სოჭის საერთაშორისო აეროპორტი
სოჭის საერთაშორისო აეროპორტი (რუს. Международный Аэропорт Сочи) − საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც მდებარეობს საკურორტო ქალაქ სოჭის მახლობლად, შავი ზღვის სანაპიროზე, რუსეთის ფედერალური სუბიქტის, კრასნოდარის ტერიტორიაზე. სოჭის საერთაშორისო აეროპორტი რუსეთის 10 უდიდეს აეროპორტს შორისაა. აეროპორტის წლიური მგზავრთბრუნვა ≈5.2 მილიონ მგზავრს შეადგენს.[1][2]
სოჭის საერთაშორისო აეროპორტი Basel Element ჯგუფის, რუსეთის სბერბანკისა და სინგაპურის ჩანგის აეროპორტის დაქვემდებარებაშია. რუსეთისა და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის აეროპორტთა განვითარების მესამე წლიურ ფორუმზე (2013) სოჭის საერთაშორისო აეროპორტი საუკეთესო რეგიონულ აეროპორტად დაასახელეს.[3] სოჭის საერთაშორისო აეროპორტი მთავარი საშუალება იყო 2014 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე მოსახვედრად. 2014 წლის 1-28 თებერვალს სოჭის საერთაშორისო აეროპორტი 350 000 მგზავრს მოემსახურა. ზამთრის ოლიმპიური თამაშების დროს აეროპორტის მეშვეობით 2 800 ტონაზე მეტი ბარგი გადაიზიდა.[4]
ისტორია
რედაქტირებასოჭის საერთაშორისო აეროპორტის თავდაპირველი საფრენი ზოლი მეორე მსოფლიო ომის დროს რუსეთის შავი ზღვის სანაპიროს დასაცავად აიგო. საჰაერო ზოლი 1941 წლის 8 ივლისიდან 1 სექტემბრამდე პერიოდში აიგო. სამოქალაქო ავიაციის მეთაურის ბრძანების შესაბამისად აეროპორტი 1945 წლის 23 ნოემბერს დაარსდა.
1956 წელს პირველი ტერმინალი (ამჟამად ძველი შენობა) და საჰაერო ხაზი 1 აიგო. 1957 წელს აეროპორტის მგავრთბრუნვა 35 000 ადამიანს, ხოლო ტვირთბრუნვა 1000 ტონას შეადგენდა. 1960-1965 წლებში აეროპორტის მგზავრთა რაოდენობის ზრდასთან ერთად აეროპორტში მგზავრთა და ტვირთის დარბაზები, 200 ოთახი, რადიო ნავიგაციის სისტემა და დაშვების სისტემები ამოქმედდა. 1966 წლის აგვისტოში მაღალი მოსწრების გამო აეროპროტი შრომის წითელი დროშის ორდენით დაჯილდოვდა. 1990 წელს აეროპორტის მგზავრთბრუნვამ 2.3 მილიონი მგზვარი შეადგინა. 1957 წლიდან დღემდე აეროპორტი 60 მილიონზე მეტ მგზავრს მოემსახურა. რეგულარული საერთაშორისო ფრენები 1981 წლიდან დაიწყო. თავდაპირველ დანიშნულების ადგილებს შორის იყო: ბრატისლავა, ბუდაპეშტი და პრაღა. შემდგომში აეროპორტის საერთაშორისო ფრენებმა შუა აღმოსავლეთი და დასავლეთი ევროპაც მოიცვა.
სტატისტიკა
რედაქტირებაწელი | მგზავრთა რაოდენობა | %-ული ცვლილება |
---|---|---|
2010 | 1,920,000 | |
2011 | 2,086,000 | 8.6% |
2012 | 2,120,400 | 1.6% |
2013 | 2,427,676 | 14.5% |
2014 | 3,106,100 | 28% |
2015 | 4,100,000 | 32% |
2016 | 5,263,275 | 28% |
2017 | 5,700,000 | 8% |
უბედური შემთხვევები
რედაქტირება1962 წლის 28 ივლისს Aeroflot Flight 415-ის დროს Antonov An-1 ტიპის თვითმფრინავი სო~წის აეროპორტის მახლობლად მთებში ჩამოვარდა, რის შედეგადაც ბორტზე მყოფი 81-ვე ადამიანი გარდაიცვალა.[6] 1972 წლის 1 ოქტომბერს Aeroflot Flight 1036-ის დროს Ilyushin Il-18-ის ტიპის თვითმფრინავი სოჭის აერპორტიდან აფრენიდან მალევე ჩამოვარდა, რასაც ბორტზე მყოფი 109 ადამიანის სიცოცხლე სეეწირა. კატასტროფის მიზეზი დღემდე გაურკვეველია.[7] 2006 წლის 3 მაისს Armavia Flight 967-ის დროს, ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტიდან აფრენილი Airbus A320-200-ის ტიპის თვითმფრინავი შვ ზღვაში ჩამოვარდა. ბორტზე მყოფი 113 ადამიანი დაიღუპა.[8] 2016 წლის 25 დეკემბერს სოჭის აეროპორტიდან აფრენიდან 2 წუთის შემდეგ Tupolev Tu-154 ტიპის თვითმფრინავი რადარიდან გაუჩინარდა. თვითმფრინავის ნარჩენები შავ ზღვაში იპოვეს. ბორტზე მყოფ 92 ადამიანი, მათ შორის ალექსანდროვის ანსამბლის ყველა წევრი დაიღუპა.[9][10][11][12][13]
რესურსები ინრეტნერნეტში
რედაქტირება- Official website დაარქივებული 2021-07-28 საიტზე Wayback Machine.
- Sochi Airport at the Russian Airports Database
- Historical Weather Records for Adler
- აეროპორტ URSS-ის ინფორმაცია „Great Circle Mapper“-ზე. Source: DAFIF (effective Oct. 2006).
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Аэропорт Сочи в 2016 году установил рекорд, приняв более 5,2 млн пассажиров
- ↑ (Russian) Sochi airport set a record in 2016, having served more than 5.2 million passengers.
- ↑ Ekaterinburg Koltsovo Russia's Best Airport. Koltsovo airport. დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 თებერვალი 2018. ციტირების თარიღი: 3 June 2015.
- ↑ Sochi International Airport handled quarter of its annual passenger traffic during Olympics. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 მარტი 2016. ციტირების თარიღი: 3 June 2015.
- ↑ URSS. About airport en. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-10-31. ციტირების თარიღი: 2019-10-31.
- ↑ Ranter, Harro. ASN Aircraft accident Antonov 10A CCCP-11186 Adler/Sochi Airport (AER). ციტირების თარიღი: 2017-04-13
- ↑ Ranter, Harro. ASN Aircraft accident Ilyushin 18V CCCP-75507 Adler/Sochi Airport (AER). ციტირების თარიღი: 2017-04-11
- ↑ Ranter, Harro. ASN Aircraft accident Airbus A320-211 EK32009 Adler/Sochi Airport (AER). ციტირების თარიღი: 2017-04-11
- ↑ „Russian military plane crashes in Black Sea near Sochi“. BBC News (ინგლისური). 2016-12-25. ციტირების თარიღი: 2016-12-25.
- ↑ Russian military plane carrying 92 on board, including famed army band, crashes into Black Sea. ციტირების თარიღი: 27 December 2016.
- ↑ Russia Examines All Possible Reasons for Black Sea Jet Crash. AP (25 December 2016). დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 დეკემბერი 2016. ციტირების თარიღი: 27 December 2016.
- ↑ Military plane crashes into Black Sea near Sochi. ციტირების თარიღი: 27 December 2016.
- ↑ Russian plane crashes into the Black Sea (25 December 2016). ციტირების თარიღი: 27 December 2016.