ნოვოროსიისკის თავდაცვითი ოპერაცია

ნოვოროსიისკის თავდაცვითი ოპერაცია — სამხედრო ოპერაცია მეორე მსოფლიო ომის დროს, 1942 წლის 19 აგვისტოდან 26 სექტემბრამდე.

17 აგვისტოს ნოვოროსიისკის და ტამანის ნახევარკუნძულის დასაცავად შეიქმნა ნოვოროსიისკის თავდაცვითი რაიონი (სარდალი გენერალი მ. კოტოვი, 8 სექტემბრიდან გენერალი მ. გრეჩკო). 19 აგვისტოს გერმანიის და რუმინეთის ჯარებმა დაიწყეს შეტევა ჭარბი ძალებით. 25 აგვისტოს საბჭოტა ჯარებმა შეაჩერეს მტრის შეტევა. გერმანიამ 29 აგვისტოს ტუაფსეს მიმართულებით დამატებითი ძალები გადაისროლა და 29 აგვისტოს შეტევა განაახლა. მან შეძლო ანაპის რაიონში შავი ზღვის ნაპირზე გადასვლა 7 სექტემბერს აიღო ნოვოროსიისკი. ქალაქში ბრძოლები 26 სექტემბრამდე გრძელდებოდა. გერმანიამ ვერ შეძლო ზღვისპირა შოსეზე გაჭრა ტუაფსეს მიმართულებით და თავდაცვაზე გადავიდა.

ლიტერატურა რედაქტირება