდეს კლუბის კაპიტალი, €300 000 ევროთი.[6]
ტიტულები
რედაქტირება- სეგუნდა დივიზიონი ბ
- ჩემპიონი (1): 2007/08
- ტერსერა დივიზიონი
- ჩემპიონი (5): 1933/34, 1947/48, 1954/55, 1988/89, 2005/06
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Historia Spanish. Girona's official website. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-12-04. ციტირების თარიღი: 2 ივლისი, 2013.
- ↑ El Girona entona el alirón Spanish. El Mundo Deportivo (16 ივნისი, 2008). ციტირების თარიღი: 2 ივლისი, 2013.
- ↑ El Girona aconsegueix un ascens històric a la Segona Divisió en vèncer el Ceuta per la mínima (1–0) Catalan. Esport 3 (16 ივნისი, 2008). ციტირების თარიღი: 2 ივლისი, 2013.
- ↑ Cesado por sus malos resultados deportivos Spanish. Huelva Ya (14 იანვარი, 2012). ციტირების თარიღი: 2 ივლისი, 2013.
- ↑ El Llagostera entrena en el campo del Girona Spanish. El Mundo Deportivo (25 მაისი, 2011). ციტირების თარიღი: 2 ივლისი, 2013.
- ↑ El Girona FC también es mío Spanish. Girona's official website (9 მაისი, 2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-09-24. ციტირების თარიღი: 2 ივლისი, 2013.