კრასნოდარის მხარე
კრასნოდარის მხარე (რუს. Краснодарский край) — რუსეთის ფედერაციის სუბიექტი, შედის სამხრეთის ფედერალური ოკრუგის შემადგენლობაში. ადმინისტრაციული ცენტრი — კრასნოდარი. დაარსდა 1937 წლის 13 სექტემბერს.
გეოგრაფიარედაქტირება
კრასნოდარის მხარე მდებარეობს სამხრეთ რუსეთში ჩრდილოეთ კავკასიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში აზოვისა და შავი ზღვის სანაპიროებზე. საზღვრის სიგრძეა 1540 კმ. საიდანაც 740 კილომეტრი საზღვაოა. მხარეს აღმოსავლეთიდან ესაზღვრება სტავროპოლის მხარე და ყარაჩაი-ჩერქეზეთი ჩრდილოეთიდან როსტოვის ოლქი, სამხრეთიდან საქართველო, ხოლო მის საზღვრებს შიგნითაა მოქცეული ადიღეს რესპუბლიკა. რელიეფი მთიანი და ვაკეა. უმეტესი ნაწილი უჭირავს შავმიწა სტეპურ ყუბან-აზოვისპირა ვაკეს (ყუბანისპირა ვაკე). სამხრეთით — კავკასიონის ჩრდილოეთი კალთები და შტოქედები დაფარულია ტყით (წიფელი, სოჭი, ნაძვი). მთავარი მდინარეა ყუბანი.
მოსახლეობარედაქტირება
2002 წლის აღწერების მიხედვით კრასნოდარის მხარის ეროვნული შემადგენლობა ასეთია:
ეროვნება | რაოდენობა (2002 ათ.) |
---|---|
რუსები | 4218,8 (82,3 %) |
სომხები | 274,6 (5,4 %) |
უკრაინელები | 131,8 (2,6 %) |
ბერძნები | 26,5 (0,5 %) |
ბელარუსები | 26,3 |
თათრები | 25,6 |
ქართველები | 20,5 |
გერმანელები | 18,5 |
კაზაკები | 17,5 (0,3 %) |
ადიღელები (ჩერქეზები) | 15,8 |
თურქები | 13,5 |
აზერბაიჯანელები | 11,9 |
ბოშები | 10,9 |
2008 წლის 1 იანვრის მონაცემების მიხედვით უდიდესი ქალაქებია: კრასნოდარი (709,7 ათ. კაცი), სოჭი (334,3 ათ. კაცი), ნოვოროსიისკი (283,8 ათ. კაცი), არმავირი (189,1 ათ. კაცი).
ლიტერატურარედაქტირება
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 16-17.
რესურსები ინტერნეტშირედაქტირება
- Официальный сайт администрации Краснодарского края დაარქივებული 2012-11-30 საიტზე Wayback Machine.
- Портал исполнительных органов государственной власти Краснодарского края
- Совет муниципальных образований Краснодарского края
- Юга. Ру — Портал Краснодара и Краснодарского края
- Kuban.info Информационный портал Краснодарского края
სქოლიორედაქტირება
- ↑ 1.00 1.01 1.02 1.03 1.04 1.05 1.06 1.07 1.08 1.09 1.10 1.11 1.12 1.13 1.14 1.15 1.16 1.17 1.18 1.19 1.20 1.21 1.22 1.23 1.24 1.25 1.26 1.27 1.28 1.29 1.30 1.31 1.32 1.33 1.34 1.35 1.36 1.37 1.38 1.39 1.40 1.41 1.42 1.43 ОКТМО. 185/2016. Southern FD
- ↑ http://www.gks.ru/free_doc/new_site/population/demo/Popul2016.xls