Airbus A380

ფართო ტანის, ორსართულიანი, ოთხძრავიანი თვითმფრინავი, ამჟამად ყველაზე დიდი სამგზავრო თვითმფრინ

აერობუს ა380 (Airbus A380) — ორსართულიანი თვითმფრინავი წარმოებული ევროპული კორპორაცია აერობუსის, ევროპის აეროკოსმოსური და თავდაცვითი კონცერნის შვილობილის, მიერ. უდიდესმა სამგზავრო თვითმფრინავმა მსოფლიოში, A380-მა პირველი ფრენა 2005 წლის 27 აპრილს განახორციელა ტულუზიდან (საფრანგეთი). 2007 წლის 25 ოქტომბერს კი პირველი კომერციული ფრენა განახორციელა სინგაპურიდან სიდნეიში სინგაპურის ავიახაზებით.

აერობუს A380

მონაცემები

რედაქტირება

Airbus А380 — ფართე ფუზელაჟიანი, ორსართულიანი, ოთხ ძრავიანი სამგზავრო თვითმფრინავი, შექმნილია Airbus S.A.S მიერ - უმსხვილესი სერიული ავიალაინერი მსოფლიოში ( სიმაღლე 24,08 მეტრი, სიგრძე 72,75 მეტრი, ფრთის განშლა 79,75 მეტრი). ტევადობა - 525 მგზავრი სამი კლასის სალონში, 853 მგზავრი ერთკლასიან კონფიგურაციაში. შეუძლია დაჯდომის გარეშე იფრინოს 15 400 კმ-მდე მანძილზე. დახასიათება: აქვს 4 ძრავა. შეუძლია 150 ტ ტვირთის გადატანა 10 370 კმ-მდე მანძილზე. მაქსიმალური ასაფრენი მასა — 560 ტ (თვითონ თვითმფრინავის წონა შეადგენს 280 ტ). დღეს A380 ითვლება ყველაზე დიდ სამგზავრო ავიალაინერად მსოფლიოში, იგი უსწრებს ტევადობით Boeing 747, რომელსაც მხოლოდ 525 მგზავრის გადაყვანა შეუძლია (Boeing 747 36 წლის განმავლობაში ითვლება ყველაზე მსხვილ სამგზავრო ლაინერად მსოფლიოში). დამპროექტებლების თქმით, თვითმფრინავის შექმნისას ყველაზე რთულ ნაწილს შეადგენდა მისი მასის შემცირება.

ამ პრობლემის გადაჭრა მოხერხდა კომპოზიტური მასალების გამოყენებით. ასევე მასის შესამცირებლად გამოყენებული იქნა თანამედროვე ტექნოლოგიები და გაუმჯობესებული ალუმინის შენადნობები. ასე, 11-ტონიანი ცენტროპლანის მასის 40%-ს შეადგენს კარბონი. ზედა და გვერდითა ფიუზელაჟის პანელების დასამზადებლად გამოიყენება ჰიბრიდული მასალა „GLARE“ (Glass laminate aluminium reinforced epoxy).

დიდ ლაინერებს შორის ის ყველაზე ეკონომიურია — 3 ლიტრა საწვავი 1 მგზავრზე 100 კილომეტრ მანძილზე. Airbus-ის განცხადებით A380 წვავს 17%-ით ნაკლებ საწვავს ვიდრე თანამედროვე ყველაზე დიდი თვითმფრინავი (ბოინგ 747). შესაბამისად გამოიყოფა ნაკლები CO2. 1 მგზავრზე გათვლით 1 კილომეტრზე 75 გრამი CO2.

A380-ის შექმნას დასჭირდა დაახლოებით 10 წელი. მთელი ამ პროგრამის ფასი შეადგენს დაახლოებით 12 მილიარდ ევროს. ამ ხარჯების ანაზღაურებისთვის უნდა გაიყიდოს 420 თვითმფრინავი, მაგრამ ანალიტიკოსების თქმით გაყიდვების რაოდენობა ბევრად დიდი იქნება.

გამოშვება

რედაქტირება

ავიალაინერის მთავარი სექციები იწყობა საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთში, გერმანიასა და ესპანეთში. მათი ზომების გამო ამ ნაწილების ტრანსპორტირება ხდებოდა ხმელეთის და საზღვაო ტრანსპორტის გამოყენებით, თუმცა ზოგი მცირე ზომის ნაწილი თვითმფრინავითაც( Ан-124) გადაჰქონდათ. A380-ის კომპონენტებს უშვებენ ისეთი კომპანიები როგორიცაა Rolls-Royce, SAFRAN, United Technologies, General Electric, და Goodrich [8].. ფიუზელაჟის წინა და უკანა სექციები იტვირთებოდა ჰამბურგში გემზე «Ville de Bordeauxruen», რომელიც ეკუთვნობა ეარბასს, და იქიდან იგზავნებოდა დიდ ბრიტანეთში. 

ცდების ჩატარება

რედაქტირება

5 ცალი A380 აშენდა დემონსტრაციისთვის და ტესტირებისთვის. პირველი ფრენა დაიწყო 2005 წლის 27 აპრილს. ეს თვითმფრინავი რომელიც აღჭურვილი იყო ძრავით Trent 900,  აფრინდა ტულუზის საერთაშორისო აეროპორტიდან, ეკიპაჟი შეადგენდა 6 ადამიანს და უფროსი იყო პილოტი გამომცდელი ჟაკ როსი. თვითმფრინავი წარმატებით დაეშვა 3 საათი და 54 წუთი ფრენის შემდეგ. 2005 წლის 1 დეკემბერს A380-მა მიაღწია თავის მაქსიმალურ სიჩქარეს 0.96 მახი.

2006 წლის 10 იანვარს შესრულდა პირველი ტრანსატლანქტიკური ფრენა. A380 ჩაფრინდა კოლუმბიაში რომ შემოწმებულიყო მისი გამართული მუშაობა მაღალმთიან აეროპორტში, შემდგომ კი გადაფრინდა იკალუიტში (ნუნავუტა, კანადა) რომ შეემოწმებინათ ცივი ამინდის პირობებში.

კონსტრუქცია

რედაქტირება

ახალი ეირბასის გაყიდვას აპირებდნენ ორი მოდიფიკაციით. მოდიფიკაცია A380-800 იყო გათვლილი 555 მგზავრის ტრანსპორტირებაზე 3 კლასად დაყოფისას. ან 853 მგზავრი (538 ძირითად სართულზე და 315 ზედა სართულზე) 1 ეკონომ კლასით. 2007 წლის მაისში ეარბასმა შესთავაზა მგზავრებს 370 კილომეტრით მეტ მანძილზე გადაადგილება, მაგრამ მგზავრების რაოდენობა შემცირდებოდა 525-მდე (3 კლასი). A380-800-ის ფრენის მანძილი წარმოადგენს 15400 კმ-ს. მეორე სატვირთო მოდიფიკაცია A380-800F შეძლებს გადაზიდოს 150 ტონა ტვირთი 10370 კმ მანძილზე. შემდგომი ვარიანტები A380-900 იქნება მეტ ადგილიანი (656 3 კლასით ან 960 მგზავრი მხოლოდ ეკონომკლასით), და ფრენის მანძილი კი დარჩება იგივე რაც ჰქონდა A380-800-ს.

პილოტების კაბინა

რედაქტირება

კაბინების მსგავსი მდებარეობას, პროცედურებს და პილოტაჟის მონაცემებს ეარბასი იყენებს თავის სხვა თვითმფრინავებშიც, იმისთვის რომ შეამციროს დანახარჯი ეკიპაჟის ტრენინგზე. A380-ს აქვს გაუმჯობესებული შუშის კაბინა და დისტანციური სამართავი საჭე, რომელიც მიბმულია გვერდითა მართვის სახელურზე. საინფორმაციო მოწყობილობები ეკიპაჟის კაბინაში: 9 თხევადკრისტალური მონიტორი, მანდედან 2 გამოიყენება ნავიგაციის მონაცემებისთვის, 2 ფრენის მონაცემებისთვის, 2 ძრავების მუშაობის ინდიკატორი, 1 აჩვენებს სრული სისტემის მდგომარეობას რეალურ დროში და კიდევ 2 მრავალფუნქციური.

A380 შეიძლება იყოს აღჭურვილი 2 ტიპის ძრავით: A380-841, A380-842 и A380-843F — ძრავი Rolls-Royce Trent 900, ხოლო A380-861, A380-862, A380-863F, A380-864F — ძრავი Engine Alliance GP7000.

ხმის შემცირება იყო ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნა ა380-ის პროექტირებისას, რაც ნაწილობრივ აისახა ძრავის კონსტრუქციაზე. ორივე ძრავის ტიპი აკმაყოფილების ხმაურიანობის შეზღუდვებს რომელიც დაწესებულია ლონდონის აეროპორტ ჰიტროუში.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Airbus_A380&oldid=4298358“-დან