სინგაპურის ავიახაზები (Singapore Airlines; SGX:C6L) — ავიაგადამზიდი კომპანია, დაარსდა 1947 წლის 1 მაისს. თავდაპირველად ერქვა მალაიის ავიახაზები (Malayan Airways). სინგაპურის სახელმწიფო კომპანია, რომელსაც ასევე ეკუთვინის ჩანგის აეროპორტი და სატრანსპორტო კვანძი. ის სინგაპურის ეროვნულ სიმბოლოდაა აღიარებული. ავიახაზები იყენებს სინგაპურელ გოგოს როგორც თავისი ბრენდის ცენტრალურ ნაწილს.[1]

სინგაპურის ავიახაზები დაფრინავს 35 ქვეყნის 65 წერტილში.
სინგაპურის ავიახაზების ბოინგ 747-400.

სინგაპურის ავიახაზები მოიცავს ავიაციასთან დაკავშირებულ შვილობილ კომპანიებს. SIA Engineering Company ცხრა ქვეყანაში აწარმოებს თვითმფრინავების გამართვის, შემოწმების და სარემონტო სამუშაოებს. ასევე აქვს სამი შვილობილი კომპანია SilkAir მეორადი რეისებისთვის, ხოლო Scoot და Tigerair დაბალ ბიუჯეტიანი ფრენებისთვის.

სინგაპურის ავიახაზები იყო მსოფლიოს უდიდესი სამგზავრო თვითმფრინავის Airbus A380-ის პირველი კლიენტი. კომპანია ხვდება მსოფლიოს საუკეთესო 15 ავიახაზებში მგზავრი/კილომეტრი შემოსავლის მიხედვით[2] და 10 ავიაკომპანიაში საერთაშორისო მგზავრების რაოდენობის მიხედვით.[3]. 2010 წლის 15 დეკემბერს საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციამ ის დაასახელა მსოფლიოს უდიდეს ავიაკომპანიად, კაპიტალიზაციის მიხედვით.[4]

ავიაპარკი

რედაქტირება

ამჟამად კომპანიის სამგზავრო ფლოტში შედის შემდეგი სერიის თვითმფრინავები: Airbus A330, Airbus A350, Airbus A380 და Boeing 777, 2016 წლის 31 აგვისტოს მიხედვით სულ 107 ერთეული.[5]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. Singapore Girl - You're a Great Way To Fly. ციტირების თარიღი: 24 April 2015.
  2. Data/Airline Economics Channel. Air Transport World (2007). დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 April 2010.
  3. Airline Spotlight: Singapore Airlines. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 აპრილი 2016. ციტირების თარიღი: 10 February 2015.
  4. Mutzabaugh, Ben (14 December 2010). „U.S., European airlines no longer world's biggest, IATA says“. USA Today. ციტირების თარიღი: 16 May 2011.
  5. List of Aircraft on Singapore Register. Civil Aviation Authority of Singapore (31 August 2016). დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 აპრილი 2017. ციტირების თარიღი: 2 September 2016.