ნოვოროსიისკი
ნოვოროსიისკი (რუს. Новороссийск) — ქალაქი რუსეთში, კრასნოდარის მხარეში. მდებარეობს შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ცემესის უბესთან. ნოვოროსიისკი სანაოსნო ქალაქია. იგი არის რუსეთის ერთ ერთი მნიშვნელოვანი სავაჭრო ცენტრი შავ ზღვაზე. აქ არის როგორც სავაჭრო ისე სამხედრო ნავსადგური, რკინიგზის სადგური.
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
ნოვოროსიისკი Новороссийск | |||||
| |||||
ქვეყანა | რუსეთი | ||||
ფედერაციის სუბიექტი | კრასნოდარის მხარე | ||||
შიდა დაყოფა | 5 რაიონი | ||||
კოორდინატები | 44°43′00″ ჩ. გ. 37°46′00″ ა. გ. / 44.71667° ჩ. გ. 37.76667° ა. გ. | ||||
მერი | Vladimir Sinyagovsky | ||||
დაარსდა | 1838 | ||||
ფართობი | 81,1 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 10 მეტრი | ||||
მოსახლეობა | 256,580[1] კაცი (2014) | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+3 | ||||
სატელეფონო კოდი | +7 8617 | ||||
საფოსტო ინდექსი | 353900—353925 | ||||
ოფიციალური საიტი | admnvrsk.ru | ||||
ისტორია
რედაქტირებანოვოროსიისკის მიდამოებთან მდებარეობდა მცირე ზომის ციხე და მნიშვნელოვანი ნავსადგური სუჯუქ-ყალე, რომელიც ოსმალეთის იმპერიას ეკუთვნოდა. 1812 წელს წელს რუსებმა ის დაანგრიეს და 1838 წელს დააარსეს სიმაგრე. 1866 წლიდან იყო შავიზღვისპირეთის ოკრგუსი ცენტრი, ხოლო 1896-1920 წლებში იყო შავიზღვისპირეთის გუბერნიის ცენტრი. 1905 წლის რევოლუციის დროს მოქმედებდა ნოვოროსიისკის რესპუბლიკა. 1917-1920 წლებში, რუსეთის სამოქალაქო ომის დროს გადადიოდა ხელიდან ხელში თეთრ მოძრაობასა და ბოლშევიკებს შორის. საბოლოოდ, 1920 წლის 27 მარტიდან დაიკავეს ბოლშევიკებმა. მეორე მსოფლიო ომის დროს დაიპყრეს გერმანელებმა. 1942-1943 წლებში იყო მნიშვნელოვანი ბრძოლების ცენტრი. გათავისუფლებულ იქნა 1943 წლის 16 სექტემბერს. მიენიჭა გმირი ქალაქის წოდება. საბჭოთა პერიოდში იყო ცემენტის წარმოების მსხვილი ცენტრი, ასევე მოქმედებდა ლითონდასამუშავებელ, საშენ მასალათა, კვების მრეწველობისა და ავეჯის საწარმოები.
მოსახლეობა
რედაქტირებაწელი | 1897 | 1923 | 1931 | 1959 | 1970 | 1979 | 1982 | 1989 | 1998 | 2002 | 2010 | 2013 | 2014 |
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
მოსახლეობა | 16897 | 47700 | 82900 | 93461 | 132744 | 159135 | 168000 | 185938 | 204300 | 232079 | 241952 | 251013 | 256580 |
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 463.