ნოვოროსიისკის რესპუბლიკა
ნოვოროსიისკის რესპუბლიკა — რუსეთის 1905 წლის რევოლუციის დროს გამოცხადებული რესპუბლიკა ნოვოროსიისკში. არსებობდა 1905 წლის 12-25 დეკემბერს.
ისტორია
რედაქტირება8-10 დეკემბერს არჩეულ იქნა ნოვოროსიისკის საბჭო, რომელმაც რსდმპ შავიზღვისპირეთის კომიტეტის გადაწყვეტილებით გამოაცხადა თვითმმართველობა. რევოლუციაში მონაწილეობდნენ ბოლშევიკები, მენშევიკები, ესერები და სხვა პარტიები. საბჭომ 14 დეკემბრის დადგენილებით დახურა სახელმწიფო დაწესებულებები, გარდა ბანკებისა, შეწდა გაფიცვა, განახლდა ვაჭრობა, დაწესდა 8 საათიანი სამუშაო დღე, ჩამოყალიბდა მუშათა კომიტეტები. საბჭომ განაიარაღა პოლიცია და შექმნა მუშათა რაზმები, რომლებმაც კონტროლი დაამყარეს რკინიგზასა და ნავსადგურზე. საბჭომ შემოიღო ბურჟუაზიისა და ჩინოვნიკების დაბეგვრა, გაათავისუფლა პოლიტპატიმრები, შექმნა სახალხო სასამართლო, დაიწყო გაზეთის გამოცემა. 24 დეკემბერს მეფის მთავრობამ ნოვოროსიისკში გაგზავნა დამსჯელი რაზმი. საბჭომ უარი თქვა მსხვერპლზე და უბრძოლველად ჩააბარა ქალაქი. 25 დეკემბერს ჯარი შევიდა ქალაქში, რსდმპ შავიზღვისპირეთის კომიტეტი გადავიდა იატაკქვეშა საქმიანობაზე. რესპუბლიკის საქმეზე 7 ხელმძღვანელს სიკვდილი მიუსაჯეს, რაც შემდეგ კატორღით შეუცვალეს, ასევე კატორღა მიესაჯა დამატებით 13 ადამიანს.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 464.